სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სამოქალაქო ჟურნალისტიკა მშვიდობისათვის

0 კომენტარი
 2011 წლის 2 დეკემბერი   ავტორი: გიორგი კუპატაძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ნათია ღერკენაშვილი სამოქალაქო ჟურნალისტია, იგი კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და თვეში ერთხელ დასახლების პრობლემატურ საკითხებზე მეზობლებთან ინტერვიუებს წერს ხოლმე. ნათია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის პროექტში მონაწილეობს და სხვა სამოქალაქო ჟურნალისტებთან ერთად „დევნილთა ამბებს“ აკეთებს. დევნილთა ამბები საქართველოს რეგიონალური რადიოების ეთერით გადაიცემა. ნათიას აზრით, იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილ სამოქალაქო ჟურნალისტებთან ურთიერთობა უფრო უადვილდებათ და მათთან უფრო გახსნილები არიან.

შიდა ქართლში სულ უფრო პოპულარული ხდება ახალი მედია. რიგითი ადამიანები, რომლებსაც ეს მიმართულება აინტერესებთ, აქტიურობენ სოციალურ ქსელებში, ქმნიან ბლოგებს და ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებენ. გიორგი ედიშერაშვილი ინტერნეტგამოცემა „ქართლი.გეს“ ჟურნალისტია. მისი აზრით, ახალ მედიაში დამოუკიდებლობის ხარისხი მეტია, სამოქალაქო ჟურნალისტი კი ცენზურისგან თავისუფალია, რადგან თვითონ არის ინფორმაციის შემგროვებელიც, რედაქტორიც და გამავრცელებელიც.

გიორგის აზრით, სამოქალაქო ჟურნალისტიკას კონფლიქტების მოგვარებაშიც დიდი როლი შეუძლია ითამაშოს. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR)  ხელს უწყობს საქართველოში ახალი მედიის განვითარებას. სამოქალაქო ჟურნალისტებისთვის პერიოდულად ტრენინგ-სემინარები ტარდება ხოლმე. ბოლო ტრენინგი მშვიდობის მშენებლობაზე, ადამიანის უფლებებსა და ტოლერანტობის თემებზე გაიმართა.ჟურნალისტებმა და სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების შინაარსზე, მრავალარხიან დიპლომატიაზე, მშვიდობის მშენებლობაში ქალის როლზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ტოლერანტობის არსსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე.

საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრების ხელშემწყობი ხშირ შემთხვევაში მედიაა, ამიტომ ჟურნალისტების ამ მიმართულებით განათლება  სტერეოტიპების დაძლევას უნდა ემსახურებოდეს. ჟურნალისტი არინა თავაქარაშვილი მიიჩნევს, რომ, პროპაგანდისგან განსხვავებით, სამოქალაქო ჟურნალისტებს მეტი შანსი აქვთ, რომ კონფლიქტის მეორე მხარეს მყოფ ასევე მოქალაქე ჟურნალისტებთან კონტაქტები დაამყარონ და მათთან ერთად საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყონ ხელი.

მანანა მებუკე ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერია. ახალგაზრდა ჟურნალისტებს ის ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის მნიშვნელობასა და ამ დიალოგის პროცესში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მისი აზრით, საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად უნდა ჩაერთონ მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ამ მიმართულებით კი ჟურნალისტების მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი სამოქალაქო ჟურნალისტებთან ურთიერთობის გაგრძელებას და მათ მომზადებას მომავალშიც გეგმავს. სპეციალური ტრენინგები მიეძღვნება მულტიმედიის ათვისებას. ინტერნეტბლოგებისა და  რადიორეპორტაჟების გარდა, მათ უკვე ვიდეორეპორტაჟების მომზადებაც შეეძლებათ.

გოგა აფციაური
რადიო “თავისუფლება” RFE/RL

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი გიორგი კუპატაძე
გიორგი კუპატაძე, IWPR-ის რედაქტორია საქართველოში.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT