სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

დევნილთა ამბები – შიდა ქართლი 22

0 კომენტარი
 2012 წლის 1 აპრილი   ავტორი: Mirian Koridze

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


დე-ფატო არჩევნები ცხინვალში

კვირას ცხინვალში ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი ვერ გახდა. მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება და მასში დეფაქტო რესპუბლიკის უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი და სახალხო დამცველი დავით სანაკოევი მიიღებენ მონაწილეობას. თიბილოვმა პირველ ტურში ხმების 42 პროცენტი მიიღო, სანაკოევმა 21 პროცენტი, მას 1 პროცენტით ჩამორჩა სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი. ექსპერტების აზრით, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს მაინც კრემლის ნება სურვილზე იქნება დამოკიდებული. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით ეგრეთწოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

დეფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ, მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ცხინვალში გამართულ არჩევნებს მორიგი ფარსი უწოდა.

ახლა ცხინვალში, მეორე ტურში გასული კანდიდატები ცდილობენ არჩევნებს მიღმა დარჩენილი კანდიდატების ელექტორატი მიიმხრონ, დეფაქტო რესპულბლიკის ეგრეთწოდებული არჩევნების მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება.

ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2012/03/devnilta-ambebi-shida-kartli-22_012.mp3]

ერგნეთის შეხვედრა აფეთქებების ფონზე

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წევრები ერგნეთში შეიკრიბნენ და ფერმერთა უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმდნენ, შეხვედრა აფეთქებების ხმების ფონზე მიმდინარეობდა.

ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის სპეციალურად მოწყობილ კარავში ეს ხმა კარგად აღწევდა და შეხვედრის მონაწილეების ყურადღებას იქცევდა. შეხვედრის ბოლოს ოსური დელაგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო გეგმიურ წვრთნებს ატარებს ერგნეთიდან 20 კილომეტრის მოშორებით, მაგრამ ხმა მაინც ისმის. ჩიგოევის განმარტებით სამხედრო სწავლებების გამო, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2012/03/devnilta-ambebi-shida-kartli-22_022.mp3]

 

წეროვანში წყლის მრიცხველების დამონტაჟება იგეგმება

დევნილთა დასახლებაში ახლო მომავალში წყლის მრიცხველები დამონტაჟდება. მრიცხველი რომლის ღირებულებაც 100 ლარს შეადგენს, მოხასლეობამ საკუთარი ხარჯით ხარჯით უნდა შეისყიდოს. ეს ინფორმაცია წროვნის დასახლებაში ამ ბოლო დროს გავრცელდა. იძულებით გადაადგილებული პირები წყლის მრიცხველების დამონტაჟებასთან დაკავშირებით, პროტესტს გამოთქვამენ. ისინი ამბობენ, რომ ისედაც მიმე პირობებში მყოფ მოსახლეობას ყოველთვიურად ისედაც დიდი თანხების გადახდა უწევს. კომუნალურ გადასახადებს კი ბევრი ოჯახი დღემდე ვერ იხდის.

დევნილთა დასახლებაში ოჯახების უმრავლესობა კოტეჯების შემოგარენის გარდა, იმ მიწის ფართსაც ამუშავებს,  რომელიც ბაქო– ჯეიჰანის ნავთობსადენს ეკუთვნის. მოსავლის მოყვანა კი მორწყვის გარეშე შეულებელია.

ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ჩანაწერი:

[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2012/03/devnilta-ambebi-shida-kartli-22_032.mp3]

წეროვანში კოტეჯები დაათბუნეს

წეროვანის დევნილთა დასახლებაში კოტეჯების დათბუნებისთვის, ადგილობრივ მოსახლეობას მინა–ბამბა დაურიგეს. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ ჭერზე მინა–ბამბის დაფარების  შემდეგ კოტეჯი ზამთარში სითბოს შეინარჩუნებს, ზაფხულში კი მას სიცხისგან დაიცავს. დევნილთა განცახადებით დასახლებაში ბუნებრივი აირი გაყვანილია და ელექტროენერგიაც შეუფერხებლად მიეწოდებათ, მაგრამ გადასახადებზე შეღავათი ცოტა ხნის  წინ მოუხსნეს. დენის ქურით და გაზით საცხოვრებლის გათბობა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ კოტეჯების ჭერზე მინა–ბამბის დაფენა  ენერგომატარებლების ეკონომიის გარდა ოთახების სიმყუდროვესაც  უზრუნველყოფს.

ამ პროექტის განხორციელებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ დევნილები დაასაქმა.

ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ჩანაწერი:

[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2012/03/devnilta-ambebi-shida-kartli-22_042.mp3]

დევნილმა დათო დუდაევმა იტალიაში წასვლის უფლება მოიპოვა

10 წლის დათო დუდაევი  მშობლებთან და დებთან ერთად გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, ცხოვრობს.  მისი ოჯახი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პატარა ლიახვის ხეობიდანაა დევნილი.

ამჟამად  დათო  გორის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს. პარალელურად ინგლისურ სკოლაში დადის. გარდა ამისა იგი ეკლესიის სტიქაროსანია და ახლა ძველ ქართულს ეუფლება. სკოლაში კარგად სწავლობს, ცოტა ხნის წინ დათომ ტესტები ჩააბარა და 3 ბავშვთან ერთად  იტალიაში გამგზავრების უფლება მოიპოვა. იტალიაში იგი ერთ თვეს დაჰყოფს და ადგილობრივ ღირშესანიშნაობებს გაეცნობა.

ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2012/03/devnilta-ambebi-shida-kartli-22_052.mp3]

მოხუცების ნატვრა

დავით და ნადია კობალაძეებს წეროვანში ყველა იცნობს. ისინი 88 წლის მოხუცები არინ. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები შედეგად იძულებულნი გახდნენ ზნაურის რაიონის სოფელი ტყისუბნი დაეტოვებინათ და  საცხოვრებლად წეროვანში გადმოსულიყვნენ.

მოხუცი ცოლ–ქმარი ახლა მხოლოდ წარსულის გახსენებით ცხოვრობს.  შრომის დროს შრომა, დასვენების დროს დასვენება, სალოცავებში წასვლა და ყველა ის ტრადიცია რასაც კობალაძეები მთელი ცხოვრების განმავლობაში მისდევდნენ, ახლა მხოლოდ მოგონებად დარჩა. ერთ–ერთი ქალიშვილი ჯენეტი კობალაძე ახლაც ნოსტალგიით იხსენებს სოფელში გატარებულ დღეებს.

5 შვილის გამზრდელი ცოლ–ქმარი წეროვანში ცხოვრების ბოლო წლების გატარებას ვერასოდეს წარმოიდგენდა.

ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2012/03/devnilta-ambebi-shida-kartli-22_062.mp3]

გადაცემაში გამოყენებული მასალები შეგიძლიათ მოისმინოთ 2012 წლის 1-ელ აპრილს, 19:00 საათზე, შემდეგ რადიოსადგურებზე:

სამეგრელო ზემო-სვანეთი: რადიოკომპანია “ოდიში”. მაუწყებლობის არხი: FM 101.4

სამეგრელო ზემო-სვანეთი: რადიოკომპანია “ჰარმონია”. მაუწყებლობის არხი: FM 100.5

იმერეთი: რადიოკომპანია “ძველი ქალაქი”. მაუწყებლობის არხი FM 107.9

კახეთი: რადიოკომპანია “ჰერეთი”. მაუწყებლობის არხი FM 102.8

შიდა ქართლი: რადიოკომპანია “თრიალეთი”. მაუწყებლობის არხი FM 104.8.

რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,4 FM.


გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი Mirian Koridze


მსგავსი სტატიები:


სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?
დეკემბერი 7, 2018

სად არიან ქალები სომხეთის რევოლუციაში?
მაისი 28, 2018

არჩევნები საქართველოში და მისი გავლენა რეგიონზე
ოქტომბერი 27, 2013


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT