• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ქართველი ვეტერანები თავს მიტოვებულად გრძნობენ

0 კომენტარი
 2014 წლის 20 ივნისი   ავტორი: ჰიზერ იანდთი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


https://reporter.ge/wp-content/uploads/2015/01/warvets-ge-iwpr1.mp3

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები სახელმწიფოსგან არასათანადო დახმარებას ღებულობენ და თავის გატანა უჭირთ.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ვეტერანთა 64% უმუშევარია – რაც ოთხჯერ აღემატება ქვეყანაში უმუშევრობის ოფიციალურ მაჩვენებელს. ყოფილი მებრძოლები ყოველთვიურად სახელმწიფოსაგან მხოლოდ მცირე პენსიას ღებულობენ.

„თითქმის ყველა [ამ ჯგუფიდან] პოსტ-ტრავმატულ სინდრომს განიცდის. რაც მთავარია, არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამ ადამიანებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარებოდა“, – ამბობს გენერალთა კლუბის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რომელიც ამ კვლევას აიბი-ევროკავკასიურ უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებდა.

ყველაფერთან ერთად, ყოფილ მებრძოლებს თავი ზედმეტ ტვირთად მიაჩნიათ, ისინი არავის სჭირდება იმ ქვეყანში, რომლისთვისაც ასე თავგანწირვით იბრძოდნენ.

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ამბობს, რომ ვეტერანების საკითხი ბოლო დროს ძალიან პოლიტიზებული გახდა და რომ ხელისუფლება მხოლოდ მათ მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს წყალობს.

„ყველა ვეტერანი ღირსეულ მოპყრობას იმსახურებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ისინი ხომ ქვეყნისთვის იბრძოდნენ“, – ამბობს ის.

ახლანდელი ხელისუფლება სიტუაციის შეცვლას ცდილობს. იანვარში ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოფილი მებრძოლებისთვის სხვადასხვა სერვისების გაუმჯობესებაზე იმუშავებს. თუმცა, როგორც გენერალთა კლუბის წევრი თამაზ იმნაიშვილი ამბობს, დეპარტამეტის ხელმძღვანელები არ არიან სამხედროები და შესაბამისად არ იციან რეალურად რა სჭირდებათ ვეტერანებს.

რადიო გადაცემა მომზადებულია IWPR საქართველოს ოფისის მიერ. გადაცემის პროდიუსერია ჰიზერ იანდთი. 

რადიო გადაცემა მომზადებულია „ურთიერთობების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. IWPR პასუხისმგებელია პროგრამის შინაარსზე და ის არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

    გააზიარე

ავტორი ჰიზერ იანდთი
ჰიზერ იანდთი ჟურნალისტია კანადიდან. ის თბილისში ცხოვრობს და IWPR-ის ტრენერი და მულტიმედია პროექტების პროდიუსერია.


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.