სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ომის სხვა სახე

0 კომენტარი
 2012 წლის 17 იანვარი   ავტორი: გიორგი კუპატაძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


„ერთ–ერთ ქართულ ოსურ შეხვედრაზე ჩვენი ოსი კოლეგები ყვებოდნენ, როგორ გადაარჩინეს ოსურ სოფელში ქართველებმა ერთი ბებია. შემდეგ ჩვენც მოვყევით ერთმა ოსმა ქალბატონმა როგორ დაიცვა სოფელი და მეზობლების სახლები დაწვას გადაარჩინა. იქვე შევთანხმდით რომ ასეთი პოზიტიური ისტორიები შეგვეგროვებინა.“ –  არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ ხელმძღვანელი მეგი ბიბილური ერთი წიგნის დაბადების შესახებ გვიამბობს.

„ომის სხვა სახე“.  ასე ერქმევა წიგნს, რომელშიც ქართულ–ოსური თანადგომის ისტორიები დაიბეჭდება. ქართული მხრიდან ისტორიების შეგროვებაზე  „ქართლოსის“ წარმომადგენლები მუშაობდნენ, ოსურ მხარეს კი თანადგომის ისტორიებს გაზეთ „21–ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი და მისი ჟურნალისტები აგროვებდნენ. მეგი ბიბილური ამბობს რომ ეს პროცესი ადვილი არ ყოფილა, რადგან პოზიტიური ამბების გახსენების წინ ადამიანები ჯერ ომის საშინელებებს ყვებოდნენ, რომლის ფონზეც ამ წიგნის გმირებს ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უხდებოდათ მოქმედება. მისი აზრით იმ დროს როცა საინფორმაციო სივრცე გაჯერებულია ნეგატიური ინფორმაციით და სიძულვილის ენით, რომელიც უფრო აღრმავებს დაპირისპირებულ თემთა შორის არსებულ უფსკრულს, მნიშვნელოვანია, რომ  ის ისტორიებიც სააშკარაოზე გამოვიდეს, როცა ადამიანები ჰუმანურობით სიძულვილის დაძლევას ახერხებდნენ.

„ორივე მხარეს იბეჭდება სხვადასხვა პუბლიკაციები და წიგნები, იღებენ ფილმებს და რეპორტაჟებს, სადაც გამოყენებულია სიძულვილის ენა, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასეთი წიგნის გამოცემა.“– ამბობს მეგი ბიბილური.

გაზეთ 21–ე საუკუნის რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი ასევე აღნიშნავს, რომ ადვილი არ ყოფილა ისტორიების შეგროვება. ორივე მხრიდან ჯამში 150 ისტორია შეგროვდა, მაგრამ წიგნისთვის მხოლოდ 50 დამუშავდა. ცხოვრებოვი წიგნზე მუშაობისას დარწმუნდა რომ სიკეთე არასოდეს იკარგება.

„ომი კაცობრიობის არსებობის ჭუჭყია, მაგრამ  ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ ჭუჭყშიც კი შესაძლებელია ადამიანმა საკუთარი სახე შეინარჩუნოს. ეს გვაძლევს მომავლის იმედს, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუგებენ. აი ეს გვინდოდა გვეჩვენებინა და იმედი მაქვს გამოგვივიდა.“ – აცხადებს თემურ ცხოვრებოვი.

აქვს თუ არა ომს სხვა სახე, გარდა სიკვდილის, ნგრევის, სისასტიკის  და ათასი უბედურების? წიგნის ავტორების აზრით, დიახ, ომს სხვა სახეც აქვს. წინასატყვაობაში ვკითხულობთ. „ომშიც კი შესაძლებელია ადამიანური ფასეულობების შენარჩუნება. ამ ომშიც კი აღმოჩნდა ადგილი ჰუმანიზმისა და კეთილი საქმეებისთვის. ისტორიები თავისი შინაარსით მრავალფეროვანი გამოვიდა. ისინი ძირითადად ეხება მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც ერთ წამში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, მაგრამ ყველა ისტორიას ერთი მთავარი მომენტი აერთიანებს. ჩვენ გვახსოვს სიკეთე, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში გვინახავს.“

თემურ ცხოვრებოვი დარწმუნებულია, რომ  ცხინვალში წიგნის გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება, რადგან მხარეებს შორის უნდობლობის  უფსკრული კიდევ არსებობს, ყველასთვის სასურველი მშვიდობა კი ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს.

„ამ საკითხში რომ წერტილი დასმული იყოს, ალბათ საუბარი უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ახლაც გაურკვეველი ვითარებაა და კეთილ საქმეებზე საუბარი ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ოსებისთვის საკითხი ისევ ღიად რჩება. ის რომ საქართველოსთან არ არის მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ამავე დროს ოსური მხრიდან მშვიდობაზე საუბარი რთულია. ბევრად  მარტივია საუბარი სიძულვილზე და სიძნელეებზე, ამიტომ ჩვენ დიდი პრობლემები გვქონდა, მიუხედავად ამისა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ომი ომად, მაგრამ ადამიანად მაინც უნდა დარჩე. მე იმასაც ვფიქრობ, რომ ამ წიგნს ყველა ნორმალურად არ მიიღებს, იმიტომ რომ პროცესი არ დასრულებულა. ის რომ საქართველო მიიჩნევს რომ ეს რუსების მიერ  ოკუპირებული ტერიტორიაა. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ რუსეთი მოკავშირეა. მოკლედ ადამიანური ურთიერთობები ომისგან და პოლიტიკისგან უნდა განვასხვავოთ. ადამიანი კი ადამიანად ომშიც უნდა დარჩეს.“ – ამბობს თემურ ცხოვრებოვი

წიგნი „ომის სხვა სახე“ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ცალ–ცალკე დაიბეჭდება და მისი პრეზენტაცია თბილისში და ცხინვალში პარალელურად გაიმართება. ავტორები მის გამოცემას თებერვლის დასაწყისში ვარაუდობენ.

აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია COBERM-ის მიერ, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ადმინისტრირებას კი გაეროს  განვითარების პროგრამა უწევს.

გოგა აფციაური

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი გიორგი კუპატაძე
გიორგი კუპატაძე, IWPR-ის რედაქტორია საქართველოში.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT