სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთი-აზერბაიჯანი: შეხვედრა შედგა, თუმცა აზრთა თანხვედრა არა

0 კომენტარი
 2013 წლის 11 დეკემბერი   ავტორი: სევდა სამედოვა

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრით ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა მათი ფუნდამენტური პოზიციები ყარაბაღთან მიმართებაში უდრეკია როგორც ყოველთვის.

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი (მარცხნივ) აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს. 19 ნოემბერი, ვენა (ფოტო: სომხეთია პრეზიდენტის ვებგვერდი).

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი (მარცხნივ) აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს. 19 ნოემბერი, ვენა (ფოტო: სომხეთია პრეზიდენტის ვებგვერდი).

სევდა სამედოვა, ეკატერინა პოღოსიანი – კავკასია

ბოლო ორი წლის მანძილზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, თუმცა ოფიციალური პირების შეფასებები ხაზგასმით ცხადყოფს, რომ წინსვლის თვალსაზრისით მას დიდი შედეგი არ ჰქონია.

19 ნოემბერს ვენაში გამართული შეხვედრის დროს აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს.

მოლაპარაკებების პროცესს ეუთოს მინსკის ჯგუფი საფრანგეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის თანათავმჯდომარეობით ხელმძღვანელობს. 1994 წელს ზავის დადებით დასრულებული კონფლიქტის შემდგომი მოგვარებისთვის დიდი პროგრესი ჯერჯერობით არ შეინიშნება.

ყარაბაღის სომხური ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არასოდეს იტყვის უარს თავის დამოუკიდებლობაზე, აზერბაიჯანი კი დაჟინებით ითხოვს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენას.

სარგსიანი და ალიევი ერთმანეთს ბოლოს 2012 წლის იანვარში შეხვდნენ. ერთ ადგილას გაჩერებული მოლაპარაკებების წინსვლის თვალსაზრისით პროგრესის მიღწევა ვერც მაშინ მოხერხდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ელმან აბდულაევმა პრეზიდენტების შეხვედრა დადებითად სიფრთილით შეაფასა, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ არანაირ დათმობებს ადგილი არ ჰქონია.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა უდავოდ პოზიტიური ნაბიჯია“, – განაცხადა მან. „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება განხილვის საგანი. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი არის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა“.

მან აქვე დასძინა, რომ აზერბაიჯანი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული რჩება.

ალიევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ნოვრუზ მამედოვის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ბევრს იმიტომ არ საუბრობენ, რომ „ორი წელია, რაც სახელმწიფოს მეთაურები ერთმანეთს არ შეხვედრიან და მოლაპარაკებების პროცესმაც სტაგნაცია განიცადა“ .

„რასაკვირველია, ეს სტაგნაცია სომხეთის პოზიციის ბრალია“, – განმარტა მან. „თუმცა, რაც დრო გავიდა, სომხეთის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ასეთი პოზიცია მას სარგებელს არ მოუტანდა და ამიტომაც შედგა პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა.“

მამედოვის განცხადებით ის ფაქტი, რომ შეხვედრა შედგა თავისთავად პოზიტიური მოვლენაა და სომხეთის ხელისუფლების შემდომი ქმედებებიც ამჯერად გაცილებით უკეთესია, ვიდრე მანამდე იყო.

„სომხეთი ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის კარგად იქცევა, ეუთოს [მინსკის ჯგუფის] თვალში კარგად რომ გამოჩნდეს. შეხვედრის მერე კი ყოველთვის პროვოკაციულ და ბრალდებების შემცველ განცხადებებს აკეთებს“,  -ამბობს ის. „თუმცა, ამჯერად სომხებისგან მათთვის ჩვეული განცხადებები არ გვსმენია. მიუხედავავდ ამისა, მათი მთლიანად ნდობა მაინც გვიჭირს“.

სომხეთის პრეზიდენმა სარგსიანმა აღნიშნული შეხვედრის თაობაზე ფრთხილი ოპტიმიზმით ისაუბრა და ის შეაფასა, როგორც ახალი ეტაპი მოლაპარაკებების პროცესში.

„დავინახე, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ამ პრობლემის მოგვარების სურვილი აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის,“ – აღნიშნა მან სატელევიზიო გამოსვლისას. „ჩვენც იგივი სურვილი გვაქვს. მე პირადად მინდა ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. თუმცა, საქმე იმაშია, თუ როგორ ხედავს მის მოგვარებას აზერბაიჯანის პრეზიდენტი და რა პირობებით მსურს მისი მოგვარება მე“.

სარგსიანის განცხადებით, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში შეხვდებიან ერთმანეთს.

“თანათავმჯდომარეები რეგიონში დეკემბერში ჩამოვლენ და იმედია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე მიღწეული შეთანხმება მალე რეალობად იქცევა“ – განაცხადა მან.

აზერბაიჯანში და სომხეთში ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტზე საჭიროა გარკვეული სახის გარე ზეწოლის მოხდენა იმისთვის, რომ ისინი დათმობებზე წავიდნენ და მოხდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის ადგილიდან დაძვრა.

ანალიტიკოსი და ბაქოს ჟურნალისტიკის სკოლის ხელმძღვანელი ზარდუშტ ალიზადე აღნიშნავს, რომ ალიევს აწყობს კონფლიქტის ამჟამინდელ, „გაყინულ“ მდგომარეობაში ყოფნა.

„კონფლიქტის შენარჩუნება მას აძლევს პოლიტიკური ვაჭრობის საშუალებას და რუსეთთან პარტნიორობის გარანტიას. ამიტომაც, ბაქო უარს იტყვის ყველანაირ სამშვიდობო ინიციატივაზე“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. „არსებული სიტუაცია  მხოლოდ სომხეთისთვის არის მომგებიანი. მას სჯერა, რომ ყარაბაღის შენარჩუნებით მან უკვე მიაღწია თავის მთავარ მიზანს. ერთადერთი, რაც დარჩა ოკუპაციის ლეგალიზებაა. ამიტომაც, სომხეთი მოთმინებით ელოდება როდის დათმობს აზერბაიჯანი თავის პოზიციებს“.

ყარაბაღელი სომხების დამოუკიდებლობის მოთხოვნა გაეროს არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება გამუდმებით ითხოვს მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას. აზერბაიჯანი ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ ერევანთან აწარმოებს.

ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება სარგსიან-ალიევის შეხვედრას, მაგრამ კვლავაც აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ისიც უნდა იყოს წარმოდგენილი.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლესი დონის შეხვედრების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის გააქტიურებისთვის და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ არსებული რეალობის მიღებით და ყარაბაღის წარმომადგენლებთან პირდაპირი, შუამვლების გარეშე შეხვედრის გამართვით“.

სევდა სამედოვა თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. ეკატერინა პოღოსიანი Mediamax-ის რეპორტიორია სომხეთში.

შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია:
– მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტები

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი სევდა სამედოვა


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT