• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სოფელ ტირძნისის პრობლემები და თაობათა განსხვავებული პრიორიტეტები

0 კომენტარი
 2012 წლის 4 ივნისი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


კონფლიქტის ზონის სოფელ ტირძნისში ადგილობრივი მოსახლეობა ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას და ბუნებრივი გაზის გაყვანს ითხოვს, ახალგაზრდების აზრით  კი სოფლის ინტერნეტიზაცია უფრო მნიშვნელოვანია.

საუბნო მრიცხველზე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულმა ოჯახმა რა ღირებულების ელექტროენერგია მოიხმარა, ამიტომ უბნებში ხშირია კონფლიქტები და იმის გარკვევა, თუ ვინ მეტი და ვინ ნაკლები დახარჯა. ტირძნისელების თქმით, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება მრავალ პრობლემას მოხსნის.

“ჩენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. მეზობელ სოფლებში დიდი ხანია დააყენეს მრიცხველები და ჩენს სოფლებში ჯერ-ჯერობის გვპირდებიან, მაგრამ…  პრობლემას გვიქმნის უბანს, თუ ერთი ოჯახი არ გადაიხდის, მთელს უბანს გვიჭრიან შუქს”, – განაცხადა “დევნილთა ამბებთან” საუბრისას ტირძნისის მკვიდრმა, რომელმაც სახელის დასახელება არ ისურვა.

ტირძნისში ბუნებრივი აირის გაყვანასაც ითხოვენ. მართალია, სოფელში დიდი ხნის წინ გაიყვანეს ცენტრალური მილსადენი, მაგრამ შიგნით აირი არავის გაუშვია. კონფლიქტის ზონის სოფელში ზამთარში შეშით მომარაგება მუდმივად პრობლემაა, რადგან მიმდებარე ტყეები რუს მესაზღვრეებს აქვთ დაკავებული და იქ შესვლა ცალკეუ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

“მეოთხე წელიწადია, რაც ჩვენს სოფელში გაზის მილები გაიყვანეს, მაგრამ გაზი ჯერ არ გაუშვიათ. გვპირდებიან, რომ გაზს გაუშვებენ, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. გაზს არ უშვებენ ის მილები აღარ ვარგა…  ყველაფერი ისევ თავიდანაა გასაკეთებელი და რავიცი.. გამკეთებელი არავინ არ ჩანს ჯერჯერობით”, – განაცხადა “დევნილთა ამბებთან” საუბრისას ტირძნისის მკვიდრმა, რომელმაც სახელის დასახელება არ ისურვა.

ტირძნისელი ახალგაზრდების აზრით, სოფლის ინტერნეტიზაციაა უფრო მნიშვნელოვანია. მეზობელ სოფელ ტყვიავში ინტერნეტი უკვე შეყვანილია, ამიტომ ტირძნისელებიც მიიჩნევენ, რომ მათი განვითარებისთვის ინტერნეტი აუცილებელია.

“ახალგაზრდობას ყველაზე მეტად გვაწუხებს ინტერნეტის არარსებობა. მაგალითად, ჩვენს გვერდზე სოფელ ტყიავში არსებობს  საკაბელო ინტერნეტი, რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომს ხდის მათთის ნებისმიერი ხასიათის ინფორმაციას.  ჩვენს სოფელში თითქმის ყველა ოჯახს აქვს კომპიუტერი, მაგრამ ინტერნეტის არარსებობის გამო მათ სრულყოფილად ვერ იყენებენ”, – განაცხადა “დევნილთა ამბებთან” საუბრისას ტირძნისის მკვიდრმა, რომელმაც სახელის დასახელება არ ისურვა.

მოისმინეთ: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4488″]

ავტორი: ნათია ჭოველიძე

    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
აპრილი 9, 2017

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

შორი გზა სამხრეთ ოსეთამდე
მაისი 24, 2016


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.