სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთის ქალაქ გიუმრში მცხოვრები ქალები სამუშაოსთვის იბრძვიან

0 კომენტარი
 2012 წლის 3 სექტემბერი   ავტორი: როზა ჰოვანესიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სტერეოტიპებისა და დაბალი ხელფასების გამო, გიუმრელ ქალებს საკმარისი შემოსავლის გამომუშავება უჭირთ.

ავტორები: ნელი შიშმანიანი, როზა ჰოვანესიანი და ლუსინე ავაგიანი – კავკასია

CRS გამოცემა 653

2012 წლის 4 აგვისტო

ლიანა მურადიანი და მისი ორი შვილი. (ფოტო: ნელი შიშმანიანი)

სომხეთში მარტოხელა დედებს ხშირად სიღარიბისგან თავის დაღწევა უჭირთ, ვინაიდან სამუშაოს არსებობის შემთხვევაშიც კი ხელფასი მინიმალურია. ამ ფონზე,  გიუმრიში –  ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში მცხოვრები ქალების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.

ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ამ ქალაქში ჯერ კიდევ შეიმჩნევა 1988 წელს შირაქში მომხდარი მიწისძვრის შედეგები. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დროს სომხეთის ეს ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. დღეისათვის  ქალაქის  მაცხოვრებელთა (360 ათასი ადამიანი) 60% ქალები შეადგენს, ვინაიდან მამაკაცების უმეტესობა სამუშაოდ რუსეთშია წასული.

მიწისძვრის დროს მძიმედ დაზიანდა საერთო საცხოვრებელი, რომელშიც გიუმრის ლენ-ტრიკოტაჟის ქარხნის მუშაკები ცხოვრობდნენ. ქარხანა დიდი ხანის წინ დაიხურა, თუმცა ოცამდე ოჯახი იქ დღემდე ბინადრობს, მათი უმეტესობა  მამაკაცებისა და შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი. ბნელი, დანგრეული შენობა, სადაც  თითქმის ყველა კიბე ამორტიზირებულია მინიმალურ საცხოვრებელი სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებს.

იქ მცხოვრებ ქალთა უმეტესობა სახელმწიფო შემწეობაზეა დამოკიდებული. ადგილობრივი სოციალური მომსახურების დეპარტმამენტის უფროსის, ედუარდ ბაღრამიანის თქმით, ამ საცხოვრებელში მყოფი ოჯახების უმეტესობა ყოველთვიურად მინიმალურ 16 ათას დრამს, ანუ, 39 აშშ დოლარის ექვივალენტს იღებს, ხოლო თითო ბავშვზე დამატებითი დახმარება 6 ათასი დრამი, ანუ 15 აშშ დოლარია გამოყოფილი.

19 წლის ანი კორეცკი საერთო საცხოვრებელში დედასთან, ძმასთან და წლინახევრის შვილთან – ალვარდთან ერთად ცხოვრობს. ორწლიანი ქორწინების შემდეგ ანის მეუღლემ ცოლ-შვილი მიატოვა და რუსეთში გაემგზავრა.

„ყოველ ღამით შიშით მეღვიძება და მგონია, რომ ეს გასაცოდავებული შენობა თავზე დაგვემხობა“,- თქვა მან.

მისი ოჯახის საერთო შემოსავალი, ძმისა და ბავშვის შემწეობის ჩართვლით, 26 ათას დრამს, ანუ 63 აშშ დოლარს შეადგენს.

ანის არ სჯერა, რომ ოდესმე სამსახურს იშოვნის.

შირაქის ოჯახურ, ქალთა და ბავშვთა საკითხების რეგიონული დეპარტამენტის ინფორმაციით, აქ მაცხოვრებელი ქალების 72% უმუშევარია, რაც მამაკაცების მაჩვენებლებზე  მაღალია.

ქალაქში გამოქვეყნებული ვაკანსიების უმრავლესობაში მითითებულია,  რომ მდედრობითი სქესის კანდიდატები კარგი გარეგნობისა დაუმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები უნდა იყვნენ.

გიუმრის პოლიტიკური კულტურისა და თანხმობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ვაჰან თუმასიანმა, შემდეგნაირი განცხადებების მაგალითებიც მოიყვანა: „კომპანია დამლაგებლის პოზიციისათვის ეძებს 28 წლამდე სასიამოვნო გარეგნობის მქონე გოგონას“, „მაღაზია 30-წლამდე ასაკის ქალბატონებს ეძებს დამხმარე კონსულტანტენის პოზიციაზე“, „რესტორანი კარგად განათლებულ 30-წლამდე ქალბატონს ეძებს მიმტანად“.

თუმასიანის თქმით,  გიუმრიში ქალების ხელფასი თვეში 35 -40 ათას დრამს, დაახლოებით 84-100 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა  ბევრი მათგანი სამუშაოსთვის თავის დანებებასა და სახელმწიფო შემწეობაზე ცხოვრებას არჩევს.

24 წლის ეფრასია კირაკოსიანი რვა თვის განმავლობაში თმის სტილისტად მუშაობდა, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო მალე სამსახურს თავი დაანება.

„მთელი თვის მუშაობის შედეგად თითქმის არაფერს ვიღებდი. ერთხელ 40 ათასი დრამი გამოვიმუშავე, მაგრამ მომდევნო თვეში ჩემი შემოსავალი მხოლოდ 10 ათასი დრამი იყო. რა თქმა უნდა, ამ თანხაზე ცხოვრება შეუძლებელია. ყველაფერი ძალიან ძვირია“, –  აღნიშნა მან.

ქალთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ქალების უმუშევრობის მაღალი დონის გამომწვევი მიზეზი გენდერული როლებისადმი ტრადიციული დამოკიდებულებაა.

ქალებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანიების დახმარების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორაგნიზაცია „აიაკიცის“ დირექტორის მოადგილის, ვაჰე თაგვორიანის თქმით, კაცების უმრავლესობას არ სურს, რომ ცოლებმა იმუშაონ.

„გიუმრიში ბევრი ღატაკი ოჯახია, მაგრამ მამაკაცები ცოლებს მუშაობის უფლებას მაინც არ აძლევენ, რადგან მათი აზრით, მიმტანად ან გამყიდვლად მუშაობა დამამცირებელი საქციელია“, –  ამბობს თაგვორიანი. „მათ ჰგონიათ, რომ ასეთი სამუშაო რეპუტაციას შეულახავთ. აქ საზოგადოებრივი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საზოგადოება ამგვარ სამუშაოზე მყოფ ქალებს კიცხავს“.

26 წლის ლიანა მურადიანი ხუთ შვილთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. მისი ოჯახის შემოსავალი 53 ათას დრამს/130 აშშ დოლარს შეადგენს. მიუხედავად სიდუხჭირისა, ლიანას მეუღლე, 22 წლის გევორქ მანგასარიანი, მუშაობის უფლებას არ აძლევს.

„მე ვმუშაობ და საკმარისია. მას მხოლოდ კაფეში თუ მიიღებენ  სამუშაოდ, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს და რატომ უნდა მივცე იქ მუშაობის უფლება?“ თქვა მან. „გარდა ამისა, ხუთი ბავშვი გვყავს. სჯობს სახლში დარჩეს და ბავშვებს მიხედოს.“

ფსიქოლოგ მანუშაკ კარაპეტიანის აზრით, სოციალური პირობები არსებულ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძიმებს და მ „უმუშევრობა გიუმრიში მაცოხვრებელ კაცებს კიდევ უფრო დაუცველს, აგრესულს და დესპოტურს ხდის. მათ ჰგონიათ, რომ თუ ქალებმა მუშაობა დაიწყეს, მათზე მაღლა დადგებიან“.

ოჯახურ, ქალთა და ბავშვთა საკითხების რეგიონალური დეპარტამენტის უფროსი, ლუსინე გინოსიანი თვლის, რომ სოფლის ტიპის დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნისა და ბიზნეს სესხების მეშვეობით მთავრობა ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქალი დაასაქმოს.

„ყველა ქალის დასაქმება შეუძლებელია, მაგრამ პროგრამები ხორციელდება და ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესიც შეინიშნება“,- აღნიშნა მან.

როზა ჰოვანესიანი Hayatsk daily-ს ჟურნალისტია, ნელი შიშმანიანი თავისუფალი ფოტოჟურნალისტია, ხოლო ლუსინე ავაგიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი როზა ჰოვანესიანი
როზა ჰოვანესიანი Hayatsk daily-ს ჟურნალისტია, ნელი შიშმანიანი თავისუფალი ფოტოჟურნალისტია, ხოლო ლუსინე ავაგიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.


მსგავსი სტატიები:


დროში გაყინული ქალაქი
მარტი 28, 2016

სომხეთში კურსდამთავრებულთა შორის უმუშევრობის დონე მატულობს
სექტემბერი 3, 2012

ხალხური რეწვის სახელოსნო წეროვანში
ივლისი 10, 2012


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT