ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, 7 დეკემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში (HRH) სამხედრო ფოტოჟურნალისტიკაზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
ჩვენებაზე ექსპერტებად მოწვეულები იყვნენ ევროპის პრეს–ფოტო სააგენტოს (http://www.epa.eu/) წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (http://iwpr.net) რედაქტორი საქართველოში გიორგი კუპატაძე.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. სტუმრები ესაუბრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ–ამერიკული აკადემიის და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს კონფლიქტურ ზონებში ჟურნალისტების მუშაობის თავისებურებებზე, ასეთ რეგიონებში გამგზავრების წინ აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოზე და უსაფრთხოების ზომებზე.