სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

საქართველოს პრეზიდენტი პარტიის დამარცხებას აღიარებს

0 კომენტარი
 2012 წლის 18 ოქტომბერი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მიხეილ სააკაშვილს შეუძლია პრეზიდენტის თანამდებობა მომავალ წლამდე შეინარჩუნოს, თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ კურსს მისი მთავარი ოპონენტი კოალიციის ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს.

თეო ბიჭიკაშვილი – კავკასია

კავკასიის საინფორმაციო სამსახურის 660-ე გამოშვება,

2012 წლის 2 ოქტომბერი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ოლესია ვართანიანის ფოტო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (с) ოლესია ვართანიანი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩენები წააგო შესაბამისად, პირველად ქვეყნის ისტორიაში, მოქმედმა ხელისუფლებამ დამარცხება აღიარა.

სააკაშვილმა 2 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში საჯარო განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა. ხმათა 30%-ის დათვლის შედეგად, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.2 % აიღო, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 41.5 %. თბილისის ზოგიერთ ოლქში ოპოზიციურმა გაერთიანებამ ხმების 70 % დააგროვა.

„არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით აშკარაა, რომ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა“,-განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო მიმართვაში და დასძინა: „როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მსურს განვაცხადო, რომ ჩვენ ოპოზიციაში გადავდივართ. ჩვენ როგორც ოპოზიციური ძალა,  ვიბრძოლებთ, ქვეყნის მომავლისთვის, იმისათვის, რომ ყველაფერი რაც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში მომავალ თაობას შევუნახოთ”.

მას შემდეგ, რაც ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა და ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა, ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ და გამარჯვებას გვიან ღამემდე ზეიმობდნენ.

სააკაშვილს შეუძლია სახელმწიფოს მეთაურად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩეს, მაგრამ ვინაიდან ეს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადაა, მას 2013 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის არჩევა შეეძლება, ამ უკანასკნელის უფლებამოსილება კი მნიშვნელოვნად გაიზრდება მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წლამდე პრემიერ მინისტრს სააკაშვილი ნიშნავს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, იმას თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ.

ასორმოცდაათკაციან პარლამენტში ძალაუფლების საბოლოო გადანაწილებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ 77 პარლამენტარი პროპორციული წესით კომპლექტდება, დარჩენილი ნახევარი კი მაჟორიტარული.

„საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს, და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით მონიჭებულ ფარგლებში ხელს შევუწყობ, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა. ჩემთვის მიუღებელია ამ კოალიციის შეხედულებები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები მცდარია, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სააკშვილმა.

ივანიშვილმა ღიად გამოხატა, პრემიერ-მინისტრობის სურვილი. ის დარწმუნებულია, რომ როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული წესით არჩეული „ქართული ოცნების“ წარმომადგენები წარმატებით შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.

“სამცხე-ჯავახეთის გარდა, ყველა რეგიონში დიდი უპირატესობით მოვიგეთ. სავარაუდოდ, პარლამენტში 100-ზე მეტ ადგილს ავიღებთ, შესაძლოა ეს 110-120 იყო “, – განაცხადა ივანიშვილმა

2011 წლის შემოდგომაზე ივანიშვლის ოპოზიციაში გადასვლამ ქართული პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა.

ხელისუფლება არაეფექტურად ცდილობდა მის შეჩერებას, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის არმიცემითაც, იმდროისათვის ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონა. ამის მიუხედავად, ივანიშვილმა სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პარტიების გაერთიანება მაინც შეძლო.

უნდა აღინიშნოს, რომ ნელ-ნელა ქრება დაძაბულობის შიში, რომელიც შესაძლოა არჩევნების შედეგების არაღიარებას გამოეწვია.

სააკაშვილმა არჩევნების შედეგების მიმართ ნათლად გამოხატა თავისი პატივისცემა.

„მე, როგორც პრეზიდენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ პროცესს, იმისა, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა. დარწმუნებული ვარ რომ, მომდევნო რამდენიმე თვის განმალობაში,  ახალი პარლამენტი შეძლებს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას“,- განაცხადა მან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვეების გარეშე ჩაიარა.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ არჩევნები ჰარმონიულ და მშვიდ ვითარებაში-გამჭვირვალედ ჩატარდა. მჯერა, რომ მიღებული შედეგი, ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს“, განაცხადა ხარატიშვილმა.

ასევე, დადებითია დამოუკიდებელი დამკვირვებლების პირველადი შეფასებებიც.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რომელიც არჩევნების პროცესს აკვირდებოდა, მიესალმება შედეგს და აღნიშნა, რომ „საარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო“, და „ზოგ შემთხვევაში ძალადობის გამოვლინებით ხასიათდებოდა“.

,,საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული არჩევნების კონსოლიდირებულად ჩატარებისთვის, და ველით, რომ ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან თავის ნებას თვისუფლად გამოხატავს“,- განაცხადა ტონიო პიცულამ, ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა.

გარკვეული პროცედურული დარღვევების მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც  ადასტურებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ საიამ შეშფობა გამოხატა ხაშურის N35 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბნის საარჩევნო პროცესში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საკითხი საოლქო საარჩევნო კომისიაშიც დააყენა.

თეო ბიჭიკაშვილი – დამოუკიდებელი ჟურნალისტია საქართველოში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?
დეკემბერი 7, 2018

სად არიან ქალები სომხეთის რევოლუციაში?
მაისი 28, 2018

არჩევნები საქართველოში და მისი გავლენა რეგიონზე
ოქტომბერი 27, 2013


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT