სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სამეზობლო აზერბაიჯანის მზარდ შეიარაღებას აკვირდება

0 კომენტარი
 2013 წლის 1 აგვისტო   ავტორი: შაჰლა სულთანოვა

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სომხეთი, რომელსაც არ შეუძლია აზერბაიჯანს ფულის ხარჯვაში შეეჯიბროს, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის იმედად რჩება.

შაჰლა სულთანოვა, კატერინა პოღოსიანი – კავკასია

აღლუმზე ბოლო მოდელის რუსული ტანკების გამოყვანით აზერბაიჯანმა თავისი მსყიდველობითი უნარის დემონსტრირება მოახდინა (ფოტო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი).

სამხედრო აღლუმი ბაქოში

2013 წლის 6 ივნისის სამხედრო აღლუმის დროს ჯარისკაცები ტრიბუნის წინ საზეიმო მარშით გადიან (ფოტო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი).

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

პრეზიდენტი ალიევი ხალხს მიმართავს (ფოტო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი).

აზერბაიჯანის სწრაფად მზარდი სამხედრო ძალა რეგიონში მღელვარების მიზეზი ხდება, ანალიტიკოსები კი თვლიან, რომ ეს გაზრდის კონფლიქტის განახლების რისკებს.

პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თავის გამოსვლებში ხშირად ტრაბახობს იმით, თუ რა მოცულობის თანხის დახარჯვა შეუძლია შეიარაღებაზე გაზითა და ნავთობით მდიდარ მის ქვეყანას. 26 ივნისს გამართულ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას მან ეს შესაძლებლობა არც ამჯერად გაუშვა ხელიდან და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის წლიური ბიუჯეტი, 3,7 მილიარდი აშშ დოლარი, თითქმის ორჯერ აღემატებოდა მეზობელი სომხეთის მთავრობის ბიუჯეტს ერთად აღებულს. მაშინ როცა, ათი წლის წინ აზერბაიჯანის თავდაცვაზე გამოყოფილი თანხა მხოლოდ 160 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

„ბოლო წლებში ყველაზე თანამედროვე სამხედრო ტექნიკა შევისყიდეთ“, – განაცხადა ალიევმა თავის მიმართვაში აღლუმის დროს. „შევიძინეთ 100-მდე საბრძოლო და სატრანსპორტო შვეულმფრენი, ათობით საბრძოლო თვითმფრინავი და ყველაზე თანამედროვე საზენიტო სისტემები. [ჩვენს] ჯავშანმანქანებს, ტანკებსა და საარტილერიო ქვემეხებს შეუძლიათ მტრის ნებისმიერი სამიზნის განადგურება.“

აღლუმზე ერთმანეთის მონაცვლეობით ჩნდებოდნენ ბრონირებული მანქანები, მათ შორის ბოლო დროს რუსეთისგან შეძენილი ახალი ტანკებიც, მოედნის თავზე 100 სამხედრო თვითმფრინავი დაფრინავდა, 40 სამხედრო გემი კი კასპიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებულიყო.

ალიევმა აღნიშნა, რომ მძიმე ტექნიკის დანიშნულება არა მხოლოდ აღლუმზე დემონსტრირება, არამედ მისი სომხეთთან მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული კონფლიქტის მოგვარებაა.

თავდაცვის საკითხებში ექსპერტი და ასევე „გადამდგარ და რეზერვში მყოფ ოფიცერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი იაშარ ჯაფარლი ამბობს, რომ სამხედრო ტექნიკის შეძენა განხორციელდა იარაღის ტრადიციული მომწოდებლებისგან, როგორებიცაა რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, უმეტესწილად კი ისრაელი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა და პაკისტანი.

ივნისის შუა რიცხვებში გაზეთ „ვედომოსტიში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანს ერთი მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჯავშანმანქანა და საარტილერიო ქვემეხი მიჰყიდა.

ახალმა ამბავმა განსაკუთრებით აანერვიულა სომხეთის ხელისუფლება. აღმოჩნდა, რომ სომხეთის უახლოესი მოკავშირე, რომელიც ასევე ეუთოს მედიაციის ჯგუფის ერთი-ერთი წევრია დიდი სიამოვნებით იდებდა ჯიბეში აზერბაიჯანისგან მიღებულ მოგებას.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი სომხეთში ვიზიტისას შეეცადა წარმოეჩინა,რომ იარაღის გაყიდვა იყო ჩვეულებრივი ბიზნესი და განაცხადა, რომ ეს არ მოახდენდა რეგიონში სამხედრო ბალანსის ცვლილებას.

გარიგებას დიდ მნიშვნელობას არც პატრუშევის სომეხი კოლეგა, არტურ ბაგდასარიანი, ანიჭებს.

„არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა რუსეთისგან იარაღი შეიძინა. აზერბაიჯანი იარაღს სხვა ქვეყნებისგანაც ყიდულობს. რუსეთს თავისი ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და ამ ურთიერთობებს ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ამყარებს“, – განაცხადა ბაგდასარინმა.

რეგიონალური კველევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაკოსიანი აცხადებს, რომ რუსეთისგან იარაღის მასობრივი შესყიდვების გამო გაჩნდა შიში იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ ძალთა სათუთი თანაფარდობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაიხრება. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ აზერბაიჯანს განზრახული აქვს ყარაბაღის დაბრუნება ძალის გამოყენებით.

მთიანი ყარაბაღი ტერიტორიულად საბჭოთა აზერბაიჯანის შენადგენლობაში შედიოდა, 1990 წლებში მომხდარი ომის შემდეგ კი ის ადგილობრივი სომხური ადმინისტრაციის მიერ  კონტროლდება. ომი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება დღემდე არ არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის მიერ ბოლო დროს შეძენელი თავდასხმითი შეიარაღების თაობაზე დუმს, სავსებით ნათელი და დასაფიქრებელია ის, თუ როგორ ნაწილდება ძალთა ბალანსი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც თავის თავად საფრთხეს უქმნის არამყარ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – აცხადებს გირაკოსიანი.

„ბოლო ორი წელი გამოირჩეოდა შეტაკებების რაოდენობის ზრდით ე.წ. „ურთიერთშეხების ხაზის“ გასწვრივ, რომელიც ერთგვარი გამყოფი ხაზია ყარაბაღისა და აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებს შორის. საზღვრის დაახლოებით 1000 კილომეტრიან ზოლზე არაერთხელ დაფიქსირებულა სნაიპერების მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევები და ასევე ადგილი ჰქონდა შეტაკებებსაც. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უსუსურია უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა და როგორი ცვალებადია ძალთა ბალანსი. ამავე დროს, იზრდება საშიშროება, რომ მოხდება ლოკალიზებული კონფლიქტის ესკალაცია, რომელშიც უმალ ჩაერთვებიან დაინტერესებული გარე ძალები მათ შორის რუსეთი, თურქეთი და ირანიც კი“.

„არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს იმის საშიშროება, რომ აზერბაიჯანი უკვე მზადაა თავისი ბრაზის გამოსაშვებად თავდასხმითი შეიარაღება გამოიყენოს“, – დასძინა გირაკოსიანმა.

18 ივნისს ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელშიც შედიან რუსეთი, ამერიკა და საფრანგეთი, ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ძალისა და მუქარის  გამოუყენებლობის თაობაზე თავიანთი ვალდებულებების განახლებისკენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის მოქმედებისაგან ან რიტორიკისაგან, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს კონფლიქტის ესკალაციამდე“, – ნათქვამია განცხადებაში. „ლიდერები ხალხს მშვიდობისთვის უნდა ამზადებდნენ და არა ომისთვის“.

ეს განწყობა არ ასახულა პრეზიდენტ ალიევის გამოსვლაში აღლუმზე, რომელიც 8 დღის შემდეგ გაიმართა. მან ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა.

„ჩვენი არმია მზად უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ნებისმიერ დროს და ნებისმიერი გზით“, – განაცხადა მან.

მიუხედავად ამისა, ექსპერტი ჯაფარლი ირწმუნება, რომ მსგავსი საომარი რიტორიკა სულაც არ არის საგანგაშო. მისი თქმით, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ენთუზიაზმი შეიძინოს დიდი რაოდენობით უცხოური ძვირადღირებული იარაღი, განპირობებულია არა ომის დაწყების სურვილით, არამედ გარიგებების შედეგად „წილების“ მიღების მცდელობით.

„ეს ყველაფერი დაკავშირებულია კორუფციასა და არალეგალურ საკომისიოებთან, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში „შაპკას“ ეძახიან. შეიარაღება ძალიან ძვირი ბიზნესია და დიდი ფულის ჩადებას საჭიროებს. რაც უფრო დიდი თანხა გამოიყოფა, მით უფრო მეტი შანსი რჩება კორუფციას, ანუ „შაპკას“, – ამბობს ის.

„აზერბაიჯანი-ატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაციის“ ანალიტიკოსი ელხან მეჰდიევი ეთანხმება იმ აზრს, რომ დიდი რაოდენობით ძვირადღირებული კონტრაქტების ხელმოწერისას გადამწყვეტი ფაქტორი იყო კორუფცია.

„არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი ანგარიში, მათ შორის არც პარლამენტში,  იმის თაობაზე თუ რა შეიძინა მთავრობამ და რა თანხა დაიხარჯა ამისთვის“, – აცხადებს ის.

„სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის „იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო ტენდენციები“ მიხედვით, 2011-212 წლებში აზერბაიჯანმა ისრაელისგან შეიძინა „ზედაპირი-ჰაერი“ კლასის საზენიტო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, სამხრეთ აფრიკისგან 60 ერთეული ბრონეტრანსპორტიორი, რუსეთისგან 39 სამხედრო შვეულმფრენი, თურქეთისგან 30 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი და ასევე 16 უპილოტო თვითმფრინავი ისრაელისგან და კიდევ ათი ავსტრიისგან.

ეს მონაცემები არ მოიცავს იმ შესყიდვებს, რომლებზეც გაზეთ „ვედომოსტიში“ იყო საუბარი. მათ შორისაა, საქვემეხო და სარაკეტო საარტილერიო დანადგარები, ქვეითი ჯარის ჯავშანტრანსპორტიორები, ყველაზე უკანასკნელი მოდელის 94  ერთეული T-90 ტიპის ტანკი, რომელიც არა აქვს სომხეთს.

სომხეთის ხელისუფლებას აღელვებს შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს აზერბაიჯანის მზარდ შეიარაღებას, თუმცა ამავე დროს მას უსაფრთხოების კუთხით თავისი დიდი ხნის პარტნიორის იმედი აქვს, მით უმეტეს, რომ რუსეთის დიდი სამხედრო ბაზა კვლავ ქალაქ გიუმრიში რჩება.

თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს მონაწილეობის მიღებას შეარაღებისთვის ბრძოლაში,თუმცა აპირებს თვალი ადევნოს მოვლენების განვითარებას.

„აზერბაიჯანის შეიარაღება არ შეიძლება არ გვაღელვებდეს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს გასულ თვეს. „თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთთან ჩვენი თანამშრომლობა ისეთ მაღალ დონეზეა, რომ ჩვენ შეგვიძლია რეგიონში პოლიტიკური წონასწორობის შენარჩუნება არა მხოლოდ რიცხობრივად, არამედ ხარისხობრივადაც“.

„მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში სერგეი მარკედონოვი ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს და ამბობს, რომ მოსკოვის და სომხეთის ურთიერთობები ფუნდამენტურად განსხვავდება იმ სავაჭრო კავშირებისგან, რაც რუსეთსა და აზერბაიჯანს გააჩნია.

„მოსკოვი აზერბაიჯანთან ურთიერთობას განიხილავს როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას, ხოლო სომხეთთან როგორც სტრატეგიულ მოკავშირეობას. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აზერბაიჯანზე იარაღს მოგების მიღების მიზნით ყიდის, სომხეთს კი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ფარგლებში იარაღს დაბალ ფასად აწვდის“, – ამბობს ის. „უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს ბაზარი აკავშირებს, ხოლო რუსეთისა და სომხეთის- ალიანსი “.

რაჩია პეტროსიანცი, სამხედრო ექსპერტი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებს, რომ მისი ქვეყანა უფრო მეტი იარაღის შესყიდვას ახორციელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისაგან შესყიდული იარაღით რეგიონში შეიარაღების ბალანსი არ ირღვევა, ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს. სომხეთიც ყიდულობს იარაღს და აძლიერებს თავის არსენალს განსაკუთრებით, სარაკეტო არტილერიის სისტემებით“, – ამბობს ის. „ამასთან ერთად, პოლონეთთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ვახდენთ T-72 ტანკების მოდერნიზებას. ისინი თავისი კლასით ბევრად უსწრებს აზერბაიჯანის მიერ ნაყიდ T-90 ტიპის ტანკებს“.

პეტროსიანცის თქმით, იმისთვის რომ მოხდეს არსებული შეიარაღების მაქსიმალურად სრულყოფილი გამოყენება, საჭიროა უფრო მეტი თანხა გამოიყოს სომხური ჯარის გასაწვრთნელად.

ეკატერინა პოღოსიანი, საინფორმაციო სააგენტო „მედიამაქსის“ რეპორტიორია ერევანში.

შაჰლა სულთანოვა, თავისუფალი ჟურნალისტია ბაქოში.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შაჰლა სულთანოვა
თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT