გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,4 FM.
ბოლო გადაცემა 29.05.2011
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”2955″]
დევნილთა ამბებს ჟურნალისტი თეა შონია უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
გალის რაიონის სოფლებში ეთნიკურ ქართველებს, საკუთარი სოფლის ტერიტორიაზეც კი საბუთების გარეშე გადაადგილება უჭირთ. დეტალებით – დევნილთა ამბების რეპორტიორი ეკა ფარულავა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-12-zugdidi_013.mp3]
ავადმყოფები, რომლებიც აფხაზეთში სათანადო სამედიცინო დახმარების მიღებას ვერ ახერხებენ საქართველო აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე გადადგილების შეზღუდვის მიზეზით, ვერც ქართულ საავადმყოფოებში მკურნალობენ. თემას ჟუ რნალისტი თეა შონია განავრცობს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-12-zugdidi_023.mp3]
ზუგდიდში საკონსერვო ქარხნის შენობაში მცხოვრები დევნილები სახურავის შეკეთებას ითხოვენ. თემაზე დევნილთა ამბების რეპორტიორი მირანდა ქუხილავა მუშაობდა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-12-zugdidi_033.mp3]
დევნილთა ამბების რეპორტიორი გიორგი ჯაბუა გალის რაიონიდან დევნილი მცირე მეწარმის წარმატებული საქმიანობით დაინტერესდა. რა შესაძლებლობები ეძლევათ დევნილებს თუ მათ ბიზნეს იდეა და გონივრულად გაწერილი ბიზნეს გეგმა აქვთ – ამის შესახებ გიორგი თავად გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-12-zugdidi_043.mp3]
საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის რეგიონულ ბიუროს შორის შეთანხმების საფუძველზე დევნილებს ხელობის შესწავლის საშუალება მიეცათ. მოისმინეთ ნინო მარღანიას მიერ მომზადებული სიუჟეტი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-12-zugdidi_053.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი თეა შონია უძღვებოდა.