• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

კონფლიქტის რეგიონებში ხილის რეალიზაცია ვერ ხერხდება

0 კომენტარი
 2012 წლის 8 მაისი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


 

გადაცემა დევნილთა ამბების  23-ე  გამოშვება, შიდა ქართლი

ავტორი: ნათია ჭოველიძე

კონფლიქტის ზონის სოფელ ტირძნისის მოსახლეობა მოწეული მოსავლის ნაწილს ნაგავში ყრის. შარშანდელი ვაშლი უკვე ლპება და რეალიზაცია ვეღარ ხერხდება, ვინაიდან სეზონურად მომუშავე ხილის გადამამუშავებელი ქარხნები დაკეტილია და ადგილობრივმა ფერმერებმა არ იციან შარშანდელ ხილს რა უყონ.

ამის მიუხედავად, გლეხები ახალი მოსავლისთვის ზრუნვას იწყენებ, რისთვისაც ბანკიდან ესხის აღება უწევთ.  2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული გლეხები ჩივიან, რომ მათ მძიმე სოციალურ პირობების, ხილის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო ართულებს.

ქვემო ნიქოზი

ქვემო ნიქოზი

გლეხების თქმით, ომის შემდგომ პერიოდში მთავარი პრობლემა სარწყავი წყლის არარსებობის და გვალვები იყო, რის გამოც მოსავლის მოყვანას ვერ ახერხებდნენ, ახლა კი მთავარ პრობლემა მოწეული მოსავლის რეალიზაციაა. ბაზრების მოძიებაში ფერმერებს არც ხელისუფლება დახმარებია, შედეგად ათასობით კილოგრამი ვაშლი ახლა სარდაფებში ლპება.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომამდე კონფლიქტის ზონის სოფლებში ხილის რეალიზაცია პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან თვითონ ფერმერებს ან ადგილზევე მისულ გადამყიდველებს ხილი რუსეთის ბაზრობაზე გაჰქონდათ, ამ მხრივ ამ ზონაში ყველაზე დიდი სავაჭრო ადგილი ერგნეთის ბაზრობა იყო, მაგრამ ამ კონტრაბანდული ბაზრის დაკეტვამ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებიც დააზარალა. სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ვითარება გამწვავდა და 2008 წლის აგვისტოს ომით დასრულდა. ახლა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის მომხრე არიან, მათი აზრით რუსეთის ბაზარი ქართული ხილის რეალიზაციისთვის თუ ისევ გაიხსნა, ომის შედეგად დაზარალებული სოფლების ეკონომიკურ–სოციალური მდგომარეობა სულ მალე გამოსწორდება.

ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ჩანაწერი:  [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4093″]

    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
აპრილი 9, 2017

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

შორი გზა სამხრეთ ოსეთამდე
მაისი 24, 2016


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.