სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

საქართველოში ქალები პოლიტიკაში კვოტების გაზრდას ითხოვენ

0 კომენტარი
 2015 წლის 30 მარტი   ავტორი: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


საკანონმდებლო რეფორმის მიუხედავად, ქალები „მაჩოების“ სამყაროში კვლავ არასაკმარისად არიან წარმოდგენილი.

პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი აქცია თბილისში

პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი აქცია თბილისში 2015 წლის 8 მარტი (ფოტო: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა).

პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი კამპანია ბოლო დროს სულ უფრო აქტიური ხდება, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ქალთა წარმომადგენლობა ტრადიციულად მამაკაცებით დომინირებულ სისტემაში არათუ გაიზარდა, პირიქით, შემცირდა კიდეც.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები, კონფერენციები, საზოგადოებრივი შეხვედრები და კონცერტები.

„დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი რომ გვყოლოდა, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლებოდა და ცხოვრებაც უფრო უკეთესი იქნებოდა,“, – ამბობს თბილისში გამართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილე, სტუდენტი მარიამ გეგეჭკორი. „ნამდვილად მსურს, რომ პარლამენტში ქალები და კაცები თანაბარი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი.“

ფაქტები ცხადჰყოფს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ჯერ-ჯერობით პროგრესი არ შეინიშნება. პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მხრივ მონაცემები უცვლელია, ზოგიერთ სფეროში შემცირებულიც კი.

[pullquote]
„კულტურული და ეროვნული ტრადიციები“ და დისკრიმინაციული სტერეოტიპები კვლავაც რჩება ბარიერად ქალებისთვის
[/pullquote]

150 წევრიან პარლამენტში მხოლოდ 17 ქალია წარმოდგენილი, ანუ დაახლოებით ათიდან ერთი. სულ უფრო „მამაკაცური“ ხდება მდგომარეობა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებში, თუ 1998 წელს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში წევრთა 14 %-ს ქალები წარმოადგენდნენ, შარშანდელი მონაცემებით მათი რიცხვი 10%-მდეა შემცირებული. ამ მხრივ, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საკრებულოებში, იქ ქალ წევრთა რაოდენობა საშუალოდ 12%-ია.

საქართველოში 12 თვითმმართველი ქალაქია და ყველა ქალაქის მერი არის მამაკაცი.

2010 წლიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე. 2013 წელს, ევროკავშირის მოთხოვნით, საქართველომ შეიმუშავა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართულია გენდერული თანასწორობის მისაღწევად. გეგმის მიზანია ქალი ლიდერების გამოვლენა და ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში.

პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ხათუნა გოგორიშვილი თვლის, რომ სისტემური რეფორმები და კულტურულ ცვლილებები ერთდროულად უნდა ხორციელდებოდეს.

გოგორიშვილი თვლის, რომ პირველ რიგში, ქართული პოლიტიკა ქალებისთვის უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს, რაც მისი აზრით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალების უმეტესობა პოლიტიკას ქალის საქმედ არ მიიჩნევს“.

მეორე მხრივ, აუცილებელია განათლებისადმი მიდგომის შეცვლა. გოგორიშვილი თვლის, რომ „უნდა შეიცვალოს სიტუაცია, როდესაც გოგონები და ქალები ოჯახის და შვილების გამო უნივერსიტეტებში სწავლას თავს ანებებენ. მაქვს სტატისტიკური მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ უნივერსიტეტებში სწავლას თავს ანებებენ უმეტესად ქალები, რომლებიც გათხოვდნენ და გააჩინეს შვილები. ამ ახალგაზრდა ქალებმა არჩევანი გააკეთეს ოჯახსა და განათლებას შორის“.

„ნიდერლანდური ინსტიტუტი – მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კულტურული ნორმები მნიშვნელოვნ ზეწოლს ახდენს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე.

„ეს განსაკუთრებით იგრძნობა ეროვნულ უმცირესობათა თემებში, სადაც ქალების ძალიან მცირე ნაწილი ღებულობს სრულ უმაღლეს განათლებას და ცდილობს კარიერის გაკეთებას. მათი უმეტესობა ოჯახებს ქმნის, მერე კი, ქმრები აღარ უშვებენ გარეთ,“ – განაცხადა ცუცქირიძემ ჩვენთან საუბრისას.

ცუცქირიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მუშტი-კრივის, „მაქინაციების და მაჩოს კულტურის მქონე“ უხეში ქართული პოლიტიკური ცხოვრება არამიმზიდველია ქალებისთვის.

[pullquote]
მუშტი-კრივის, „მაქინაციების და მაჩოს კულტურის მქონე“ უხეში ქართული პოლიტიკური ცხოვრება არამიმზიდველია ქალებისთვის
[/pullquote]

რაც შეეხება თანამდებობზე არჩეულ ან ნომინირებულ ქალებს, აქ საგულისხმოა ის, რომ არა მხოლოდ პარტიები იკავებენ თავს მათი წარდგენისაგან, არამედ ამომრჩეველიც ნაკლებად უჭერს მხარს ქალ კანდიდატს.

არსებული ვითარების შესაცვლელად, ბევრის აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის კვოტების სისტემის შემოღება.

კვოტების აუცილებლობაზე საუბრობენ „ახალი მემარჯვენეები“, რომლებსაც მომზადებული აქვთ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი.

„კვოტები არ წარმოადგენს ერთგვარ პრივილეგიას“, – აცხადებს ჩვენთან საუბრისას პარტია ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია. „კვოტები გულისხმობს თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას ქალებისთვისაც და კაცებითვისაც. ეს არის კომპენსაცია იმ ბარიერებისა და დისკრიმინაციისთვის, რასაც ქალები აწყდებიან პოლიტიკურ ცხოვრებაში შესვლის დროს“.

ნაჭყებიას განცხადებით, მათ მიერ წარმოდგენილი კვოტების სისტემა შეეხება როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით არჩეულ წევრებს, რადგან საქართველოს პარლამენტი შედგება 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან.

„თუ კვოტები სავალდებულო გახდება მხოლოდ პროპორციული ნაწილისთვის, ჩვენ მივიღებთ მხოლოდ 36 ქალს 150 წევრიან პარლამენტში,“ – დასძინა მან.

გოგორიშვილის აზრით, პარტიებისთვის ბიძგის მიცემაა საჭირო, იმისთვის, რომ მათ პარტიულ სიაში უფრო მეტი ქალი შეიყვანონ. მისი აზრით, ეს შეიძლება იყოს როგორც კვოტების მინიჭება, ისე სახელმწიფოს მხრიდან პარტიისთვის დამატებითი დაფინასების გამოყოფა.

რამდენიმე წლის წინ, ევროკავშირის რეკომენდაციით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გულისხმობს ფინანსური წახალისებას სქემის შემოღებას იმ პარტიებისთვის, რომლებიც არჩევნების დროს ქალ კანდიდატებს წამოაყენებენ.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამის დირექტორი ერიკა კვაპილოვა აცხადებს, რომ გენდერული თანასწორობისკენ მიმართულ ნაბიჯებში იგრძნობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, განსაკუთრებთ, ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის გენდერულ და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე და რომელიც ოჯახურ ძალადობას დანაშაულად აღიარებს.

ის ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ „კულტურული და ეროვნული ტრადიციები“ და დისკრიმინაციული სტერეოტიპები კვლავაც რჩება ბარიერად ქალებისთვის, რომლებიც მამაკაცების გვერდით თანაბარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ.

თბილისში მცხოვრები 40 წლის გიორგი მამნიაშვილი ცვლილებებისთვის ნაკლებად არის მზად.

„არ ვისურვებდი, რომ ჩემი ცოლი მინისტრი ან დეპუტატი იყოს. ყველა მასზე ილაპარაკებს, გალანძღავს, ყველას ხომ ვერ მოაწონებ თავს,“ – ამბობს ის. „მერე, შვილები როგორ უპასუხებენ, თუ ვინმეს დედის ტელევიზორში ნალაპარაკები არ მოეწონება?’’

რეგინა ეგოროვა-ასკეროვა, IWPR საქართველოს ვებ რედაქტორი.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT