სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთი სტრატეგიული პარტნიორის არჩევანის წინაშე

0 კომენტარი
 2013 წლის 5 ივლისი   ავტორი: ვაჰე ჰარუტუნიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ექსპერტთა ნაწილი საფრთხეს მოსკოვთან ძლიერ დაახლობაში ხედავს, ნაწილი კი პირიქით მისი მფარველობის მოკლებაში.

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად (ფოტო: სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ გვერდი)

სარგსიანი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთად (ფოტო: სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ გვერდი)

ვაჰე ჰარუტუნიანი – კავკასია

სომხეთი დიდი ზეწოლის ქვეს იმყოფება, მან არჩევნი ორ რადიკალურად განსხვავეულ მიმართულებას შორის უნდა გააკეთოს . პირველი, მიზნად ისახავს ევროპულ კავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარებას, მეორე კი, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ორივე არჩევანი სარისკო იქნება ქვეყნისთვის.

24 ივნისს, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი არმენ მოვსესიანი იყო პირველი მაღალჩინოსანი, რომელმაც განაცხადა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით საბაჟო კავშირში გაერთიანება მომგებიანი იქნებოდა ქვეყნისთვის. საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმთან“ საუბრისას მან განაცხადა, რომ კავშირის წევრობა, რომელშიც უკვე შედიან რუსეთი, ბელობუსია და ყაზახეთი, სომხეთს საშუალებას მისცემს ბუნებრივი გაზი და ბირთვული საწვავი უფრო დაბალ ფასად შეიძინოს.

სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საბაჟო კავშირის წევრობას მომავალ წელს ყირგიზეთი აპირებს, გაწევრიანების სურვილი აქვს ტაჯიკეთსაც. მოსკოვი იმედოვნებს, რომ საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა დაედება საფუძვლად უფრო დიდი პროექტის ევრაზიული კავშირის შექმნას, რომლის განხორციელებასაც რუსეთი 2015 წელს გეგმავს. ამ ეტაპზე ევრაზიული კავშირის კონცეფცია საკმაოდ ბუნდოვანია და დასავლეთი მასში ხედავს კრემლის მცდელობას აღადგინოს თავისი დაკაგრული გავლენა.

ამასობაში, სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტრაიჯან ჰრისტმა, 24 ივნისს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირსა და სომხეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ თითქმის დასრულებულია და საჭიროა მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხის მოგვარება, ვიდრე ხელშეკრულებას მოეწერება ხელი ვილნიუსის სამიტზე ნოემბერში.

თუმცა, საბაჟო კავშირში გაერთიანებისაკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი უკან ხევს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს.

„ევროკავშირი ვერ მოაწერს ხელს ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებას ქვეყანასთან რომელიც არის რუსეთის ინიციატივით შექმნილი საბაჟო კავშირის წევრი,“ – განაცხადა ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მარტში. „არა მხოლოდ სომხეთი, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის სხვა წევრმა ქვეყნებმაც უნდა გააკეთონ არჩევანი.“

აღმოსავლეთ პარტნიორობა არის პროექტი, რომელიც აკავშირებს ევროკავშირს სომხეთთან, აზერბაიჯანთთან, საქართველოსთან, მოლდოვეთთან, უკრაინასთან და საბაჟო კავშირის წევრ ბელორუსიასთან.

გასული წლის დეკემბერში, დუბლინში ყოფნის დროს, აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოსკოვის გეგმებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.

„ეს არის რეგიონის ხელახალი გასაბჭოებისაკენ გადადგმული ნაბიჯი,“ – განაცხადა მან. „მას დააქრმევენ საბაჟო კავშირს, ევრაზიის კავშირს ან სხვა რამე ამდაგვარს, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვტყუვდეთ. ჩვენ ყველამ ვიცით რა არის ამის ნამდვილი მიზანი და ყველანაირი ეფექტური საშუალება უნდა გამოვიყენოთ ამის დასაყოვნებლად ან შესაჩერებლად.“

კრემლში უარყოფენ რუსეთის მხრიდან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის აღდგენის გენერალური გეგმის არსებობას, თუმცა სომეხი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გაზზე ფასის უეცარი ზრდა და რუსეთის მიერ აზერბაიჯანისათვის იარაღის მიყიდვა, არის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც სომხეთს ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანებისკენ უბიძგებს.

სომხეთში ბუნებრივი აირის გაყიდვაზე მონოპოლიის მქონე რუსულმა კომპანიამ ივლისიდან გაზის საფასური 18%-ით გაზარდა, რის გამოც სავარაუდოდ 27% -ით მოიმატებს შუქის გადასახადიც. ფასის მკვეთრი გაზრდით უკმაყოფილოა როგორც რიგითი მოქალაქეები, განსაკუთრებით მოსახლეობის ის მესამედი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ასევე ბიზნესმენები რომლებსაც ეკონომიკური შედეგები აღელვებთ. (იხილეთ: გაზი უდრის ძალაუფლებას სომხურ-რუსულ ურთიერთობებში.)

სომხეთი რუსეთს ყოველთვის მოიაზრებდა თავის უახლოეს მოკავშირედ, რაზეც მეტყველებს რუსეთის ჯარის ყოფნა ქვეყანაში. თუმცა ამა წლის ივნისში, “მოსკოვის ბიზნეს დეილის” საშუალებით, ცნობილი გახდა რომ რუსეთმა ტანკები, არტილერია და მსუბუქი საბრძოლო მანქანები მიჰყიდა აზერბაიჯანს, ქვეყანას რომელსაც სომხეთი თავის დაუძინებელ მტრად მიიჩნევს.

სამხედრო ტექნიკის აზერბაიჯნისთვის მიყიდვის თაობაზე კომენტირებისას სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი რუბენ მეჰრაბიანი აცხადებს: „არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში იმყოფება, კრემლი კი ამ ქმედებით ცდილობს დაგვანახოს რა ბერკეტებს ფლობს და რისი გაკეთება შეუძლია მას რეგიონში.“

მეჰრაბიანი მოსკოვის მიერ მართულ ეკონომიკურ გაერთიანებაში ინტეგრაციას სარისკოდ მიიჩნევს.

„სომხეთისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი პოსტ -საბჭოთა ქვეყნისთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს,“ – ამბობს ის. „ჩვენ ვერ განვიხილავთ ჩვენი ქვეყნის ამ კავშირში წევრობას, რადგან არ ვიცით რა ფასეულობებზე იქნება ის დაფუძნებული. ის შეიძლება მოიცავდეს მოსკოვისადმი იერარქიული მორჩილებას.“

თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ სომხეთი არჩევანის წინაშე დადგა მაშინ ის რუსეთის სასარგებლოდ უნდა იყოს გაკეთებული.

„ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობით სომხეთი ვერ მიიღებს იმას რასაც რუსეთთან ურთიერთობით ღებულობს,“ – განცხადება სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების რუსმა ანალიტიკოსმა სერგეი მარკედონოვმა ონლაინ გამოცემა 1in.am -ისთვის მიცემულ ინტერვიუში. „რუსეთთან ურთიერთობის წყალობით სომხეთი შეიარაღების გამალებულ ზრდაში პარიტეტს ინარჩუნებს აზერბაიჯანთან, ქვეყანასთან, რომელიც ნავთობისა და გაზის რესურსების მფლობელია. ევროპა და ამერიკა სომხეთს ასეთ შესაძლებლობას არ სთავაზობენ.“

საბჭოთა სომხეთის უკანასკნელი ლიდერი და ამჟამად დემოკრატიული პარტიის ლიდერი არამ სარგსიანი აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოება ყოველთვის იყო და რჩება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად, ამიტომაც რუსეთთან პარტნიორობა ყველა დანარჩენ სახელმწიფოსთან ურთიერთობას გადაწონის.

„სომხეთმა ხელი მოაწერა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას და შეუერთდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის საზღვრების დაცვის ვალდებულებას. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ასეთი ვალდებულება არ აუღიათ,“ – თქვა მან. „და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის, რადგან ერთი მხრიდან აზერბაიჯანი გვესაზღვერება, მეორე მხრიდან კი თურქეთი, რომელთანაც ბოლო 20 წელია საზღვარი ჩაკეტილია და რომელიც უარს ამბობს 1915 წლის სომხების გენოციდის აღიარებაზე.“

სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრი არამ ზაქარიანი უარყოფს მოსკოვის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას სომხეთის ევრაზიის კავშირში გაწევრიანებისთვის. პირიქით, ხელისუფლების სურვილია განავითაროს „მრავალ ვექტორული“ საგარეო პოლიტიკა.

„ჩვენ რასაკვირველია ყურადღებით ვადევნებთ თვალს ევრაზიული კავშირის ირგვლივ მიმდინარე სიტუაციას. მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა რაიმენაირი დასკვნების გაკეთება ან მიზნების დასახვა,“ – განაცხადა ზაქარიანმა. „სომხეთს ევრაზიის კავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამ ეტაპზე ერევანი მხოლოდ გაწევრიანების შესაძლებლობებს სწავლობს.“

ვაჰე ჰარუტუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი ვაჰე ჰარუტუნიანი
ვაჰე ჰარუტუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია ერევანში. ლემან მუსტაფაქიზი Lent.az რეპორტიორია აზერბაიჯანში.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT