სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ოპოზიციური პრესა აზერბაიჯანში სულს ღაფავს

0 კომენტარი
 2013 წლის 8 დეკემბერი   ავტორი: საბუჰი მამედლი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სასამართლო დავები, დაუფარავი გადასახადები და ახლა უკვე გაზეთების ქუჩაში გაყიდვის აკრძალვა კრიტიკული აზრის ჩახშობის ფარულ ზრახვას ემსგავსება.

„აზადლიგის“ მხარდამჭერები გაზეთის გადასარჩენად თანხას წირავენ (ფოტო: რამინ დეკო).

საბუჰი მამედლი – კავკასია

აზერბაიჯანის ოპოზიციური პრესის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება მათ გაკოტრებას ცდილობს, თანაც ამას მესამე პირების ხელით, ჩრდილში დგომით აკეთებს.

გაზეთების გამყიდველებს უკვე აეკრძალათ „აზადლიგის“და „მუსავათის“ გაყიდვა, ამას დაერთო ისიც, რომ სადისტრუბუციო კომპანია გაზეთების გაყიდვებიდან მიღებულ თანხას არ იხდის, რის გამოც ორივე გამოცემა საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი.

კომპანია „მეტროსერვისმა“, რომელიც ბაქოს მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტრო სადგურებში გაზეთების გაყიდვაზე მონოპოლიას ფლობს, ორივე გამოცემას განუცხადა, რომ მათ გაზეთებს აღარ გაყიდდა.

„პირადად შევხვდი კომპანიის ბუღალტერს, შემდეგ კი დირექტორს,“ – განაცხადა „იენი მუსავათის“ ფინანსურმა დირექტორმა ალეკსერ სულეიმანოვამა. „მაგრამ არაფერი არ აუხსნიათ. მითხრეს, რომ მათ უბრძანეს შეეწყვიტათ ჩვენი გაზეთების გაყიდვა. ვინ გასცა ეს ბრძანება არ უთქვამთ“.

მას შემდეგ, რაც ორივე გამოცემის წარმომადგენლებმა საჯაროდ გამოთქვეს უკმაყოფილება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომპანია „მეტროსერვისმა“, ყოველგვარი განმარტების გარეშე შეაჩერა საქმიანობა და შესაბამისად, შეწყვიტა მეტროში წიგნებისა და გაზეთების გაყიდვაც. კომენტარისთვის კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან სატელეფონო ზარებს არავინ პასუხობს.

ორგანიზაცია „პრესის საბჭოს“ თავმჯდომარე აფლატუნ ამაშოვი „იენი მუსავათისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მეტროს ხელმძღვანელობამ გაყიდვები უსაფრთხოების თვალსაზრისით აკრძალა.

„პრესის საბჭო“, რომელიც ქვეყანაში მედიის მუშაობის ზედამხედველობას ახდენს ფორმალურად დამოუკიდებელი ორგანოა, თუმცა ხელისუფლების დიდ ზეგავლენას განიცდის.

„მითხრეს, რომ გაზეთებისა და წიგნების გაყიდვები აიკრძალა იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ ტერორისტული აქტები და მოეხდინათ მეტროსადგურებში მგზავრების თავისუფალი გადაადგილება,“ – ამბობს ის.

თუმცა აკრძალვა არ შეეხო სხვა მოვაჭრეებს. ისინი, ვინც ხილით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობდა თავისუფლად აგრძელებენ მუშაობას ბაქოს მეტროსადგურებში.

ნამიგ მუხტაროვი ერთ-ერთი იმათგანია ვისი საქმიანობაც ამ აკრძალვას შეეწირა.

„ამ გაზეთების გაყიდვის უფლება არ გვაქვს. გამოგვიყვანეს და გვითხრეს, რომ გაზეთებს აქ ვეღარ გავყიდდით“, – ამბობს მუხტაროვი, რომელსაც დახლი ნეფტიჩილარის მეტროსადგურთან ჰქონდა მოწყობილი. „ჩვეულებრივ ბევრ გაზეთს ვყიდი, „აზადლიგი“ და „იენი მუსავათი“ კი ყველაზე პოპულარულებია.“

ორივე გამოცემას გაყიდვების თვალსაზრისით ამ ნაბიჯით სერიოზული ზიანი მიადგა.

“იენი მუსავათის“ მთავარი რედაქტორი რაუფ არიფოგლუ აცხადებს, რომ ადრე მეტროში დღეში 1300 ეგზემპლარს ყიდდენ. „ეს ნიშნავს, რომ დღეში 500 მანათს [650 აშშ დოლარს] ვკარგავთ მოგების სახით. კრიტიკულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩემი კოლეგები უკვე გავაფრთხილე, რომ ცოტა ხანში შეიძლება ხელფასების გარეშე დავრჩეთ. თანამშრომლები ეცადნენ გამოსავალი ეპოვათ და გაზეთების გაყიდვას თვითონ შეეცადნენ ქუჩაში, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს“.

„აზადლიგის“ რედაქტორის მოადგილე რაჰიმ ჰაჯიევი ამბობს, რომ მეტროსადგურებში გაზეთების გაყიდვის აკრძალვის შემდეგ ტირაჟი 1500-ით შემცირდა.

„ჩვენი დანაკარგი თვეში დაახლოებით 18 000 მანათს უტოლდება. ამ თანხით თანამშრომლების ხელფასებს ვფარავდით,“ – აცხადებს ის.

„აზადლიგის“ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს წაგებული სასამართლო პროცესები. გაზეთმა ცილიცწამების ბრალდებით ორი სასამართლო  წააგო. ერთი ბაქოს მეტორპოლიტენის ხელმძღვანელთან ტაგი აჰმადოვთან, მეორე კი  ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ კაბირა მამმედოვასთან . თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით გაზეთმა 30 000 მანათი უნდა გადაუხადოს. (იხილეთ: აზერბაიჯანის ოპოზიციურ პრესას ცილისწამებაში ადანაშაულებენ)

„ჯარიმის ოდენობა მთლიანობაში 70 000 მანათს [90 000 აშშ დოლარს] შეადგენს. თან თანხის გადახდას დაუყოვნებლივ ითხოვენ, ჩვენთვის წარმოუდგენელია ამხელა ფულის გადახდა,“ -ამბობს ჰაჯიევი.

სახელმწიფო სადისტრიბუციო კომპანია „გასიდს“  ორივე გამოცემის ვალი მართებს.   „აზადლიგის“  შემთხვევაში თანხა 50 000 მანათს შეადგენს, ხოლო „იენი მუსავათის“ -24 000 მანათი.

„აზადლიგის“ კომერციული დირექტორი ფაიგ ამიროვი ამის შესახებ დეტალურ განმარტებას იძლევა.

„იმის გამო, რომ „გასიდი“ ჩვენი გაზეთების გაყიდვებიდან მიღებულ თანხას არ გვიხდის, დაგვედო  გამომცემლობის ვალი, 22 000 მანათი. ამის გამო, გაზეთის ბეჭდვაზე უარი გვითხრეს და სამი დღის განმავლობაში გაზეთს ვერ ვუშვებდით“, – აცხადებს ის. „სახელმწიფო სადისტრიბუციო კომპანიას თავისუფლად შეუძლია ჩვენი გამომცემლობის მიმართ არსებული დავალიანება დაფაროს, თუმცა ფულის დაბრუნებას არ ჩქარობს.“

„აზადლიგის“ ხელმძღვანელობამ თავის მკითხველებს შემოწირულობის გაკეთების თხოვნით მიმართა და როგორც ჰაჯიევი აცხადებს, მათ 14 000 მანათის შეგროვება შეძლეს, რის საშუალებითაც მოხერხდა გამომცემლობის დავალიანების ნაწილის დაფარვა და გაზეთის ბეჭდვის განახლება.

„გასიდის“ გენერალური დირექტორის მოადგილე აგალი ისმაილოვი აცხადებს, რომ თავადაც  რთულ სიტუაციაში არიან.

„გულწრფელად რომ გითხრათ ჩვენ თავადაც არ ვიცით როგორ ვიპოვოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან“,- ამბობს ის. „ალბათ, მოგვიწევს თანმშრომლების დათხოვნა, რაც ძალიან არ გვსიამოვნებს. მათი უმეტესობა ჩვენთან უკვე 20-30 წელია მუშაობს. სხვა შემთხვევაში მოგვიწევს გრძელვადიანი სესხის აღება, თუმცა არც ისე ადვილი სასესხებელი იქნება“.

“IREX-ის იურისტი ალასკარ მამედლი აცხადებს, რომ ყველა ის უბედურება, რაც „აზადლიგს“ და „იენი მუსავათს“ თავს დაატყდა არის მიმართული გამოხატვის თავისუფლების  შეზღუდვისკენ.

„მეტროში გაზეთების გაყიდვის აკრძალვა, სასამრთლო გადაწყვეტილებები, „გასიდს“, გამომცემლებსა და გაზეთებს შორის არსებული დავალიანება – ამ ყველაფრის მოგვარება კანონიერი გზით არის შესაძლებელი, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ამის სურვილი აქვს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალი ჰასანოვი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური ნება შეიზღუდოს ოპოზიციური გაზეთების მუშაობა.

„მეტროსადგურებში გაზეთების გაყიდვა უკანონოა, ამიტომაც „მეტროსერვისს“ მოუხდა საქმიანობის შეჩერება. კომპანიის დახურვამ და გაყიდვების აკრძალვამ არ უნდა იქონიოს გავლენა ტირაჟის შემცირებაზე“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. „ერთადერთი, რამაც შეიძლება ტირაჟზე იმოქმედოს არის საზოგადოების მოთხოვნა,  ხალხის სურვილი ჰქონდეს თავისუფალი სიტყვა და პრესის უნარი დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები.“

საბუჰი მამედლი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი საბუჰი მამედლი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT