სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

რა გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი

0 კომენტარი
 2014 წლის 25 აპრილი   ავტორი: არმენ კარაპეტიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ტიგრან სარგსიანის სახელი არაპოპულარულ რეფორმებს და ევროპასთან დაახლოების წარუმატებელ მცდელობას უკავშირდება.

სომხეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტიგრან სარგსიანი (ფოტო:სააგენტო Photolure)

არმენ კარაპეტიანი – კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა პოლიტოლოგებისთვის, რომელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ საქმეში მოსკოვის ხელი ურევია.

სარგსიანის გადადგომის შესახებ განცხადება 3 აპრილს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მმართველი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ედუარდ შარმაზანოვმა გააკეთა. სულ ერთი კვირით ადრე, შარმაზანოვმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა სარგსიანის გადაყენების თაობაზე და განაცხადა, რომ პრემიერის გათავისუფლების საკითხი არ განიხილებოდა.

ტიგრან სარგსიანს თანმდებობიდან წასვლის მიზეზი არ განუმარტავს, თუ არ ჩავთვლით მისი ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე პოსტს, რომლის მიხედვითაც მან ეს გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღო.

„ჯერ კიდევ თებერვლის თვეში მივმართე პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით. ჩვენ შევთანხმდით გადაგვედო ამ საკითხის განხილვა იმ მიზეზით, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საქმეები იყო მოსაგვარებელი,“ -წერს ის.

ტიგრან სარგსიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2008 წლიდან ედგა სათავეში. თანამდებობიდან წასვლის სურვილზე მას ღიად არასოდეს უსაუბრია და მისი მისამართით ღია კრიტიკა არ ისმოდა არც მმართველი გუნდის მხრიდან.

წელს საზოგადოების უკმაყოფილება მის მიერ გატარებულ საპენსიო რეფორმას მოჰყვა, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა სარგსიანმა თავის მოგვარე პრემიერს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ მოსახლეობის 80% ამ რეფორმას ემხრობოდა.

პრეზიდენტის ტონი პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შეიცვალა.

„ექვსი წელი პრემიერ-მინისტრად ყოფნისთვის საკმაოდ დიდი დროა“, – განუცხადა პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკში შეკრებილ ჟურნალისტებს. „ახალმა მთავრობამ უნდა შეძლოს ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ახალმა მთავრობამ უნდა შეძლოს ჩვენი რეფორმებისადმი და ჩვენი საქმიანობისადმი ხალხში ნდობის აღდგენა“.

ბიზნესმენები სარგსიანის წასვლას 2008 წლის ფინანსური კრიზისის დაძლევის ნელ ტემპებს უკავშირებენ.

„ზოგადად ქვეყანა წინ არ წასულა, მივაღწიეთ ისეთ წერტილამდე, როდესაც ხალხმა დაიწყო უკმაყოფილების გამოხატვა. თუ ამაზე პასუხისმგებელი ტიგრან სარგსიანი იყო, მაშინ მან ეს პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს კიდეც“, – ამბობს სომეხი წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ვააკნ ჰოვნანიანი.

2002 წლის შემდეგ სომხეთის ეკონომიკა ყოველწლიურად ათ პროცენტზე მეტით იზრდებოდა, ზრდის ეს ორნიშნა მაჩვენებელი 2008 წელს შეიცვალა, სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის და ფინანსური კრიზისის დაწყების დროს. ცენტრალური ბანკის მონაცემების მიხედვით, სომხეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გასულ წელს მხოლოდ 3,5% იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით სომხეთი ეკონომიკური ზრდის 2008 წლამდე არსებულ მაჩვენებელს 2017 წლამდე ვერ დაუბრუნდება, მისმა მეზობელმა აზერბაიჯანმა და საქართველომ კი ეს უკვე მოახერხეს.

პრემიერ მინისტრის გადადგომა საკუთარ წარმატებად ჩაითვალეს ოპოზიციურმა პარტიებმა. მარტის ბოლოს ოთხმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ (სომხეთის ეროვნული კონგრესი, აყვავებული სომხეთი, მემკვიდრეობა და დაშნაკცუტიუნი) გაერთიანებული საპროტესტო აქცია გამართა პრემიერის გადადგომის მოთხოვნით.

ამ ტრიუმფით შეგულიანებული ოპოზიციური პარტიები შეთანხმდენენ რომ ერთიანი ძალებით გააგძელებდნენ მთავრობაზე ზეწოლას.

პოლიტიკური სწავლების ცენტრის ანალიტიკოსი არმენ ბადალიანი თვლის, რომ გადაწყვეტილება ნაკლებად უკავშირდება ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ათობით ათასობით მომიტინგე 2008-10 წლებში ქუჩაში იყო გამოსული და პრეზიდენტმა მაშინ პრემიერ-მინისტრი არ ჩამოიშორა.

მისივე თქმით, იმ მიზეზით, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უმცირესობას წარმოდგენენ მათ პრემიერ-მინისტრის გადაყენების ძალა არ გააჩნიათ.

გარდა ამისა, ბადალიანი აცხადებს: „მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა რუსეთის ზეწოლის შედეგია. რუსეთს ურჩევნია აქ ისეთი პრემიერ- მინისტრი ჰყავდეს, რომელსაც ენდობა. არავისთვის ყოფილა საიდუმლო, რომ ტიგრან სარგსიანი პროდასავლური რეპუტაციით სარგებლობდა“.

უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი პრემიერ-მინისტრის პოსტმა შესაძლებელია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძინოს.

„ყველამ იცის, რომ სერჟ სარგსიანი მესამე ვადით პრეზიდენტად კენჭს ვერ იყრის, ამიტომ 2018 წელს პრემიერ მინისტრს მმართველი გუნდიდან დიდი შანსი ექნება პრეზიდენტის სავარძელი დაიკავოს.“ – ამბობს ბადალიანი.

დემოკრატიული თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი სტეპან დანიელიანი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ პრემიერ მინისტრის გადაყენება რუსეთის მზარდი გავლენის ნათელი მაგალითია.

გასული წლის სექტემბერში პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება დაადასტურა, რის შედეგად წყალში ჩაიყარა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისთვის გაწეული მრავალწლიანი მუშაობა.

„ტიგრან სარგსიანი პროდასავლელი პოლიტიკოსივით მოქმედებდა. ის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს“, – აცხადებს დანიელიანი. „როდესაც გასული წლის სექტემბერში სერჟ სარსგიანმა საბაჟო კავშირში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ლოგიკურად ტიგრან სარგსიანი უნდა გადამდგარიყო, რადგან ქვეყანაში მოხდა კურსის რადიკალური ცვლილება“.

ახალი პრემიერ მინისტრი თანმდებობაზე 14 აპრილს დაინიშნა.

არმენ კარაპეტიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი არმენ კარაპეტიანი
არმენ კარაპეტიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.


მსგავსი სტატიები:


ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ მღელვარება არ იკლებს
აპრილი 14, 2016

საგანგაშო მდგომარეობა სომხეთში სამშენებლო ბუმის გამო
აპრილი 3, 2016

აზერბაიჯანი-სომხეთი: ახალი თამაშები, ძველი კონფლიქტი
ივლისი 20, 2015


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT