სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანში ჯარისკაცების სიკვდილს აპროტესტებენ

0 კომენტარი
 2013 წლის 21 მარტი   ავტორი: სეიმურ ქაზიმოვი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ოფიციალური პირები სახალხო მღელვარებას არ იზიარებენ და მას დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევენ.

ჯარში ახალწვეულთა გახშირებული სიკვდილიანობის გამო განრისხებული დემონსტრანტები (ფოტო: ალია ჰაქვერდი)

პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა, მათი უმეტესობა დღის ბოლოს გაათავისუფლეს (ფოტო: ალია ჰაქვერდი).

იმავე კვირას, როცა საპროტესტო აქცია ჩატარდა ოთხი ახალგაზრდა აქტივისტი დააკავეს და ბრალი დასდეს რევოლუციის დაგეგმვაში (ფოტო: ალია ჰაქვერდი).

სეიმურ ქაზიმოვი, შაჰინ რზაევი – კავკასია

აზერბაიჯანის პოლიციამ წყლის ჭავლისა და შოკური მოქმედების ყუმბარების გამოყენებით დაშალა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ჯარში ახალწვეულთა დაღუპვას აპროტესტებდნენ.

10 მარტის საპროტესტო აქციაზე შეკრებილთა რაოდენობამ, ზოგიერთი მედია საშუალების მონაცემებით დაახლოებით 3000 მიაღწია.

წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაზიანდნენ, როგორც აქციის მონაწილეები ასევე ჟურნალისტები. IWPRის ორი კორესპონდენტი, პრესის წარმომადგენელთა მაიდენტიფიცირებელი წარწერის მიუხედავად, მაინც ვერ ასცდა დასველებას.

ზოგიერთი მედია საშუალების გადმოცემით, აქციის დაშლის დროს გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები, თუმცა IWPRის ჟურნალისტები, რომლებიც ესწრებოდნენ დემონსტრაციას ამას არ ადასტურებენ. მათი შეფასებით, პოლიცია ამჯერად შედარებით პროფესიონალურად მოქმედებდა და წინა პერიოდის აქციებისაგან განსხვავებით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

საპროტესტო აქციაზე ისმოდა დემონსტრანტების შეძახილები „არა ჯარისკაცების სიკვდილს“, „ჯარი არ არის მორგი“, „მთავარსარდალმა პასუხი უნდა აგოს“.

თავდაცვის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრის „დოქტრინას“ მონაცემებით, წელს გარდაცვლილი 17 ჯარისკაციდან საომარ ვითარებაში მხოლოდ სამი დაიღუპა. შეფარდება იგივე იყო გასულ წელსაც, 97 დაღუპულიდან მხოლოდ 20 გარდაიცვალა საბრძოლო ვითარებაში (იხილეთ ჯარისკაცის სიკვდილმა აზერბაიჯანელები აღაშფოთა).

აქციის დროს პოლიციამ ასამდე ადამიანი დააკავა, თუმცა მათი უმეტესობა დღის ბოლოს გაათავისუფლეს. აქედან დაახლოებით ოცს მსუბუქი სასჯელი მიესაჯა, სამი მომიტინგე ციხეში ერთ კვირას გაატარებს, ხოლო დანარჩენებს საკმაოდ დიდი ოდენობის, 400-დან 600 მანათამდე (დაახლოებით 800-დან 1200 ლარამდე), ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

საპროტესტო აქციამდე სამი დღით ადრე, პოლიციამ ახალგაზრდული ოპოზიციური დაჯგუფების „NIDA“ს  სამი წევრი დააკავა და ბრალი  არეულობის ორგანიზებაში დასდო.

პოლიციელებმა ჩხრეკის დროს აქტივისტების ბახტიარ ქულიევის, მაჰამედ აზიზოვის და შაჰინ ნოვრუზლუს სახლებში აღმოაჩინეს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ და მარიჰუანა. დაკავებულების ნათესავები ირწმუნებიან, რომ ნივთმტკიცება ყალბია.

9 მარტს, საპროტესტო აქციის წინა დღეს, სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა სამივე დაკავებულის აღიარებითი ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდნენ ისინი რევოლუციის მოწყობას. „NIDA“ს ლიდერები აცხადებენ, რომ დაკავებულებმა ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს და უარყოფენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ განზრახვას.

14 მარტს „NIDA“ს კიდევ ერთი აქტივისტი, რაშად ჰასანოვი, დააკავეს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით სატელევიზიო აღიარებები და პოლიციის მიერ აქციის დაშლა იყო იმის მიმანიშნებელი, რომ ხელისუფლება უკომპრომისო იქნება შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

„ეს წარმოდგენები, დაწყებული აქტივისტების დაკავებით და დამთავრებული დემონსტრანტების დარბევით, გამოხატავს ხელისუფლების შიშს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აზერბაიჯანის „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა ალი კრემალიმ და დასძინა:  „მე ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით“.

ხელისუფლებამ 10 მარტის დემონსტრაცია პროვოკატორი აგენტების მიერ განხორციელებულ ქმედებად წარმოაჩინა.

„რამოდენიმე პროვოკატორი ცდილობს  ჯარისკაცების ტრაგედია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს,“ – განაცხადა მმართველი „იენი აზერბაიჯანის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სიანუშ ნოვრუზოვმა. „მათ ამომრჩევლების თვალში არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების დაწერა სურთ.“

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ალდარ საბიროღლუმ, მომხდარის შესახებ მსგავსი შეფასება გააკეთა.
„გარკვეული ჯგუფები დაინტერესებულნი არიან არმიასა და საზოგადოებას შორის უნდობლობის არსებობაში. ისინი ცდილობენ მგლოვიარე დედათა ცრემლები თავიანთი ბინძური ზრახვების განსახორციელებლად გამოიყენონ,“- განაცხადა მან.

გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი  და ამავე დროს, ასოციაცია „სამხედრო ჯურნალისტების“ დამფუძნებელი, უზერი ჯაფაროვი ფიქრობს, რომ ხელისუფლების დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ მან ვერ შესძლო სამხედრო რეფორმების განხორციელება, რაც ასე აუცილებელი იყო ჯარში სიკვდილიანობის ტალღის შესაჩერებლად.

„მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილი გენერალიც რომ დავნიშნოთ თავდაცვის მინისტრად, პრობლემას ვერ მოვაგვარებთ მანამ, სანამ კანონმდებლობა არ შეიცვლება,“ – განაცხადა მან.

ჯაფაროვის განცხადებით, ახალწვეულთა ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 20 წლამდე და ჯარში უნდა აჰყავდეთ პროფესიონალები და არა წვევემდელები.

კვლევითი ორგანიზაცია „ატლასის“ ანალიტიკოსი ელჰან შაჰინოღლუ თვლის, რომ ხელისუფლებას საპროტესტო აქციების იგნორირება და მათი ოპოზიციის ხრიკებად წარმოჩენა არ წაადგება.

„უკმაყოფილო ადამიანებმა უნდა შეძლონ თავიათი ხმების ადრესატამდე მიტანა, სხვაგვარად შესაძლოა ეს პროტესტები სხვა, რაიმე უფრო რადიკალურ ქმედებებში გადაიზარდოს. ჯარზე უნდა არსებობდეს სამოქალაქო კონტროლი. თითოეული ჯარისკაცის სიკვდილი უნდა იქნას გამოიძიებული და ინფორმაცია გახდეს საზოგადოებისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომი,“ – აცხადებს შაჰინოღლუ.

ოპოზიციური მოძრაობის „რეალი“ აღმასრულებელი მდივანი ნათიქ ჯაფარლი ეჭვობს, რომ ხელისუფლება ახალწვეულთა პირობების გასაუმჯობესებლად არაფერს მოიმოქმედებს.

„ხელისუფლებას ჰქონდა იმის შესაძლებლობაც და წინაპირობაც, რომ ჯარში რეფორმები განეხორციელებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა,“- ამბობს ჯაფარლი. „სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე ნებისმიერი სახის დათმობა საზოგადოების მიერ სისუსტედ აღიქმება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საპროტესტო აქციების გამართვა.“

სეიმურ ქაზიმოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. შაჰინ რზაევი IWPR დირექტორია აზერბაიჯანში.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი სეიმურ ქაზიმოვი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT