სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

დევნილი ვეტერანები

0 კომენტარი
 2012 წლის 8 მაისი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


 გადაცემა დევნილთა ამბების  23-ე  გამოშვება, შიდა ქართლი

ავტორი: ნანა კახნიაშვილი

სრულიად ახალგაზრდები მეორე მსოფლიო ომში წაიყვანეს, იმდროინდელი გაჭირვება დღემდე ახსოვთ, მაგრამ მაშინ ყველა პრობლემა საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ დაავიწყათ. დღეს კი საკუთარ კერას მოწყვეტილი ვეტერანები აგვისტოს ომს ვერ ივიწყებენ და მუდმივად კითხულობენ იმ ქვეყნის სამართალმემკვიდრემ ასე რატომ გაწირა, ვისი გამარჯვებისთვისაც ახალგაზრდობაში იბრძოდნენ. 9 მაისს მცირე რაოდენობით დარჩენილი ვეტერანები, რომლებიც ახლა იძულებით გადადგილებული პირები არიან ფაშიზმზე გამარჯვებას კიდევ ერთხელ აღნიშნავენ.

გიორგი ბასიშვილი 17 წლის იყო როცა, მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ასაკის მიუხედავად, ბასიშვილი ომის დროს გადახდენილ ამბებს დეტალურად იხსენებს და სიამაყით ამბობს, რომ ჯერ არც ჯანმრთელობას უჩივის და არც მეხსიერებას.  თუმცა თუ მის ცხოვრებისეულ სირთულეებს გადავხედავთ, გაგვიკვირება კიდეც  ამ ადამიანმა ამდენს როგორ გაუძლო?!

გიორგი ბასიშივილი

გიორგი ბასიშივილი

84 წლის ქურთიდან დევნილი კაცი აგვისტოს ომის შემდეგ მეუღლესთან – ქალბატონ ლალისთან და შვილთან – ნიაზთან ერთად წეროვანში ცხოვრობს. გაჭირვება ბავშვობშიც ნახა, შემდეგ სიჭაბუკის წლები კი -გერმანია-საბჭოთა კავსირის ომში გაატარა, ბოლოს კი –  80 წლის ასაკში ისეთი დღეები გაიარა, რომ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. კერძოდ, ომის დროს ხეობიდან ცოლ-შვილი დიდი ხვეწნის შემდეგ გამოისტუმრა, თვითონ კი – 17 აგვისტომდე ქურთაში იმყოფებოდა. იქ ყოფნის დროს, საკუთარი თვალით, არაერთი ხანძარი ნახა.  იმ დროს სოფელში ცოტანი იყვნენ დარჩენილები, თუმცა ისინიც იმალებიდნენ.

„ბევრი გაჭირება მინახავს, მაგრამ აგვისტოში ისეთი საშინელი აფეთქებები იყო, რომ კაცი ვერ მიხვდებოდა რა ტიპის ასაფეთქებლებს იყენებდნენ. ორივე ომი სასტიკი იყო, მძიმე მოსაგონარი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ერები, ვის გვერდითაც ჩვენ, ქართველები, ნახევარი საუკუნოს წინ ერთგულად ვიბრძოდით, ახლა ჩვენ შემოგვიბრუნდებოდნენ. გული მწყდება, რომ აგვისტოს ომის დროს ხეობაში მოთარეშე ოსებისა და რუსების გარდა სომხებს, ჩეჩნებსა და კაზაკებსაც ვნახულობდი. სასიკვდილო განაჩენის წინაშე არაერთხელ დავდექი, მაგრამ ვეტერანობისა და ინვალიდობის საბუთს რომ ვაჩვენებდი, თავს დამანებებდნენ ხოლმე “, – გვითხრა გიორგი ბასიშვილმა.

სოფელ ერედვიდან დევნილი დიმიტრი ტურაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად აგვისტოს ომის შემდეგ ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. ოჯახური მეურნეობა, ხილ–ბოსტნეულის მოყვანა, საქონლის მოვლა, თივის შეგროვება და სხვა მსგავსი საქმიაობა უკვე სამი წელია ქალაქურმა ცხოვრებამ შეცვალა. 88 წლის მოხუცი თავს ჯანმრთელად კი გრძნობს, თუმცა ამბობს, რომ სოფელზე ფიქრი, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა მოსვენებას არ აძლევს. მოხუცის რთული ცხოვრებიდან ერთ- ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი მეორე მსოფლიო ომი იყო. თუმცა, თვლის, რომ არანაკლები ტკივილი მიიღო 2008 წლის აგვისტო ომის დროს. სოფელში შემორჩენილ ერთეულ ადამიანებს შორის მყოფი მოხუცი მამა გორისკენ შვილების დაჟინებული თხოვნით გამოვიდა.

ახლა მაისია, ჩვენი რესპონდენტების გონებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. ისინი უკვე ღრმად მოხუცები არიან და  გულს მცირედიც კი უხარებთ,  უხარიათ, როცა ისინი, თუნდაც მხოლოდ სიტყვიერადაც ახსოვთ, უხარიათ, რომ საქართველოს ინტელექტით სავსე თაობა ჰყავს და იმედოვნებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4094″]

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
აპრილი 9, 2017

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

შორი გზა სამხრეთ ოსეთამდე
მაისი 24, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT