• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

დევნილთა ამბები – შიდა ქართლი 5

0 კომენტარი
 2010 წლის 28 ოქტომბერი   ავტორი: Mirian Koridze

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.
ბოლო გადაცემა 28 დეკემბერი, 2010წ.

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”2882″]

დევნილთა ამბების მეხუთე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

კარალეთის დევნილთა დასახლებაში კოტეჯების რეაბილიტირება სამშენებლო კომპანიამ ,,დაგი“ დაიწყო. ორი წლის წინ ეს კოტეჯები კომპანია ბლოკ-ჯორჯიამ ააშენა. ხელშეკრულების პირობის თანახმად ერთი წლის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზები ამავე კომპანიას უნდა გამოესწორებინა, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ბლოკ-ჯორჯიასთვის არავის მოუთხოვია. პარალელურად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 მილიონ დოლარიანი ტენდერი გამოაცხადა სამშენებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად. იურისტების აზრით ეს სახელმწიფო ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვის თვალსაჩინო მაგალითია. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/Gadacema-5-gori_013.mp3]

ბერბუკის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები სანიაღვრე სისტემის მოწყობას მოითხოვენ. ამჟამად კოტეჯების წინ გათხრილ მიწაში, როგორც წვიმის ისე ნარეცხი წყალი ჩადის, რაც ანტისანიტარიას ქმნის. დასახლებაში აუტანელი სუნი დგას. სოფლის მამასახლისის ვარაუდით ეს პრობლემა კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად მოგვარდე. თემაზე ვრცლად ნათია მელაძე გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/Gadacema-5-gori_023.mp3]

დევნილი ბავშვების დიდი ნაწილი წელს სასკოლო სახელმძღვანელოების გარეშე დარჩა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მრავალშვილიანი ოჯახები აღმოჩნდნენ. მათ სახელმძღვანელოების შესაძენად 100 ლარზე მეტი სჭირდებათ. დევნილთა უმრავლესობა იძულებულია წიგნების შესაძენად პურის ფული გაიღოს. ნათია ჭოველიძე გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/Gadacema-5-gori_033.mp3]

ხიდისთავის პროფესიული განათლების ცენტრში ასობით დევნილი ახალგაზრდა ახალ პროფესიას ეუფლება.მათთვის სწავლა უფასოა. ამ ცენტრში მარტო გასულ წელს ათასამდე მშენებლის გადამზადება მოხდა. პროფესიული სწავლების ცენტრი მალე კოლეჯად გადაკეთდება, რაც ახალი სპეციალობების დამატების საშუალებას მისცემს ცენტრის ადმინისტრაციას, დევნილებს კი პროფესიის მრავალფეროვანი არჩევანი გაუჩნდებათ რაც თავისმხრივ მათი დასაქმების შანსს გაზრდის. ამ თემაზე სიუჟეტი ნათია ჭოველიძემ მოამზადა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/Gadacema-5-gori_043.mp3]

ბერბუკის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ. მათი მოთხოვნაა ავტობუსები დასახლების ბოლო უბანშიც მივიდნენ. სოფლის მამასახლისი ირწმუნება რომ ამ საკითხს გადასაჭრელად მუნიციპალური გამგეობის წინაშე დააყენებს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/Gadacema-5-gori_053.mp3]

გადაცემას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვებოდა. დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. მომდევნო გადაცემა ეთერში.

    გააზიარე

ავტორი Mirian Koridze


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.