გადაცემა დევნილთა ამბების 23-ე გამოშვება, შიდა ქართლი
ავტორი: ნათია ჭოველიძე
კონფლიქტის ზონის სოფელ ტირძნისის მოსახლეობა მოწეული მოსავლის ნაწილს ნაგავში ყრის. შარშანდელი ვაშლი უკვე ლპება და რეალიზაცია ვეღარ ხერხდება, ვინაიდან სეზონურად მომუშავე ხილის გადამამუშავებელი ქარხნები დაკეტილია და ადგილობრივმა ფერმერებმა არ იციან შარშანდელ ხილს რა უყონ.
ამის მიუხედავად, გლეხები ახალი მოსავლისთვის ზრუნვას იწყენებ, რისთვისაც ბანკიდან ესხის აღება უწევთ. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული გლეხები ჩივიან, რომ მათ მძიმე სოციალურ პირობების, ხილის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო ართულებს.
გლეხების თქმით, ომის შემდგომ პერიოდში მთავარი პრობლემა სარწყავი წყლის არარსებობის და გვალვები იყო, რის გამოც მოსავლის მოყვანას ვერ ახერხებდნენ, ახლა კი მთავარ პრობლემა მოწეული მოსავლის რეალიზაციაა. ბაზრების მოძიებაში ფერმერებს არც ხელისუფლება დახმარებია, შედეგად ათასობით კილოგრამი ვაშლი ახლა სარდაფებში ლპება.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომამდე კონფლიქტის ზონის სოფლებში ხილის რეალიზაცია პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან თვითონ ფერმერებს ან ადგილზევე მისულ გადამყიდველებს ხილი რუსეთის ბაზრობაზე გაჰქონდათ, ამ მხრივ ამ ზონაში ყველაზე დიდი სავაჭრო ადგილი ერგნეთის ბაზრობა იყო, მაგრამ ამ კონტრაბანდული ბაზრის დაკეტვამ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებიც დააზარალა. სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ვითარება გამწვავდა და 2008 წლის აგვისტოს ომით დასრულდა. ახლა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის მომხრე არიან, მათი აზრით რუსეთის ბაზარი ქართული ხილის რეალიზაციისთვის თუ ისევ გაიხსნა, ომის შედეგად დაზარალებული სოფლების ეკონომიკურ–სოციალური მდგომარეობა სულ მალე გამოსწორდება.
ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4093″]