გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,4 FM.
ბოლო გადაცემა 29.05.2011
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”2727″]
დევნილთა ამბებს ჟურნალისტი თეა შონია უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
შეძლებენ, თუ არა აფხაზეთიდან დევნილები სააღდგომოდ გალის რაიონში წინაპართა საფლავების მონახულებას და სმენიათ თუ არა მათ საერთაშორისო ორგანიზაცია „international alerti”-ის წინასააღდგომო ინიციატივაზე – დევნილთა ამბების რეპორტიორის, ჯილდა ქარდავას მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-11-zugdidi_013.mp3|titles=gadacema-11-zugdidi_01]
გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში რიგით მესამე სამხედრო ქალაქი გაიხსნა. რა ვითარებაა სოფელში და როდიდან დასახლდებიან ბაზაში რუსი ოფიცრების ოჯახის წევრები – ამის შესახებ ეკა ფარულავა მოგიყვებათ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-11-zugdidi_023.mp3|titles=gadacema-11-zugdidi_01]
გალის რაიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ზუგდიდში მოქმედ აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი, უფასო კურსები დაიწყო – დეტალებით გიორგი ჯაბუა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-11-zugdidi_033.mp3|titles=gadacema-11-zugdidi_01]
რა პირობებში უწევთ ცხოვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში რუხსა და ინგირის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს და როდიდან გაუმჯობესდება მათი საყოფაცხოვრებო პირობები ამის შესახებ ჟურნალისტი თეა შონია გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-11-zugdidi_043.mp3|titles=gadacema-11-zugdidi_01]
ზუგდიდში წერეთლის საბავშვო ბაღის შენობაში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს საქველმოქმედო ცენტრმა „აფხაზეთი“ერთი ლამაზი დღე აჩუქა. ცენტრის აქტივობაზე სიუჟეტი გიორგი ჯაბუამ მოამზადა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-11-zugdidi_053.mp3|titles=gadacema-11-zugdidi_01]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი თეა შონია უძღვებოდა.