წეროვნის დევნილთა დასახლებას ივნის-ივლისის თვეში (18 დღის განმავლობაში) სასამელი წყლის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივი მთავრობის გაცხადებით, მიზეზი წყლის დეფიციტი იყო, რაც დევნილების მიერ სასმელი წყლის ჭარბმა გამოყენებამ გამოიწვია.
“2000 ოჯახში მუდმივად მოშვებული ონკანის გამო, წნევა დაეცა და დასახლებაში წყლის პრობლემა შეიქმნა”, – განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ყოჩიშვილმა. მისივე თქმით, წეროვანის კეთილმოწყობის სამსახურის ერთკვირიანი მუშაობის შედეგად, მოსახლეობის ნაწილს გრაფიკით წყალი უკვე მიეწოდება.
ვრცლად მოისმინეთ ნანა კახნიაშვილის რეპორტაჟი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4633″]