• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

0 კომენტარი
 2012 წლის 4 ოქტომბერი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ კავკასიის პროგრამა აცხადებს კონკურსს თემაზე: რეზოლუცია 1325:  ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება.

კონკურსი ცხადდება ინიციატივა „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ხმა ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ „გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს და წაახალისოს საქართველოში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-თან დაკავშირებული საკითხების გაშუქება.

რეზოლუცია1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

რეზოლუცია1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

საკონკურსოდ მომზადებული ბეჭდური მასალები თავისი შინაარსით უნდა პასუხობდეს გაეროს უშიშროებისსაბჭოს რეზოლუცია 1325-ის სულისკვეთებას და ითვალისწინებდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • უსაფრთხოებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • კონფლიქტის პრევენციაში ქალთა საჭიროებების გათვალისწინება;
  • ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალთა უფლებების დაცვა, მათი სპეციფიკური საჭიროებების უზრუნველყოფა.

ჟურნალისტური სტატიის ან სტატიების მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 1000 და არანაკლებ 600 სიტყვისა. კონკურსანტს, რომელიც ასევე სტატიებთან ერთად მოგვაწვდის ფოტო მასალას მიენიჭება უპირატესობა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება რამოდენიმე გამარჯვებული, რომელთათვისაც გათვალისწინებულია სპეციალური ფულადი ჯილდო.

ნაშრომები შესაძლებელია მომზადებული იყოს ქართულ, რუსულ, ან ინგლისურ ენებზე.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელფოსტით, მისამართზე : info@iwpr.ge ან წარმოდგენილ იქნას „ომისა დამშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ოფისში, მისამართზე: ძმები ზუბალაშვილების 7ბ.

კონკურსის ვადები: განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 12 ნოემბერი 15:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გიორგი კუპატაძეს, „ომისა და მშვიდობისგაშუქების ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის რედაქტორს.

ელფოსტა: giorgi@iwpr.net

ტელეფონი: +995 32 2990 101

IWPR-ის შესახებ:

“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტურ და კრიზისულ რეგიონებში მუშაობს მედიის განვითარებისა და თავისუფალი სიტყვის ხელშეწყობისათვის. ცხრა რეგიონული პროგრამის ფარგლებში, IWPR პროექტებს ოცზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს (http://www.iwpr.net).

UN Women-ის შესახებ:

UN Women გაეროს ორგანიზაციაა, რომელიც გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს. ქალთა და გოგონების საკითხებზე მომუშავე გლობალური ორგანიზაცია, მთელ მსოფლიოში მათი საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხში პროგრესის დაჩქარების მიზნით იყო შექმნილი. დამატებითი ინფორმაციისთის ესტუმრეთ: http://www.unwomen.org

 

    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


მედია კონკურსი – სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში
ოქტომბერი 11, 2016

მრავალი ენა ერთი მსოფლიო – კონკურსი და ესეი
მარტი 1, 2016

კონკურსი ჟურნალისტებისათვის სისხლის სამართლის და სასჯელაღსრულების საკითხებზე
აპრილი 27, 2015


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.