შავი ზღვის მეზღვაურები რისკიან საქმეებს თანხმდებიან შორეული ნაოსნობის ზღვებში
”როგორ ვიჯდე და ვიცადო, როცა ვიცი, რომ ისინი პურსა და წყალზე არიან და არავის შეუძლია მითხრას, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება”, – ამბობს ნათელა ვერძაძე, ვისი მეუღლეც იმ 18- მეზღვაურთაგანია, რომლებიც სომალელ მეკობრეებს უკვე 8 თვეა ტყვედ ყავთ.
ბერძნულ ხომალდზე მყოფი შალვა ვერძაძის, კიდევ 14 ქართველისა და სამი თურქის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებმა, რომლებიც გასული წლის სექტემბრიდან ადენის ყურეში მეკობრეებს ყავთ ტყვედ, ჯერ შედეგი ვერ გამოიღეს.
ნატალია ხშირად აკითხავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მაგრამ ყოველ ჯერზე მას ეუბნებიან, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ მიუღწევიათ.
საქართველოს მთავრობის სახელით ერთადერთი განცხადება ამის თაობაზე იანვარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ გააკეთა. მან განაცხადა, რომ სამინისტრო დაუკავშირდა ხომალდის მფლობელებს, რომლებიც თავის მხრივ, მოლაპარაკებებს აწარმოებენ სადაზღვევო კომპანიასთან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავრობა ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
ეს შემთხვევა აჩვენებს იმ საფრთხეს, რომელზეც მზად არიან წავიდნენ ქართველი მეზღვაურები, ისინი ნებისმიერ საქმეს კიდებენ ხელს.
2009 წელს შალვა ვერძაძემ 12 სხვა მეზღვაურთან ერთად 10 თვე ფილიპინებზე პატიმრობაში გაატარა იარაღის გადატანის ბრალდებით. ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხომალდის კაპიტანმა დანაშაული აღიარა.
ახლახან 5 ქართველი მეზღვაური ლიბიიდან გამოიქცა, სადაც ისინი თითქმის წლის მანძილზე იმყოფებოდნენ. ხომალდი კომერციული დავის გამო დაპატიმრებული იყო. ამ დროის მანძილზე ისინი იძულებულნი იყვნენ, დაეჭირათ თევზი, თავი რომ გამოეკვებათ.
კიდევ 8 მეზღვაური ინდოეთში ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც გემი მეჩეჩზე დაჯდა.
საზღვარგარეთ დარეგისტრირებულ გამებზე ქართველი მეზღვაურების აყვანა ეკიპაჟის წევრებად ხდება საშუამავლო კომპანიების მეშვეობით, რომლებიც გემთმფლობელებს მუშაობისათვის მზადმყოფი სერტიფიცირებულ მეზღვაურთა სიებს აწვდიან.
ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, მათი ყოველთვიური ხელფასი 800 აშშ დოლარია – ეს თანხა საქართველოში საშუალო შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება.
”როცა სხვა გზა არ არის, რომ თავი და ოჯახი გამოკვებო, მეზღვაურები სამუშაოს მომლოდინეთა რიგში დგებიან”, – ამბობს ანატოლი ჩიჯავაძე, საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარე.
პროფკავშირებში სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში მყოფი 15 მეზღვაურის ოჯახების დახმარების ფონდი შეიქმნა.
დავით დევაძე იმ კომპანიის მენეჯერია, რომელმაც ვერძაძე სამუშაოდ მოაწყო. მისი შვილი იმ 15 ქართველთა შორის არის, რომლებიც მეკობრეთა ხელში იმყოფებიან. ის ამბობს, რომ მეზღვაურებმა იცოდნენ რისკის შესახებ, მაგრამ შეთავაზებული ანაზღაურების სანაცვლოდ მაინც დათანხმდნენ.
საქართველოში აკრედიტირებული მეზღვაურები ახლა ახალ შეზღუდვას წააწყდნენ. ნოემბრიდან ნაოსნობის უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს (EMSA)-ს გადაწყეტილებით, ევროპული კომისია აღარ ცნობს დიპლომებს, რომლებიც საქართველოში გაიცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეზღვარები, რომლებიც სასწავლო კურსს გადიან საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებზე ვერ იმუშავებენ .
საქართველოს ხელისუფლების მცდელობები გამოესწორებინა 2006 წელს EMSA-ს მიერ ჩატარებული ინსპექციის შედეგად გამოვლენილი პრობლემები აღმოჩნდა არადამაკმაყოფილებებლი.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ დადგენილებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
“ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მეზღვაურებს შეეხება, არამედ მათ ოჯახებს. ხალხი შესაძლოა, სახსრების გარეშე დარჩეს, განსაკუთრებით ბათუმსა და ფოთში, – განაცხადა მან. და ვინაიდან ეს ის ხალხია, რომლებიც ბინებს ყიდულობენ, სახლებს აშენებენ, ქირაობენ მშენებლებს და ამით დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ეს დიდი დარტყმა იქნება შავი ზღვის რეგიონისთვის და ამ ადამიანების მომავლისთვის.
გიგა, ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული, ამბობს, რომ EMSA-ს გადაწყვეტილება ქართველ მეზღვაურებს ცხოვრებას გაურთულებს.
“ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით გაუარესდა. ჩვენ, მიუხედავად ამისა, მაინც ვმუშაობთ ევროპულ ხომალდებზე, მაგრამ ახლა იძულებული ვიქნებით, დავთანხმდეთ უფრო სახიფათო სამუშაოს”, – განაცხადა მან.
გიგა მალე ისევ ზღვაში გავა და დარწმუნებული არ არის, დაზღვეულია თუ არა ხომალდი და თავად.
“მე ისე დიდ ხანს ვიყავი უმუშევარი, ამის შესახებ არც კი მიკითხავს”, – ამბობს ის.
ნათია კუპრაშვილი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
© ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | iwpr.net
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და აუცილებელი არ არის IWPR-ის ან გამოცემის შეხედულებებს ასახავდეს.
http://iwpr.net/report-news/georgian-sailors-brave-piracy-bureacracy