სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

შეხვედრა ერგნეთში

0 კომენტარი
 2012 წლის 7 მაისი   ავტორი: გოგა აფციაური

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 22-ე  შეხვედრა ერგნეთში მილოცვებით და დამშვიდობებით დაიწყო. შეხვედრის მონაწილეები ოსური დელეგაციის ხელმძღვანელს მერაბ ჩიგოევს, დეფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურორად დანიშვნას ულოცავდნენ და შეხვედრის ფორმატიდან ემშვიდობებოდნენ.

გადაცემა დევნილთა ამბების  23-ე  გამოშვება, შიდა ქართლი

ავტორი: გოგა აფციაური

ერგნეთის შეხვედრა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები მოლაპარაკებების კარვის წინ ერგნეთში (ფოტო: გოგა აფციაური)

მოისმინეთ:

https://reporter.ge/wp-content/uploads/2012/05/devnilta_ambebi_23_012.mp3

ჩიგოევმა შეხვედრის ბოლოს განაცხადა, რომ მას გაწონასწორებული და განათლებული პირი შეცვლის, რომელიც ქართულ–ოსურ მოლაპარაკებეში გარკვეულია, თუმცა შემცვლელის გვარი არ დაუსახელებია. რაც შეეხება შეხვედრის დღის წესრიგს. დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ტახტისძირში რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მწყემსი დააკავეს და ნახირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, ამ ინციდენტზე რეაგირება ოპერატიულად მოხდა და შეხვედრის მიმდინარეობისას მწყემსიც და საქონელიც სოფელში დააბრუნეს.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა წინათ დაპატიმრებული 4 ქართველის და რამდენიმე დღის წინ სოფელ კნოლევთან დაკავებული, ადგილობრივი მცხოვრების ზვიად კობერიძის გათავისუფლება მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ამ დაკავების შემდეგ კობერიძეს მეუღლე გარდაეცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს მერაბ ჩიგოევმა მას პირობა მისცა, რომ კობერიძის საკითხში გაერკვევა და მისი გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხდება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაღმვითი სამუშაოები დაიწყება. მხარეები იქ შესული გამნაღმველების უსაფრთხოების გარანტიებს იძლევიან. ბოლო პერიოდში ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ნაღმი ამოქმედდა, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეებში მსხვერპლი გამოიწვია. უტიაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმება უპრობლემოდ მოხერხდა.

შეხვედრის დასასრულს ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა ქართველ და ოს ჟურნალისტებთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა და ის პოზიტიურად შეაფასა, მისი თქმით ბოლო პერიოდში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა. ერთი თვის განმავლობაში ასეთი 15 ფაქტი დაფიქსირდა და დაკავებულთა უმრავლესობა დაჯარიმებული და გათავისუფლებულია, ოსური მხარე ქართულ მხარეს საქართველოს ციხეებში მყოფი, 26 ოსი ეროვნების მოქალაქის სასჯელების გადახედვისკენ მოუწოდებს. ზოგიერთ მათგანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მერაბ ჩიგოევმა ერგნეთში ბაზრობის გახსნის იდეაზეც ისაუბრა, ეს ინიციატივა დეფაქტო რესპუბლიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ერთხელ უკვე გააჟღერა. ჩიგოევის აზრით, თავის დროზე ბაზრობის დახურვა დიდი სისულელე იყო და თუ ქართულ მხარესთან შეხების წერტილს იპოვის, ოსური მხარე ამ საკითხს ერგნეთის მომავალი შეხვედრებისთვის მოამზადებს. ამ ინიციატივის შესახებ ქართულ მხარეს ჯერ ჩამოყალილებული პოზიცია არ გააჩნია, უტიაშვილის აზრით ქართული პოზიცია ოსური მხარის წინადადების გაცნობის შემდეგ დაფიქსირდება.

ოსური მხარის ინიციატივის შესახებ ერგნეთში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკვე ცნობილია, ლია ჩლაჩიძის აზრით ბაზრობის გახსნით არამარტო ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, არამედ გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება. “ორივე მხარეს საზღვრისპირა სოფეში მცხოვრები მოსახლეობა მზადაა აღდგეს ბაზარი. მე ვფიქრობ, რომ ერგნეთის ბაზრობის აღდგენა აუცილებელია,”-განაცხადა ლია ჩლაჩიძემ.

ოსური მხარე ერგნეთის ბაზრობის საკითხზე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც როკის გვირაბი სარემონტო სამუშაოებისთვის დაიკეტა, ცხინვალში ვარაუდობენ, რომ სავენტილაციო გვირაბის გრაფიკით მუშაობა დეფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში პროდუქციის დეფიციტს შექმნის, რაც ფასების ზრდას გამოიწვევს, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში 25 მაისს გაიმართება.

 

    გააზიარე

ავტორი გოგა აფციაური
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და 2014 წლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მშვიდობის ჟურნალისტიკაში მფლობელი.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT