სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

მილიარდელის პოლიტიკურმა განცხადებამ საქართველოს მთავრობის მდგომარეობა შეარყია

0 კომენტარი
 2011 წლის 14 ოქტომბერი   ავტორი: გიორგი კუპატაძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მისწრაფებების მიღმა მმართველ ძალაში მოსკოვის მხარდაჭერას ხედავენ.

შეძლებული ქართველი ბიზნესმენის განცხადებამ, რომ ის პოლიტიკაში წასვლას აპირებს და გამოწვევას უგზავნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსები საგონებელში ჩააგდო და მომავალ წელს დაგეგმილ საპარლამენტო აღცევნებისთვის მზადებაში კორექტივები შეიტანა.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ოპოზიციაში გადასვლის შესახებ განსაკუთრებით იმით არის საკვირველი, რომ დღემდე ის სააკაშვილის მთავრობის სპონსორად ითვლებოდა. მიუხედავად, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან მისი სიახლოვისა.

დიდი ხნის განმავლობაში ივანიშვილი მთავრობის დაფინანსების ძირითად წყაროდ ითვლებოდა და მის სახელს უკავშირებდნენ ზოგიერთ ინფრასტრუქტურულ   პროექტს, რომლებიც სააკაშვილის სიამაყეა, ისეთი, როგორიც არის – წმინდა სამების ტაძრის მშენებლობა თბილისში, თბილისის უნივერსიტეტის განახლება და პარკების, საავადმყოფოებისა და თეატრების კეთილმოწყობა.

”ფორბსის” წლევანდელ რეიტინგში მისი ქონება 5.5 აშშ მლრდ დოლარად არის შეფასებული.

თავის ერთ-ერთ ღია წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას შეიცავს, ივანიშვილმა განაცხადა: ”პოლიტიკური პარტიის შექმნის ჩემი სურვილი იმით არის გამოწვეული, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა ხელისუფლების სრული მონოპოლია და მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც დემონსტრირებაა მისი სურვილისა, დარჩეს ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით ეს ვადა შეზღუდულია

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია შეეცდება მოიპოვოს უმრავლესობა 2012 წლის არჩევნებში და იბრძოლებს საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად, ელიტურ დონეზე არსებული კორუფციის აღმოსაფხვრელად  სასამართლოების დამოუკიდებლობისთვის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად, რომელზეც თბილისმა კონტროლი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაკარგა.

პოლიტიკაში წასვლის მისმა გადაწყვეტილებამ მმართველი პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიცია საგონებელში ჩააგდო. მმართველმა პარტიამ მას მოსკოვის განკარგულებით მოქმედებაში დასდო ბრალი, ხოლო მისმა ხელმძღვანელობამ რუსეთთან მის კავშირზე გაამახვილა ყურადღება.

”ეს ოლიგარქი რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული და სწორედ იქ დააგროვა ქონება. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთის გავლენაზე დავფიქრდეთ”, – განაცხადა პარლამენტარმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.

კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.

”ყველამ უნდა გაიგოს, რომ ქართული საზოგადოება, მედია და სახელმწიფოებრიობა არ იყიდება”, -განაცხადა მან. ”ქართულ პოლიტიკაში არასოდეს იქნება რუსული ფული, ის არ იარსებებს  პუტინის მოცემული ან ნასესხები ფულით”.

ივანიშვილმა ამ ბრალდებებზე განაცხადა, რომ თუ ის საქართველოში პოლიტიკურ ხელისუფლებას მიიღებს, რუსეთში არსებულ მთელ ქონებას და ბიზნესს გაყიდის.

ამ კვირაში იუსტიციის სამინისტრომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა სამინისტროს განცხადებით, მან ოფიციალურად დაკარგა მოქალაქეობის უფლება, როცა 2004 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

სხვა ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა ეკრძალებათ.

ივანიშვილი, რომელიც 2004 წლიდან ოჯახთან ერთად სოფელ ჭორვილაში ცხოვრობს, პირობას დებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ თანამდებობას დაიკავებს, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის.

”ვინაიდან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, აუცილებლად გავიმარჯვებ. მე ყოველთვის ვასრულებ სიტყვას და დაპირებას, რომელსაც ვიძლევი.  რადგან ქართველ ხალხს დავპირდი, რომ ხელისუფლებაში მოვალ, ამას აუცილებლად გავაკეთებ”, – განაცხადა მან.

პოლიტიკური საქმიანობის გარდა, ივანიშვილი საქართველოში ტელეარხის ყიდვას აპირებს.

საქართველოში ივანიშვილს და მის ქონებას პრაქტიკულად მისტიკური სტატუსი აქვს. მისი ერთადერთი ფოტო, რომელიც ინტერნეტში შეიძლება მოიძებნოს, რუსულ გაზეთ ”ვედომოსტისთვის” გადაიღეს 6 წლის წინ, „ვედომოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუს გარდა მას არასდროს უკონტაქტია ჟურნალისტებთან.

ის 1956 წელს დაიბადა და 1988 წელს რუსეთში გადავიდა, სადაც მან ბანკი ”როსიისკი კრედიტი” დააფუძნა, რომელიც მისი ბიზნეს-იმპერიის საფუძველი გახდა. ჟურნალ ”ფორბსის” მონაცემებით, მისი კაპიტალის ორი-მესამედი რუსეთშია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლა ნებისმიერ შემთხვევაში აზარალებს სააკაშვილს.

”მთავრობას არასდროს უგრძვნია თავი ისე კომფორტულად, როგორ ახლა. მან მოახდინა ხელისუფლების მონოპოლიზება ყველა სფეროში. ოპოზიცია ძალიან სუსტია და დემორალიზებული. დაბალი რეიტინგის ოპოზიციური პარტიების არსებობა მთავრობისთვის მომგებიანია, ვინაიდან ეს დემოკრატიის ილუზიას ქმნის”, – განაცხადა მან. ”მაგრამ ივანიშვილის გამოჩენით ყველაფერი შეიცვალა.

დღემდე ოპოზიციური პარტიები ივანიშვილის განცხადებაზე ფრთხილად რეაგირებდნენ. პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელთანაც ივანიშვილი, მისი თქმით, მზად არის ითანამშრომლოს, უკვე შეხვდა მას.

”საუბრისას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ყველა განხილულ საკითხში… მას შემდეგ, რაც თანამშრომლობის გეგმას შევიმუშავებთ, ჩვენს კონსულტაციებს გავაგრძელებთ”, – ნათქვამია ალასანიას პარტიის განცხადებაში.

პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე უფრო ფრთხილი   აღმოჩნდა და განაცხადა ”ადამიანი შესაძლოა, კარგი ბიზნესმენი იყოს, მაგრამ კარგი პოლიტიკოსი მისგან არ დადგეს”.

კაჭკაჭიშვილის თქმით, ივანიშვილის წარმატება პოლიტიკური მოკავშირეების შერჩევაზე იქნება დამოკიდებული.

”მას კარგი სასტარტო პოზიცია აქვს და დასაწყისში ეს მას დაეხმარება. მაგრამ ეს მისი სისუსტეც არის – არსებობს რეალური რისკი, რომ ის ადამიანების იმედებს ვერ გაამართლებს”, – განაცხადა მან.

ივანიშვილი ჯერ არ გამოჩენილა საჯაროდ, მაგრამ სოციალურ  ქსლებში მან დიდი მხარდაჭერა უკვე დაიმსახურა, მისმა ვაჟმა ბერამ საკუთარი სტატუსი შეცვალა ”ფეისბუქში” – ”ქართული ოცნების ასრულების დრო მოვიდა”, – ორ დღეში სტატუსმა 3000 ”მოწონება” დაიმსახურა.

ნანა ყურაშვილი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, საქართველო

http://iwpr.net/report-news/billionaires-political-bid-unsettles-georgian-establishment

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი გიორგი კუპატაძე
გიორგი კუპატაძე, IWPR-ის რედაქტორია საქართველოში.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT