გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,9FM.
ბოლო გადაცემა 30 იანვარი, 2011წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”2774″]
დევნილთა ამბებს მაია ავალიანი უძღვება. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით მზადდება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
ზუგდიდში მდებარე დევნილთა ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებას 3 თვეზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრობლემის მიზეზი დევნილთა რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომა აღმოჩნდა. ამ თემაზე ჟურნალისტი თეა შონია მუშაობდა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_013.mp3]
გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. არჩევნების დღეს მომხდარი აფეთქებისა და ქართული სოფლის არჩევანის შესახებ ჯილდა ქარდავა გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_023.mp3]
დევნილთა ამბების რეპორტიორი ირინა ესაკია მოგიყვებათ – რა პირობებია აფხაზურ ჯარში და როგორ ახერხებენ გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის დაძვრენას.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_033.mp3]
რუსეთსა და აფხაზეთს შორის დე ფაქტო საზღვარზე ახალი ხიდი აშენდება. როდის დაიწყება მდინარე ფსოუზე სამშენებლო სამუშაოები და ვის მოემსახურება ფსოუს ახალი ხიდი – ეკა ფარულავა მოგიყვებათ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_043.mp3]
გალის რაიონში ქართულ სკოლებს რუსეთის ფედერაციამ სასკოლო ინვენტარი უსაჩუქრა. თემაზე დევნილთა რეპორტიორი ეკა ფარულავა მუშაობდა. ტექსტს ჟურნალისტი თეა შონია კითხულობს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_053.mp3]
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში, დევნილი ახალგაზრდებისთვის დასაქმების ძიების ტექნიკის თემაზე – ტრენინგი ჩატარდა. მოისმინეთ დევნილი რეპორტიორის ნინო მარღანიას სიუჟეტი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_063.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას მაია ავალიანი უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიოკომპანია ოდიშის ეთერში 27 თებერვალს გავა, 19.00 საათზე.