გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101.9FM
ბოლო გადაცემა 30 იანვარი, 2010წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”2713″]
დევნილთა ამბებს თეა შონია უძღვება. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით მზადდება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები:
აფხაზეთში მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს. სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაზე ადგილობრივი პედაგოგები მუშაბენ. აღწერის პროცესი კი უშუალოდ რუსეთის ფედერაციის სტატისტიკის სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. დევნილთა ამბების რეპორტიორი ეკა ფარულავა გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/01/masala-1-gadacema-10-zugdidi3.mp3|titles=masala-1-gadacema-10-zugdidi]
12 თებერვალს აფხაზეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. დევნილთა ამბების რეპორტიორი ჯილდა ქარდავა შეეცდება მიმოიხილოს, თუ როგორ ჩაიარა დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკურ დაფაზე პოლიტიკური ფიგურების განლაგების პროცესმა.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/01/masala-2-gadacema-10-zugdidi3.mp3|titles=masala-1-gadacema-10-zugdidi]
ზუგდიდში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ერთ-ერთ ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა 17 ოჯახი თავშესაფრის გარეშე დატოვა. თემაზე დევნილთა ამბების რეპორტიორი ჯილდა ქარდავა მუშაობდა.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/01/masala-3-gadacema-10-zugdidi3.mp3|titles=masala-1-gadacema-10-zugdidi]
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე დევნილთა 230 კომპაქტური ჩასახლების ცენტრიდან სარემონტო სამუშაოები ჯერ-ჯერობით მხოლოდ 51 შენობას ჩაუტარდა. თემაზე დევნილთა ამბების რეპორტიორი მირანდა ქუხილავა მუშაობდა. ტექსტს ჟურნალისტი თეა შონია კითხულობს.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/01/masala-4-gadacema-10-zugdidi3.mp3|titles=masala-1-gadacema-10-zugdidi]
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფოტო კონკურსში გამარჯვებული 22 წლის სინგაპურელი რეპორტიორი ჯერემი პო, ზუგდიდში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თანატოლებთან შესახვედრად ჩავიდა. დეტალებით დევნილთა ამბების რეპორტიორი ნინო მარღანია.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/01/masala-5-gadacema-10-zugdidi3.mp3|titles=masala-1-gadacema-10-zugdidi]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას მაია ავალიანი უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიოკომპანია ოდიშის ეთერში 28 ნოემბერს გავა, 19.00 საათზე.