სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

გააკონტროლებს თუ არა აზერბაიჯანში „დიდი ძმა“ ინტერნეტს

0 კომენტარი
 2014 წლის 22 ოქტომბერი   ავტორი: დურნა საფარლი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ხელისუფლებას თვალთვალის უკეთესი მექანიზმების ამოქმედება სურს, თუმცა მათი მცდელობა ეს ბიუროკრატიული რეგულაციების დაწესებით გააკეტონ მეტყველბს იმაზე, რომ ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებისგან შორს არიან.

დურნა საფარლი – კავკასია

აზერბაიჯანის ხელისუფლება ინტერნეტის, კერძოდ კი სოციალური მედიის მომხმარებლებზე კონტროლის მექანიზმების შემუშავების სტადიაში იმყოფება.

ახალი რეგულაციების შემოღების ინიციატივა ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის უფროსს რამიზ მეჰდიევს ეკუთვნის. ამის შესახებ მან 29 აგვისტოს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრის დროს მეჰდიევმა ხაზი გაუსვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე დაძაბულობას და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მოვლენების დროს გამოიკვეთა „არაპროფესიონალურ და არაკანონიერ“ მედიასთან ბრძოლის აუცილებლობა.

„ნებისმიერი ქმედება ან ქმედების მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის,  საკონსტიტუციო წყობის ან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რა ფორმით ან საშუალებითაც არ უნდა იყოს ის განხორციელებული, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, – განაცხადა მან. „გაფრთხილებთ, რომ ასეთი ზომების გატარება კვლავაც გაგრძელდება“.

ვარიანტების განხილვისას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა და მმართველი იენი აზერბაიჯანის პარტიის წარმომადგენელმა სიავუშ ნოვრუზოვმა ყურადღება გაამახვილა იმ კომენტარებზე, რომლებიც უფრო შეურაცხმყოფელი იყო, ვიდრე საფრთხის შემცვლელი.

„ვებგვერდებზე დღეს ძალიან შეურაცმხყოფელ ლექსიკას იყენებენ, თანაც ყველაფერი ფსევდონიმებით იწერება“, – თქვა მან. „ეს არის სხვა მომხმარებლების მიმართ ეთიკის ნორმების დარღვევა“.

ნოვრუზოვის განმარტებით, გადაწყვეტილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს სოციალურ ქსელებში ან სხვა ნებისმიერ ვებგვერდებზე თავიანთი ნამდვილი სახელებით დარეგისტრირება მოუწევთ.

მისი განმარტებით, ინტერნეტმომხმარებლებს კომენტარის გამოსაქვეყნებლად ქსელში თავიანთი პირადი ნომრის მითითება მოუხდებათ. მას არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ იმუშავებს აღნიშნული მეთოდი ან რა გზით მოხდება მონაცემთა გადამოწმება, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი სისტემა ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მოქმედებდა.

ადვოკატი ჯაბირ ალიევი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგვასი შეზღუდვები წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების პრინციპებთან.

„სიტყვის თავისუფლება ეს არის სიმართლის დადგენის საშუალება და თუ ის მიმდინარეობს წინააღმდეგობისა და დაპირისპირების პირობებში, მიზანმიმართული შეზღუდვების დაწესებით, მაშინ, რასაკვირველია, ეს უარყოფითად აისახება აზრთა სხვადასხვაობაზეც და სიმართლის გარკვევაზეც … ზიანი მიადგება პოლიტიკურ აქტიურობასაც“, – აღნიშნა მან. „შესაძლებლობა ანონიმურად გამოხატო საკუთარი აზრი, არის სიტყვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილი“.

აზერბაიჯანში ბოლო პერიოდში აუმრავი ბლოგერი თუ ვებგვერგის ადმინისტრატორი აღმოჩნდა ციხეში სწორედ სოციალურ ქსელებში აქტიურობის მიზეზით. დაპატიმრებულთა შორის არიან ვებგვერდის „მოდით პირფერებს ვუთხრათ სტოპ“ დამაარსებელი აბდულ აბილოვი, სატირული საიტის „ამონარიდები აზერბაიჯანის ტელევიზიიდან“  დამფუძნებელი ომარ მამადლი, ვებპორტალ „გადადექის“ ავტორი ფარაჯ კარიმოვი და ასევე ჯამილ ჰასანლი, ელსევერ მურსალი, რაშად რამაზანოვი, ორჰან ეიუბზადე, ილკინ რუსტამზადე და მამად აზიზოვი.

ინტერნეტის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მცდელობა თავის საჭიროებებს მოარგოს გლობალური ტექნოლოგიები არის საკმაოდ არაპრაქტიკული, რადგან სოცილურ მედიას თავისი მომხმარებლებისთვის საკუთარი წესები აქვს, რაც სავარაუდოდ ვერ შეიცვლება აზერბაიჯანის ხელისუფლების კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

„შეუძლებელია დანერგო შენი კანონი ქსელში უკვე არსებული წესების საწინააღმდეგოდ. ფეისბუკით მარტო აზერბაიჯანში არ სარგებლობენ. ონლაინ გამოცემების კომენტარების სისტემას მოდერატორები აკონტროლებენ  და ისინი საკუთარი წესებით მუშაობენ“, – ამბობს ჯავიდ აგა, რომელიც სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელია. „ვფიქრობ, როდესაც ნოვრუზოვი საუბრობს ინტერნეტ ფილტრაციაზე და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, ის გულისხმობს ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას, ირანს და თურქეთს. ამ ქვეყნების მთავრობები სრულად აკონტროლებენ ადამიანების პირად ცხოვრებას ვირტუალურ სივრცეში. ეს არის სრული უპატივისცემულობა კონფიდენციალურობის მიმართ“.

ალიევის მტკიცებით, ხელისუფლების მცდელობა აკონტროლოს ვებგვერდები არის ცენზურის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც სავარაუდოდ ვერ იმუშავებს.

„ხალხი ყოველთვის აუვლის გვერდს აკრძალვებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ერთადერთი რეალური მეთოდი იქნებოდა ქვეყნის შიგნით „ერთიანი შიდა ქსელის“ შექმნა.

„ამის გაკეთება ჩინეთმაც კი ვერ მოახერხა, რადგან ინტერნეტი მხოლოდ ფეისბუკს ან ტვიტერს არ მოიცავს, მთელი საბანკო სისტემა და ბიზნესი მასზეა მიბმული“, – დასძინა ალიევმა. „ასეთი რეგულაცია რომ დანერგო, მზად უნდა იყო დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებისთვის“.

დურნა საფარლი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი დურნა საფარლი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT