სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

მესხები საქართველოში დამკვიდრებისთვის იბრძვიან

0 კომენტარი
 2012 წლის 30 მაისი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ბაირამ  ყურაშვილის შვიდსულიანი ოჯახი შვიდ წელზე მეტია კინოსტუდიის ეზოში მიტოვებულ ავტობუსში ცხოვრობს. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, გურამი ორი წლისაა.

[nggallery id=5]

ყურაშვილების წინაპრები საბჭოთა რეჟიმის დროს მესხეთიდან იძულებითი დეპორტაციის მსხვერპლი გახდა. მას შემდეგ ყაბარდო-ბალყარეთში ცხოვრობდნენ, ისტორიულ სამშობლოს კი 80-იან წლებში დაუბრუნდნენ.

„რეპატრიირებულებიდან საქართველოს მოქალაქეობა ერთ-ერთმა პირველმა მე მივიღე. სამშობლოში დაბრუნების პირველი რამდენიმე წელი უმძიმესი იყო. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ვშიმშილობდით. მოგვიანებით, კინოსტუდიის ავტოსადგომზე მანქანების შემკეთებლად დავიწყე მუშაობა და ოჯახთან ერთად ავტოსადგომის ეზოში, მიტოვებულ ავტობუსში დავსახლდი“, – ამბობს ბაირამ ყურაშვილი.

ყურაშვილების ოჯახში ამჟამად არავინ მუშაობს და ოჯახის ძირითადი შემოსავალი სახელმწიფოსგან მიღებული 174 ლარიანი სოციალური შემწეობაა.

„თავშესაფრის მოთხოვნით, დევნილთა სამინისტროს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა არანაირი პასუხი არ მიგვიღია. მინდა ერთი პატარა სახლი და ეზო მქონდეს, ჩვენ სხვა არფერი გვჭირდება, დანარჩენს ჩვენი ხელებით გავაკეთებთ“, – ამბობს ოჯახის დიასახლისი იამზე ხასაია.

ყურაშვილების მსგავსად, სამშობლოში დაბრუნებული მესხი ოჯახების დიდი ნაწილი, სიღატაკეში ცხოვრობს.

საქართველომ დეპორტირებული მესხების სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება ევროსაბჭოს წინაშე 1999 წელს აიღო. მას შემდეგ, მესხების რეპატრიაციის საკითხი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვალდებულებად იქცა და დაეკისრა პასუხისმგებლობა, შეექმნა სამართლებრივი ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც მესხები ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას შეძლებდნენ.

დღესდღეობით, რეპატრიანტის სტატუსი 500-ამდე ადამიანს აქვს მიღებული. მოგვიანებით ისინი, საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ საქართველოს კანონი რეპატრიაციის შესახებ, ქართულ მხარეს რეპატრიირებულების წინაშე, ფინანსურ ვალდებულებებს არ აკისრებს.

„სამშობლოში დაბრუნებულ მესხებს აქ პრაქტიკულად არაფერი ხვდებათ. რეპატრიირებულები ვალდებულნი არიან, თავად მოძებნონ და თავიანთი სახსრებით შეიძინონ ბინა თუ სხვა უძრავი ქონება. ვინაიდან,  სახელმწიფოს რეპატრიირებულებისთვის რაიმე სოციალური პროგრამების შემუშავების ვალდებულება არ აქვს აღებული, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ხალხი მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციების იმედადაა დარჩენილი“, – ამბობს მესხების რეპატრიაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

მისივე თქმით, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდომარეობა ე.წ. თვითრეპატრიირებულ მესხებს აქვთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ისტორიულ სამშობლოში თავიანთი ინიციატივით, ყოველგვარი პროცედურული მხარეების გავლის გარეშე დაბრუნდნენ. ამ ოჯახების უმეტესობა ამჟამად ახალციხისა და ადიგენის რაიონებში ცხოვრობს. მათ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ, რის გამოც უამრავ პრობლემას აწყდებიან. დღესდღეობით საქართველოში ასეთი 83 ადამიანი ცხოვრობს.

„განსაკუთრებით მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები თვითრეპატრიირებულებს აქვთ, ვინაიდან  ლეგალური სტატუსი არ გააჩნიათ და ვერც სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობენ. დოკუმენტების არქონის გამო, მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს სამსახურის შოვნაც,“- ამბობს ცირა მესხიშვილი.

ერთ-ერთი თვითრეპატრიირებული მესხის როზა ხამდიევას თქმით, მისი შვილი სამსახურიდან სწორედ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ჰქონდა.

„ჩემი შვილი ასოციაცია „ტოლერანტის“ დახმარებით რაბათის ციხის მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ ვინაიდან პირადობის მოწმობა არ ჰქონდა სამსახურიდან მალევე გამოუშვეს,“ – განაცხადა ხამდიევამ.

ხამდიევების ოჯახი საქართველოში 9 წელია ცხოვრობს, თუმცა დღემდე არავითარი ლეგალური სტატუსი არ აქვთ. მათივე თქმით, სტატუსის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„5 სულიანი ოჯახი ვართ, ოჯახში ჩემ გარდა არავინ მუშაობს. მე ასოციაცია ტოლერანტმა თარჯიმნად დამასაქმა და ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი  ჩემი  150 ლარიანი ხელფასია. 2 შვილი მყავს, ჩემი რძალი ფეხმძიმედაა და ეს ჩემი ხელფასი, არათუ მთელი ოჯახის, არამედ მის სამედიცინო საჭიროებებსაც კი არ ეყოფა“, – ამბობს როზა ხამდიევა.

რაც შეეხება რეპატრიანტის სტატუსისა და მოქალაქეობის მქონე მესხებს, ასოციაცია „ტოლერანტის“  ხელმძღვანელის ცირა მესხიშვილის თქმით, მათი მთავარი სოციალური პრობლემა ისაა, რომ მათ, ქართული ენა არ იციან, რის გამოც სამსახურის შოვნა ძალიან უჭირთ.

„სტატუსის მქონეებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები. უფროსმა თაობამ ქართული არ იცის, შესაბამისად, მათი დასაქმება ძალიან რთულია. ამ ოჯახებში მამაკაცების 90% სამუშაოდ თურქეთში წავიდა. იქ ენობრივი ბარიერი არ ექმნებათ და სამსახურსაც მალევე შოულობენ. არის შემთხვევები, როდესაც შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე რეპატრიირებულები საქართველოდან  მიდიან და იმ ქვეყნებში ბრუნდებიან, სადაც დეპორტაციის პერიოდში ცხოვრობდნენ,“ – ამბობს მესხიშვილი.

დეპორტირებული მესხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და მათი სათანადო ინტეგრაციის მიზნით ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსების მობილიზების საკითხს მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახალხო დაცმველის აპარატიც.

„საზოგადოებაში მესხების სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის სახელმწიფოში უნდა არსებობდეს რეპატრიანტების სოციალური უზრუნველყოფის, მათი განსახლებისა და ინტეგრაციის ღონისძიებების თაობაზე ეფექტური მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამები.  სამწუხაროდ, საქართველოს კანონი რეპატრიაციის შესახებ და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებენ რეპატრიანტებისთვის რაიმე სახის სოციალურ დახმარებას,“ – აღნიშნულია სახალო დაცმველის 2011 წლის ანგარიშში.

როგორც დევნილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოკაიამ, მესხების თემაზე ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, კანონით, რეპატრიირებულ მესხებზე ქართული სახელმწიფო იმიტომ არ იღებს ფინანსურ ვალდებულებებს, რომ მათი დეპორტაცია არა საქართველომ, არამედ საბჭოთა ხელისუფლებამ განახორციელა. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე კი, რუსეთია. შესაბამისად, ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთს ეკისრება.

სამინისტროს ამ პოზიციას იზიარებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილიც, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს მხარეს რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პასუხისმგებლობის საკითხი 1999 წელსვე, ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულების აღებისას უნდა დაეყენებინა.

„რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა, რომ ქართულ მხარეს, დეპორტირებული მესხების წინაშე, ფინასური ვალდებულებები აეღო, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მათი დეპორტაცია საბჭოთა კავშირმა განახორციელა. ვთვლი, რომ ამ ხალხის წინაშე ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის კოლექტური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. პირველ რიგში, ეს ვალდებულება რუსეთმა უნდა აიღოს, რადგან სწორედ ისაა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. ეს საკითხი საქართველოს მხარეს მაშინვე უნდა დაეყენებინა, როცა ევროსაბჭოს წინაშე დეპორტირებული მესხების სამშობლოში დაბრუნების ვალდებულებას იღებდა. დღეს უკვე, ქართული მხარის რეაქცია ცოტათი დაგვიანდებული იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს თემა დღის წესრიგში მაინც უნდა დადგეს და თავისი წილი პასუხსიმგებლობა ყველა სახელმწიფომ უნდა აიღოს“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

სალომე აჩბა თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოში.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:

ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს მესხებისათვის სასკოლო განათლება
იანვარი 21, 2013


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT