სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისა და ეკომიგრანტების პრობლემები და სახელმწიფო პოლიტიკა მათთან მიმართებაში.
14 დეკემბერს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში (IWPR) ჩატარდა ტრენინგი რეგიონული ტელეკომპანიების ჟურნალისტებითვის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის და ეკომიგრანტების პრობლემატიკაზე.
ტრენინგი ორგანიზებული იყო ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან (GARB) და კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან (CENN) ერთად.
ტრენინგის მიზანი იმ რეგიონების ჟურნალისტების პროფესიული უნარ–ჩვევების და ინფორმირებულობის ამაღლება იყო, რომლებშიც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ცხოვრობს ან ეკომიგრანტები არიან ჩასახლებულები. ეკოლოგიური მიგრაციის საკითხებში ექპერტებმა გააცნეს ჟურნალისტებს საქართველოში ამ კუთხით არსებული ზოგადი ვითარება, ცალკეული რეგიონებისთვის დამახასიათებელ კონკრეტულ პრობლემები, ასევე საკანონმდებლო ბაზა და სახელმწიფოს პოლიტიკა ამ პირებთან მიმართებაში.
ტრენინგში მონაწილეობა ბათუმის, ფოთის, ქუთაისის, გურიის, ჭიათურის, ახალციხის, გორის, მარნეულის, ზუგდიდის, ბორჯომის, სენაკის, რუსთავის, ბოლნისის, ხაშურის და წალენჯიხის 16 რეგიონული ტელეკომპანიის ჟურნალისტმა მიიღო.
ტრენინგის შემდეგ ჟურნალისტები თავიანთი ტელეკომპანიებისთვის მოამზადებენ რეპორტაჟებს, რომლებშიც ასახული იქნება საქართველოს რეგიონებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის და ეკომიგრანტების ამჟამინდელი მდგომარეობა და მათ წინაშე არსებული პრობლემები. ეს სიუჟეტები განხილული იქნება 2011 წლის იანვრის ბოლოს დაგეგმილ მრგვალ მაგიდაზე, რომელშიც მონაწილეობას ჟურნალისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები, და ექსპერტები მიიღებენ.
ტრენინგი პროექტის Building Bridges/Building Capacity in the South Caucasus ფარგლებში ტარდება, დიდი ბრიტანეთის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროების დაფინანსებით.