სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ბაზალეთში ჩასახებული დევნილები

0 კომენტარი
 2012 წლის 7 მაისი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გადაცემა დევნილთა ამბების  23-ე  გამოშვება, შიდა ქართლი

ავტორი: ნანა კახნიაშვილი

მოისმინეთ [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4092″]

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ბაზალეთში ჩასახლებულ ლიახვისხეობელებს ზოგი ხმამაღლა ნათქვამი და ზოგიც გულის სიღრმეში შენახული, მაინც ბევრი საფიქრალი რჩებათ. ერთი შეხედვით, სანახაობრივი თვალსაზრისით ადგილი იმდენად მშვენიერია, რომ კაცი ამაზე უკეთესს ვერ ინატრებს, თუმცა მუდმივსაცხოვრებლად აქაობას თავისი სირთულეები აქვს.

თამარაშნიდან დევნილი გიორგი გაგნიძე, დღემდე აქაურობას ვერ შეეგუა. „აქაობა ბოლომდე ვერ გავითავისე, ჩემი სოფელი მენატრება, ლიახვის ხმა, მთიდან მონაბერი გრილი სიო, საქართველოს ისტორიის დიდების ერთ-ერთი ნიმუში – მაჩაბლების მუზეუმი და ყველაფერი იქაური…. თუ მთავრობასთან რაიმე სათხოვარი გვაქვს, უპირველესად მიწის ფართია. დავამუშავეთ, მაგრამ ძალიან მცირე ადგილები, სულ 5 კვადრატული მეტრია, მცირე, რადგან ირგვლივ სულ ტყეა, და აბა, მუხას როგორ მოჭრი კაცი?! ნაკვეთები გვესაჭიროება, რომ მოსავალი მოვიყვანოთ და ოჯახი შევინახოთ, ახლა, რომ იტყვიან, მხოლოდ ვარსებობთ… აქ ცხოვრება ძნელია, სანამ არ დავბრუნდებით, მანამდე ჩემი გული ვერ მოისვენებს… ადამიანის სხვაგან დასახლება იგივეა, რაც ჩიტისთვის ბუდის მოშლა“.

ბაზალეთის ჩასახება

ბაზალეთის ჩასახებაში მცხოვრები დევნილები

ბაზალეთელი დევნილებისთვის , ამ ეტაპზე, მათივე საუბრიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ტრანსპორტირებაა, მარინე სამარჯიშვილი, თბილისში, ჩაფიძის სახელობის კლინიკაში მუშაობს, დიდუბემდე მგზავრობა მას 2 ლარი უჯდება, იქიდან კლინიკამდე კი – 50 თეთრი, ამავე თანხას შეადგენს სახლამდე დაბრუნებაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელფასი თვეში 250 ლარია, ხოლო დღიური ხარჯი – 6 ლარი, მომავლის იმედითა და საქმის სიყვარულით მაინც მუშაობს.

ბაზელეთში მცხოვრები დევნილები ტრანსპორტის და დაზიანებული გზის პრობლემებზე საუბრობენ. „დუშეთამდე ტრანსპორტი მხოლოდ კვირა დღეს დადის, კვირაც იმიტომ შეარჩიეს, რომ ბაზარში წასვლა შეგვეძლოს, მაგრამ დუშეთში კვირა დღეს ბაზრის მეტი არაფერი ფუნქციონირებს, თქვენ წარმოიდგინეთ, არც – მაღაზია… არადა, დუშეთი ხომ რაიონული ცენტრია და ბანკია, სოცუზრუნველყოფაა თუ ნებისმიერი სხვა დაწესებულება,  პირველ რიგში ხომ იქ უნდა მივიდეთ?! მარტო ბაზარი მოაგვარებს ცხოვრებას?!” , – მარუსა ხუცინაშვილის ნათქვამს ეზოში თავშეყრილი მოსახლეები ეთანხმებიან.

ისინი ამბობენ, რომ ტრანსპორტირება სხვა სირთულეებსაც ქმნის: „იმის გამო, რომ სამუშაო დღეებში რაიონულ ცენტრამდე ვერ მივდივართ, ჯარიმას ჯარიმაზე ვიკიდებთ, აი, მაგალითად, ელექტროენერგიის დანახარჯი 1 ლარი მქონდა გადასახადი და რადგანაც გადასახდელად დუშეთამდე ვერ ჩავაღწიე, ჯარიმა დამერიცხა და 2 ლარი გადამახდევინეს, 1 ლარი წელში კი არ გვწყვეტს, მაგრამ რადგანაც დუშეთამდე დროულად ვერ ჩავაღწევთ, ორმაგი თანხა უნდა ვიხადოთ?!“.  დევნილები ამბობენ, რომ გადასახადის შეღავათის გამო თვიდან თვემდე ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს ეკონომიურად ხარჯავენ, თუმცა შეღავათის ნაცვლად ისინი დათქმულ დრომდე გადაუხდელობის გამო ჯარიმდებიან.

„ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამძიმარია თუ რაღაც, ხშირად წასვლს ვერც ვახერხებთ, ყველას ხომ არ აქვს ტაქსით მგზავრობის საშუალება? საჭიროა, შესაბამისმა სამსახურმა დროულად მიიღოს ზომები ამ საკითხის მოსაგვარებლად.“- განაცხადა დუნია მინდიაშვილმა.

აქ მაცხოვრებელი ბავშვები დუშეთის სკოლაში სწავლობენ. სკოლაში მიკროავტობუსით მგზავრობენ, რის ხარჯებსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ზამთრობით ბაზალეთიდან დუშეთამდე გზა ინამქრება და ბავშვებსაც და დევნილ მასწავლებლებსაც ხშირად სასწავლო პროცესის გაცდენა უწევთ. დუშთის სკოლაშია დასაქმებული აჩაბეთიდან დევნილი პედაგოგი ეკა მიქელაძის განცხადებით: „მთელი ზამთარი ძალიან გვიჭირდა დუშთამდე მგზავრობა. ქარსაცავი ზოლი არაა. ხეები რომ იყოს, ალბათ გვეშველებოდა. გზა რომ დაზიანებულია, ტრაქტორის მუშაობას დიდი შედეგი ვერ მოაქვს“.

დანამქრული გზის გადახვეტა გამგეობას ვთხოვეთ, გამგეობამ მაშინვე დარეკა და ტრაქტორმა გზა გაასუფთავა, მაგრამ მეორე დღეს იგივე პრობლემა გაჩნდა, ისევ დაინამქრა,“ -განაცხადა ქალბატონს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ბაზალეთის დასახლების მამასახლისის, მარი მჭედლიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა აქ მაცხოვრებელმა სამსახური იშოვა, ტრანსპორტირების სირთულის გამო სიარული ვერ შესძლეს და დღეს უმუშევრები არიან. მარი იმედოვნებს, რომ ისევე როგორც ბევრი საკითხი, ბაზალეთში გადაადგილების საკითხიც მოგვარდება:
„დევნილთა საკითხი სახელმწიფოსთვის დღემდე პრიორიტეტად რჩება. ჩვენმა ხალხმა აქ, ყოფილი პანსიონატის კორპუსებში ცხოვრება, ნულიდან დაიწყო, მაგრამ დღეის მდგომარეობით, უკვე ნორმალური საცხოვრებელი პირობებია, დასახლება გაზიფიცირებულია, არის სასმელი წყალი, ზაფხულობით უამრავი სტუმარი მოდის და რომ იტყვიან, სიცოცხლე იგრძნობა. ბევრი დასაქმდა კიდეც და ვიმედოვნებ, რომ ტრანსპორტირების საკითხიც მოგვარდება“

როგორც მამასახლისი ამბობს, სულ მალე მოსახლეობას სარწყავი წყალიც ექნება: „აღნიშნული სამუშაოები ქურთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. ჭაბურღილის ადგილმდებარეობის შესარჩევად მოწვეული ჰყავდათ სპეციალისტი. სარწყავი წყლის მისაწოდებელი სამუშაოები დაიწყო და ერთი ჭაბურღილი უკვე მზადაა. იმის გამო, რომ გაწვიმდა, ამ დღეებში სამუშაო პროცესი დროებით შეფერხდა, თუ ამინდი არ შეუშლის ხელს, იგი დროულად დასრულდება კიდეც“.

მისივე ინფორმაციით, ბაზალეთში სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც ხორციელდება, – კერძოდ, ამ ეტაპზე იქ მუშაობს “worldvision”, რომელიც უახოეს მომავალში  ჩატარდება ტრენინგებს. ტრეინინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება და კუსრის დასრულების შემდეგ მსურველები სოფლის მეურნეობის საკითხთან დაკავშირებით პროექტებს შეიმუშავებენ.  მათ შორის საუკეთესო პროექტი კი -აღნიშნული დონორის მიერ დაფინანსდება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის შესახებაც აქ ჩასახლებულები თითქმის ერთხმად საუბრობენ, სამედიცინო მომსახურებაა. საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მანქანა ბაზალეთში წეროვნიდან ან დუშეთიდან მიდის, რაც დიდ დროს მოითხოვს, როგორც შევიტყეთ, შესაბამისი სტრუქტურების გადაწყვეტილებით, ეს საკითხიც დღის წესრიგში დადგა და სულ მალე ბაზალეთში პაციენტებს მორიგე ექიმი მოემსახურება. მორიგე მედპერსონალს ყოფილ პანსიონატში შპს „ქურთის საავადმყოფო“ გაანაწილებს.

ახლა გაზაფხულია და ბაზალეთელი დევნილებიც იქვე არსებულ საკარმიდამო ნაკვეთებში ფუსფუსებენ. „საკუთარი ხელით მოყვანილი გემრიელიაო“, ამბობენ და შრომას შეჩვეული ადამიანებიც მთელი შესაძლებლობებით ცდილობენ ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტით უზრუნველყონ.

ზაფხულის სეზონზე ზამთარში მიძინებული ჩასახლება ცოცხლდება და ნამდვილი სანატორიუმის სახეს ღებულობს, და თუ აქ ჩასახლებული დევნილები ზამთრის დიდ ღამეებს ფიქრში ათენებდნენ, ზაფხულში სტუმრებთან თავშექცევით დილა ნაუცბათევად თავს წამოადგებათ და ბევრჯერ ძილსაც მოანატრებს.

 

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT