• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთი-აზერბაიჯანი: რიტორიკის მიღმა

0 კომენტარი
 2013 წლის 3 ივნისი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ვირტუალური დისკუსიის მეშვეობით შეკრებილმა ექსპერტებმა განიხილეს ჩიხში შესული მოლაპარაკებები და გამოსავლის ძიების გზები.

IWPR – კავკასია

IWPR ერევნისა და ბაქოს ოფისების ხელშეწყობით გაიმართა ღია სომხურ-აზერბაიჯანული დებატები. ერთობლივი დისკუსიის თემას წარმოადგენდა იმ საკითხების განხილვა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის არსებული მტრული რიტორიკის მიღმა არსებობს.

ბაქოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა გაზეთ „ზერკალოს” და „რეალის“ („რესპუბლიკური ალტერნატივა“) წამომადგენელი ნიჯათ მელიკოვი, ხოლო სომხეთის მხიდან – ანალიტიკოსი და „გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრის“ ხელმძღვანელი სტეფან გრიგორიანი.

შეხვედრის მოდერატორი იყო ჟურნალისტი არშალუის მგდესიანი.

გრიგორიანმა და მელიკოვმა დასაწყისში მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების ჩიხში შესული პროცესი. კონფლიქტი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა, თუმცა მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამდგომლობით და ასევე რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით მიმდინარეობს.

დიპლომატიური საკითხების გარდა, მონაწილეებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე გახშირებული სროლების შესახებაც ისაუბრეს. წლების მანძილზე ყარაბაღის საზღვრისპირა ზოლზე სროლებს პერიოდულად ჰქონდა ადგილი, თუმცა ბოლო დროს ინცინდენტებმა იმატა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც.

საუბარი ასევე შეეხო რამილ საფაროვს-აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელმაც უნგრეთში სწავლის დროს ნაჯახით მოკლა თავისი სომეხი თანაკურსელი. აზერბაიჯანში ექსტრადირების შემდეგ მას გმირული დახვედრა მოუწყვეს და უმალვე შეიწყალეს. (იხილეთ: ნაჯახით-მკვლელის შეწყალება აზერბაიჯანულ-სომხურ  ურთიერთობებს უფრო ამძიმებს). ამ ინციდენტის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა.

    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016

აზერბაიჯანში გულენის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება
სექტემბერი 8, 2016


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.