სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ქალის როლი კონფლიქტის მოგვარებაში

0 კომენტარი
 2012 წლის 21 სექტემბერი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მშვიდობის შენებისა და შენარჩუნების პროცესებში უფრო მეტი ქალი ერთვება, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს რომ მათი მონაწილეობა მხოლოდ ფორმალურია.

გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს რეზოლუცია N1325-ს, 2000 წ. ფოტო:მილტონ გრანტი

2011 წლის დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს  N1325 (1820, 1888, 1889 და 1960) რეზოლუციის  განხორციელების მიზნით, 2012–2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი მიზანიც სამშვიდობო  მოლაპარაკებებში, მშვიდობის შენებისა და შენარჩუნების პროცესებში ქალთა ჩართულობის მხარადაჭერა იყო.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 15 ოქტომბერს ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს  თავჯდომარეობით ჟენევის მოლაპარაკებები დაიწყო. დისკუსიებში საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის და ასევე, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მოლაპარაკებების ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელთაგანაც პირველი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მეორე კი – ჰუმანიტარულ თემებს განიხილავს.

ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად, 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთთან მიმართებით „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შექმნას მიიჩნევენ.

ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ქართული დელეგაციის  ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მოგვარებაში ქალთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ქართველ დელეგატთა შორის ქალთა წარმომადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია.

„გარდა ერთი შეხვედრისა რუსულ დელეგაციაში ქალ დელეგატს მონაწილეობა არ მიუღია, აფხაზებისა და ოსების მხრიდან კი, მხოლოდ ერთი ქალი მონაწილეობდა“, – განაცხადა კაპანაძემ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერის,  თამარ თავართქილაძის თქმით, „ეროვნული სამოქმედო გეგმის” შესაბამისად ქალთა მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში იზრდება.

„ქართული დელეგაცის 10 წევრიდან 4  ქალბატონია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქალთა როლის გაზრდისთვის გარკვეული ღონისძიებები ტარდება“, – აცხადებს თავართქილაძე.

აღნიშნულს არ იზიარებს ნინო ციხისთავი, „კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი“: „დღეს საქართველოში ქალების ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებაში თითქმის ნულის ტოლია. საუბარი იმაზე, რომ მოლაპარაკებებში ოთხი ქალი ჩაერთო და რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა ჩემთვის, როგორც  ამ სფეროს დიდი გულშემატკივარისთვის, არაფერს  ნიშნავს, ვინაიდან ეს არის მშრალი სტატისტიკა. საუბარი  ქალებისა და მამაკაცების ჩართულობაზე კი არა უნდა იყოს, არამედ იმაზე,  ქალებთან დაკავშრებული  კონკრეტული საკითხები როგორ გვარდება?!“

სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის იურისტის, ანა არგანიშვილის თქმით, სამოქმედო გეგმის იმპლემენტაია წარმატებით მიმდინარეობს.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგულარულად ესწრება სამუშაო შეხვედრებს და  აკვირდება თუ როგორ მუშაობენ სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მონდომებითაა ჩართული სახელმწიოს ყველა სტრუქტურა და პრინციპში ამ ეტაპზე არავითარი ხელშემშლელი ფაქტი არ არსებობს, რომელიც შეაფერხებს ამ გეგმის შესრულებას.“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, მთავარი სპეციალისტის ნათია ლანჩავას განცხადებით: „სამოქმედო გეგმის მიღება ძალიან მნიშვნეროვანი იყო ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან ქვეყნის მოსახლეობის ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია. ეროვნულ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ბევრ საკითხზე ჩვენი სამინისტრო უკვე მუშაობდა და ახლაც აგრძელევს მუშაობას. მაგალითად, დევნილი ქალების უფასო იურიდიული დახმარების ცენტრები“.

„როდესაც კონფლიქტსა და ქალებზე ვსაუბრობთ, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაა. ქართული კონფლიქტების ისტორიაში  ათობით გაუპატიურების შემთხვევაა დაფიქსირებული და არცერთი, მათგანი არ გამოძიებულა და არც დამნაშავები  დასჯილან. ამ ყველაფერს ჭირდება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება და ძალიან მტკიცე  მოსაზრება იმასზე რომ ქალებმა უნდა მიიღონ კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილებობა“, –  განაცხადა ნინო ციხისთავმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსი, თეონა გიუაშვილი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებში მე-18 რაუნდიდან ჩაერთო, ხაზს უსვამს აღნიშნული მოლაპარაკებების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის.

„ჟენევის ფორმატში, ქალთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ასე ქალთა პრობლემების იდენტიფიცირება უფრო ადვილად მოხდება“, –  აცხადებს გიუაშვილი.

2012 წლის მარტში ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ ქალებსა და გენდერული თანასწორობისა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, პირველი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

„ეს იყოს სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა და ითვალისწინებდა ქალთა ორგანიზაციეის მიერ მომზადებული რეკომენდაციების წარდგენას დელეგატებისათვის, რათა მათ ეს საკითხები ჟენევის მოლაპარაკებისას გაეთვალისწინებინათ. შეხვედრისას განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირბისათვის საფლავების მონახულებისა  და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ქალებისათვის“, – განაცხადა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა, თამარ თავართქილაძემ.

თუმცა, ჟენევის მოლაპარაკებებიდან დაბრუნებულ თეონა გიუაშვილს უჭირს რაიმე კონკრეტულ შედეგებზე საუბარი. „ჟენევის მოლაპარაკების ფორმატიდან გამომდინარე რთულია სწრაფ შედეგებზე საუბარი, რადგან ხშირად ჰუმანიტარული თუ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება ხდება. ამიტომაც ერთი შეხვედრის შემდეგ რაიმე შედეგებზე საუბარი ძნელია, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საკითხების განხილვას“, – აცხადებს გიუაშვილი.

„დღემდე კონფლიქტების მოგვარების სფეროში ქალის რესურსს არ იყენებდნენ. ხშირად ტარდებოდა არასამთავრობო სექტორის არაფორმალური შეხვედრები, მაგრამ მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრებზე ქალის აზრს არ ითვალისწინებდნენ.  მიმაჩნია, რომ  ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართული პირები  აუცილებლად უნდა ხვდებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებას“, – განაცხადა ნინო მოდებაძემ, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებ-პორტალის რედაქტორმა.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ქალები მშვიდობისათვის – სამუშაო შეხვედრა
თებერვალი 7, 2013


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT