სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთი სირიის ომთან მიმართებაში ნეიტრალურ პოზიციას იჭერს

0 კომენტარი
 2014 წლის 23 მაისი   ავტორი: არპი ჰარუტუნიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ეთნიკური სომხებით დასახლებულ ქალაქზე თავდასხმის მიუხედავად, ოფიციალური ერევანი კონფლიქტში ჩარევისგან თავს იკავებს.

პატარა ქალაქი კესაბი თურქეთ-სირიის საზღვარზე (google რუკა)

არპი ჰარუტუნიანი – კავკასია

სომხეთის მოსახლეობას ძალიან აღელვებს სირიაში მცხოვრები თანამოძმეების ბედი, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ვერაფერს მოიმოქმედებს და კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.

„სომხეთი სირიის კონფლიქტში ვერავის მხარეს ვერ დაიჭერს“, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა 11 აპრილს მმართველი რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე.

ქალაქ კესაბზე განხორციელებულ თავდასხმაზე სარგსიანს კომენტარი არ გაუკეთებია. ეთნიკური სომხებით დასახლებული ეს ქალაქი 21 მარტს მეამბოხეებმა დაიკავეს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით იქ თურქეთიდან შეიჭრნენ.

თავდასხმის შედეგად დაახლოებით 400 ოჯახი იძულებული გახდა სირიის ქალაქ ლატაკიაში გაქცეულიყო. იქ ისინი სომხეთიდან ჩასულმა პარლამენტის წევრებმა მოინახულეს, რომლებმაც შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და დაგმეს თურქეთის პოლიტიკა სირიის კონფლიქტთან მიმართებაში. პარლამენტარებმა საერთაშიროსი საზოგადოებას მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისთვის ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

სომხური სათვისტომოები თურქეთის ხელისუფლებას სირიელი მეამბოხეების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, თურქეთის მხარე კი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სომხურმა დელეგაციამ ოფიციალურად დაგმო კესაბზე განხორციელებული თავდასხმა და ის ტეროროსტულ აქტად შეაფასა.

„შეტევები განხორციელდა თურქეთის ტერიტორიიდან გადმოსული ალ-ქაედას ტერორისტული ჯგუფების მიერ“, -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს  ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეის 22 წევრი აწერს, რომელთაგან 5 სომეხია. „სასტიკ ქმედებებს, რომელთა სამიზნეც ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება მოჰყვა. ექსტრემისტებმა შეურაცხყვეს კესაბის სომხური ეკლესიები და ზიანი მიაყენს მოსახლეობის საკუთრებას“.

კესაბი ისტორიული კილიკიის ნაწილია და მის მიმართ ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ ამით არის განპირობებული. ის ერთ-ერთი უკანასკნელი დასახლებაა, რომელიც შუა საუკუნეების სომხური სამეფოს, კილიკიის არსებობაზე მიუთითებს.

ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარი ერევანს სირიის კონფლიქტში ჩაურევლობისკენ მოუწოდებს.

„გამოდის რომ ერთ მხარეს მხარს ვუჭერთ, მეორეს კი მტრად აღვიქვამთ“, – ამბობს ის. „ეს კი ნიშნავს, რომ ძალაუნებურად ყველა სომეხს კონფლიქტში ვითრევთ“.

მთიანი ყარაბაღის პარლამენტის წევრი ვაჰან ბადასიანი არარეგულარული სამხედრო ძალების შეკრების და სირიის მთავრობის მხარდაჭერის ინიციატივით გამოვიდა. თავად ბადასიანი 90-იანების დასაწყისში მთიანი ყარაბაღის ომში იბრძოდა და მისი თქმით, ის მზადაა კესაბში გაემგზავროს და დაიცვას ეთნიკური სომხები.

„სომხეთი სხვა ქვეყნის სამოქალაქო ომში საბრძოლველად თავის რეგულარულ სამხედრო შენაერთებს  ვერ გააგზავნის“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. „მაგრამ ძალიან კარგი იქნება…თუ რამდენიმე ათეული ადამიანი სომხეთიდან და არცახიდან [მთიანი ყარაბაღი] მეგობრობის ხელს გავუწვდით ჩვენს ძმებს სირიაში და შევებრძოლებით თურქებს და სხვა სომეხთმოძულე ისლამისტებს“.

21 აპრილს ერევნის აეროპორტში ხუთი მოხალისე დააკავეს, რომლებიც ბეირუტის გავლით ლატაკიაში აპირებდნენ გამგზავრებას.

პრეზიდენტმა სარგსიანმა ბადასიანის წინადადებას უპასუხისმგებლო უწოდა და განაცხადა:

„ეს იქნებოდა ძალიან დაუფიქრებელი, ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდ საფრთხეში ჩააგდებდა. იმ სომხებმაც კი, რომლებიც სირიაში ცხოვრობენ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნონ“.

თუმცა, ერევანი ფართოდ უხსნის კარს სირიიდან დევნილ სომეხ მოსახლეობას.

დიასპორის საკითხებში სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლიდან სომხეთში სირიიდან 10 000 სომეხია ჩამოსული. სამოქალაქო ომის დაწყებამდე სირიაში 60 000 და ზოგი წყაროს მიხედვით 100 000 სომეხი ცხოვრობდა.

ახალჩამოსულთა უმეტესობა სხვადასხვა სერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარებით ახერხებს ცხოვრების გაგრძელებას. ხელისუფლებაში კი აქტიურად განიხილება ქალაქ აშტარაკში ლტოლვილებისთვის ახალი უბნის აშენების საკითხი, რომელსაც ახალ ალეპოს დაარქმევენ.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორცილებული დახმარების პროგრამით უკვე 56 სირიელი სარგებლობს, მათ  სუბსიდირებული სესხები მიიღეს. კიდევ 25 ბიზნეს პროექტი დაფინანსებას ელოდება.

ახალჩამოსულებს შორის 71 ექიმია, რომლებიც დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროში და მათგან 54-მა უკვე დაიწყო მუშაობა.

„რა თქმა უნდა, კარგია, რომ სომხეთი მეგობრობის ხელს უწვდის ჩვენ სირიელ თანამოძმეებს“, – ამბობს ჩეტერიანი. „თუ მათ სომხეთში ჩამოსვლა უნდათ,  აუცილებელია სათანადო პირობების შექმნა. თუმცა, ამავე დროს მნიშვნელოვანია ეს ისე გაკეთდეს, რომ უსაფრთხო ცხოვრების პირობების აღდგენის შემთხვევაში, მათ უნდა შეძლონ უკან დაბრუნება და თემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა“.

არპი ჰარუტუნიანი Armnews რეპორტიორია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი არპი ჰარუტუნიანი


მსგავსი სტატიები:


სომხეთ-თურქეთის საზღვარი ოცდაათწლიანი ლოდინის შემდეგ გაიხსნება
ივლისი 9, 2022

აზერბაიჯანში გულენის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება
სექტემბერი 8, 2016

თურქეთის ჩაშლილი გადატრიალება და მისი გავლენა კავკასიაზე
აგვისტო 7, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT