სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 23-ე შეხვედრის შედეგები

0 კომენტარი
 2012 წლის 4 ივნისი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 23-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ქართული მხარის წარმომადგენლებს პირველ რიგში, ის აინტერესებდათ თუ ვინ იქნებოდა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი. როგორც ცნობილია, წინა შეხვედრაზე მერაბ ჩიგოევი შეხვედრის მონაწილეებს დაემშვიდობა და საქმიანობა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გააგრძელა.

ოსური დელეგაცია ერგნეთში ორ საგუშაგოს შორის მოწყობილ კარავთან ცოტაოდენი დაგვიანებით გამოჩნდა. დელეგაციას წინ რობერტ გაზაევი მოუძღოდა, რომელიც მანამდე დელეგაციის რიგითი წევრი იყო. განსხვავება მხოლოდ ის გახლდათ, რომ გაზაევს სამხედრო ფორმის ნაცვლად პიჯაკი ეცვა და ყელზე ჰალსტუხი ჰქონდა შებნეული. მისმა ჩაცმულობამ თითქოს ყველა დააბნია, რადგან ამ შეხვედრებზე ყოველთვის სამხედრო ფორმით ცხადდებოდა ხოლმე. მალე გაირკვა, რომ გაზაევი დროებით შეასრულებს დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობას.

ერგნეთის შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. მხარეები ბოლო პერიოდში დაკავებულთა გათავისუფლების საკითხზე სწრაფად შეთანხმდნენ. საჩხერის რაიონის ოთხი მცხოვრები, რომელიც ჯონჯოლის საკრეფად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, და ერთი ერედვიდან დევნილი, რომელიც სოფელში დედის საფლავზე სანთელს ანთებდა, რუსმა მესაზღვრეებმა ორი დღის წინ დააკავეს. ეს ხუთი დაკავებული ოსურმა მხარემ უკვე გაათავისუფლა.

გარდა ამისა, გაგრძელდა მოლაპარაკება დანაღმულ ტერიტორიებზე გამნაღმველების შეშვების თაობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქართულმა მხარემ  ოსურ მხარესთან დაიწყო საუბარი დევნილთა დაბრუნებაზე ე.წ. ხაზის სიახლოვეს არსებულ სახლებში, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ხურველეთში დარჩენილ 3 სახლში დააბრუნებენ ოჯახებს.

“განვიხილეთ ვითარება, რომელიც არსებობს ადმინისტრაციული საზღვრის ირგვლივ, არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროს გადავწყვეტთ და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მივცემთ შევიდნენ იმ სახლებში, სადაც ბოლო დრომდე ვერ შედიოდნენ. თუმცა, ამას ალბათ, რამდენიმე კვირა დასჭირდება. ხურვალეთში არის 3 სახლი დარჩენილი, რომელშიც მოსახლეობა ვერ ბრუნდება იმიტომ, რომ ძალიან ახლოს გადის ოკუპაციის ხაზი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ შეთანხმებას შემდეგ შეხვედრამდე”,- განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებულ სოფელ ზარდიაანთკარში დაახლოებით 25 ოჯახი დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგან სოფელი რუსულ საგუშაგოსთან ახლოს მდებარეობს და იქ უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. ამიტომ ზარდიანთკარელები უკვე სამ წელზე მეტია, რაც გორის საბავშვო ბაღებში ცხოვრობენ.

შეხვედრის შედეგით კმაყოფილი ჩანდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი. მისი თქმით, პროგრესი თვალშისაცემია და მხარეები ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების გადაწყვეტას გაგებით ეკიდებიან.

ტიშკევიჩმა პირველი კომენტარი აფხაზეთში მომხდარი ინციდენტის შესახებაც გააკეთა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა და გალის შეხვედრები ჩაშალა. ტიშკევიჩი მიიჩნევს, რომ დიალოგის აღდგენა და პრობლემების მოგვარება აუცილებელია.

ერგნეთში მომავალი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება, მანამდე კი მხარეები ჟენევის დისკუსიაზე შეხვდებიან ერთმანეთს. სავარაუდოდ, გალის შეხვედრების გაგრძელების საკითხი იქ გადაწყდება.

ავტორი: გოგა აფციაური

მოისმინეთ: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4522″]

 

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
აპრილი 9, 2017

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

შორი გზა სამხრეთ ოსეთამდე
მაისი 24, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT