2012 წლის 26 ნოემბერს, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სადისკუსიო ფორუმი თემაზე ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება.
ფორუმს 60-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა და მასზე ძირითადი ყურადღება დაეთმო მშვიდობის მშენებლობაში და სახალხო დიპლომატიაში ქალთა უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფასა და მათი წარმომადგენლობის გაზრდას.
ფორუმზე დამსწრე პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს საშულება მიეცათ შეხვედროდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დევნილ ქალბატონებს კონფლიქტებით დაზარალებული რეგიონებიდან.
UN Women წარმომადგენლის თამარ საბედაშვილის განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე მომუშავე აქტივისტების მოსმენა, რადგან მათ მიერ გაწეული სამსახური ფასდაუდებელია.
„ამ ადამიანებმა ხელისუფლების წარმომადგენლებზე უკეთ იციან რა საჭიროებები და პრიორიტეტები არსებობს ადგილზე,“ – განცხადა მან. “მათ ასევე ყველაზე უკეთ იციან როგორ მოაგვარონ ეს პრობლემები.“
ფორუმის დასასრულს კი გაიმართა ინიციატივის «ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის» ვებგვერდის women-peace.net პრეზენტაცია.
ფორუმზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო პოლონელი ფოტოგრაფის იუსტინა მელნიკევიჩის ნამუშევრები, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სოფლებში მცხოვრები ქალების ცხოვრებას ასახავს. სურათების გალერეა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ღონისძიება მოეწყო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხადაჭერით.