სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

მედია და კონფლიქტი – მშვიდობის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია

0 კომენტარი
 2011 წლის 25 სექტემბერი   ავტორი: გიორგი კუპატაძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 22 სექტემბერს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ორგანიზებით მრგვალ მაგიდა მოაწყო, თემაზე: მედია და კონფლიქტი.

ძირითადი მომხსენებლები გახლდნენ: მამუკა ყუფარაძე – კინოდოკუმენტალისტი, სტუდია „რე“-ს ხელმძღვანელი, ბექა ბაჯელიძე – ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონალური დირექტორი და თეა თოფურია – დამოუკიდებელი ჟურნალისტი. შეხვედრის მიზანი ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისათვის კონფლიქტის გაშუქების და ამ მხრივ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დაგროვილი გამოცდილების უკეთ გაცნობა იყო.

„სამოქალაქო საზოგადოების დიალოგს დიდი როლი ეკისრება ნდობის აგდგენის პროცესში, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და მის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ამიტომ აუცილებელია მსგავსი დისკუსიების მოწყობა და განსხვავებული აზრის მოსმენა,“-განაცდახადა გიორგი კუპატაძემ,  ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის საქართველოს ოფისის რედაქტორი.

შეხვედრაზე ასევე გაიმართება სტუდია „რე“-ს მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმის – „აგვისტოს ომის განაჩენი“ ჩვენება და დისკუსია. ფილმი შედგება ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტების, ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების ინტერვიუებისგან, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ქართულ, ასევე ოსურ და აფხაზურ მხარეებს.

„კონფლიქტის გაშუქებისას იყავით ფრთხილები და ნუ გახდებით სკანდალურ ფრაზებზე მონადირეები. მე მქონია ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა რესპოდენტს რაღაც გაუაზრებლად წამოსცდენია, მაგრამ ეს არასოდეს გამივრცელებია. კონფლიქტის გაშუქებისას არ უნდა დაგავიწყდეთ ის თუ ვისთვის აკეთებთ ამას, უნდა გახსოვდეთ რომ ამას მარტო თქვენი თემი არ ნახავს და რომ  ამ ინფორმაციას აუცილებლად ნახავს მეორე მხარეც,“- განაცხადა მამუკა ყუფარაძემ.

შეხვედრის მიწურულს თეა თოფურიამ დამსწერ საზოგადოებას კვიპროსში მისი ვიზიტის შთაბეჭდილებები გაუზიარა.

სექტემბერის დასაწყოსში,  ჩრდილოეთ კვიპროსის ქალაქ ფამაგუსტაში კავკასიელი ჟურნალისტებისთვის ხუთი დღის განმავლობაში მიდინარეობდა სამშვიდობო ჟურნალისტიკის სემინარი. აფხაზი, ოსი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ჟურნალისტები გაეცნენ კვიპროსის კონფლიქტის ისტორიას და მისი მოგვარების პერსპექტივას.

„კვიპროსის გამოცდილება  ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ  ქართველმა ჟურნალისტებმა აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად ვნახეთ კონფლიქტის რეგიონი და განვიხილეთ ამ კონფლიქტის ისტორია,“ – განაცხადა თეა თოფურიამ.

ვიდეო სიუჟეტი

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი გიორგი კუპატაძე
გიორგი კუპატაძე, IWPR-ის რედაქტორია საქართველოში.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT