სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

საქართველოში ჰეპატიტი არ კონტროლდება

0 კომენტარი
 2013 წლის 13 თებერვალი   ავტორი: მანანა ვარდიაშვილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ ფარავს ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯებს.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (მარცხნივ). ფოტო: ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი

მანანა ვარდიაშვილი – კავკასია

საქართველოს ჯანდაცვის სისტემას უჭირს C ჰეპატიტის მაღალ მაჩვენებელთან გამკლავება, ყოველი მეთოთხმეტე ადამიანი ქვეყანაში ვირუსის მატარებელია.

ოფიციალური სტატისტიკით 200 000 ადამიანია ინფიცირებული, რაც მოსახლეობის 6.7% შეადგენს. შედარებისათვის, ეს მაჩვენებელი 2.5%- ია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის ერთი პროცენტიც არ არის ინფიცირებული.

წამლების წარმოუდეგენელი სიძვირის გამო მკურნალობის კურსი ჩატარებული აქვს 10 დაავადებულიდან მხოლოდ ერთს. 1000 პაციენტი ღვიძლის გადანერგვის მოლოდინშია, რისი საჭიროებაც ავადმყოფობის გვიან სტადიაზე დგება.

39 წლის გიას C ჰეპატიტის დიაგნოზი 2008 წელს რიგითი სამედიცინო შემოწმების დროს დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა დაზღვევა სადაზღვეო კომპანიამ უარი განაცხადა მკურნალობის დაფინანასებაზე.

„ანალიზების ფული ჩემით გადავიხადე, ძალიან ძვირი დამიჯდა. ექიმმა მკურნალობის დაწყება მირჩია. გადავიწყვიტე სესხის აღება ხარჯების დასაფარად, ამასობაში სამსახურიდანაც გამომიშვეს ჰეპატიტის გამო,“ ამბობს გია. „მას შემდეგ სტაბილური სამსახური არც მქონია, შესაბამისად მკურნალობაზე ვერც ვიოცნებებ.“

პაციენტებს ორი ანტივირუსილი პრეპარატით მკურნალობენ- ინტერფერონი და რიბავერინი. 24 კვირიანი კურსი, ორივე წამლის გამოყენებით, 10 000 ლარამდე ჯდება. ეს წარმოუდგენლად დიდი თანხაა ქვეყნისთვის, სადაც დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 700 ლარია. საქმე ხშირად მკურნალობამდეც კი ვერ მიდის, რადგან მხოლოდ გამოკვლევა  ჯდება 1600 ლარი, ეს კი ბევრისთვის მიუწვდომელი თანხაა.

საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის განცხადებით ქვეყნის ბიუჯეტში ამდენი ადამიანის სამკურნალოდ თანხა უბრალოდ არ მოიპოვება.

„C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული 200 000 ადამიანიდან მკურნალობა დაახლოებით 20% ესაჭიროება. ამისათვის 800 მილიონი ლარი იქნებოდა საჭირო. ათას ადამიანს ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება, ეს ოპერაცია მხოლოდ საზღვარგარეთ კეთდება და 300 000-500 000 ევრო ჯდება,“ განაცხადა მან. „საქართველო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 650 მილიონ ლარს შეადგენს. მთლიანი ბიუჯეტიც რომ მივმართოთ ჰეპატიტით ინფიცირებულთა სამკურნალოდ თანხა მაინც არ იქნება საკმარისი.“

ექიმი ინფექციონისტების თქმით მონაცემები ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის  შესახებ არაზუსტია. 200 000 ადამიანი 2004 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, ამჟამინდელი  მაჩვენებელი კი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს.

„არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა თუ რამდენი ადამიანია C  ჰეპატიტით ინფიცირებული ან დაავადების რა სტადიაზე იმყოფებიან ისინი,“ ამბობს ექიმი – ინფექციონისტი ლალი შარვაძე. “ის მონაცემები რაც ჩვენ გაგვაჩნია მიუთითებს იმაზე, რომ დაავადებულთა მხოლოდ ათი პროცენტი იღებს სათანადო მკურნალობას.“

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით C ჰეპატიტის მკურნალობა მხოლოდ შიდსის ვირუსით დაავადებული პაციენტებისთვის არის უფასო.

ქართველი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი  ამჟამად ინგლისში ცხოვრობს და C ჰეპატიტის მკურნალობას იქ იტარებს. ის თავის გამოცდილებას საზოგადოებას ბლოგის მეშვეობით უზიარებს. მისი თქმით საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც არც ისე ბევრი ფული აქვს უნდა გაითვალისწინოს წარსულის გამოცდილება და წამლებზე ფასები დაარეგულიროს.

„ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ზიანის შემცირების ქსელმა“ ასეთ ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან მოლაპარაკების შემდეგ საგრძნობლად შეამცირა მკურნალობის საფასური. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფომ თუნდაც რამდენიმე ასეული ადამიანის მკურნალობის კურსზე ტენდერი გამოაცხადოს – გარანტიას გაძლევთ, რომ საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის ფასი საგრძნობლად შემცირდება. ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.“

მანანა ვარდიაშვილი თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოში

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი მანანა ვარდიაშვილი


მსგავსი სტატიები:


C ჰეპატიტი: საგანგაშო მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაში
აპრილი 24, 2013


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT