• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ტრენინგი უსაფრთხოებაში სამოქალაქო არეულობების დროს

0 კომენტარი
 2011 წლის 13 ივნისი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


13 ივნისს, თბილისში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში (IWPR) გაიმართა ტრენინგი თემაზე „ჟურნალისტის უსაფრთხოება მიტინგებისა და სამოქალაქო არეულობების გაშუქებისას“.

ტრენინგში IWPR-ის სამოქალაქო ჟურნალისტიკის ხელშეწყობის და განვითარების პროექტში ჩართული ახალგაზრდა ქართველი ბლოგერები მონაწილეობდნენ.

ტრენინგი ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ IWPR საქართველოს ოფისში

ტრენერი დავით ჩხიკვიშვილი ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ სამოქალაქო არეულობების გაშუქების დროს (ფოტო: IWPR საქართველო)

ტრენინგს სააგენტო როიტერის საქართველოს ბიუროს ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი და IWPR-ის ტრენერები უძღვებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომელიც დაეხმარება მათ მაქსიმალურად დაცულები იყვნენ მიტინგების, საპროტესტო გამოსვლების და სამოქალაქო არეულობების გაშუქებისას.

ტრენერი დავით ჩხიკვიშვილი

ტრენერი დავით ჩხიკვიშვილი ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ სამოქალაქო არეულობების გაშუქების დროს (ფოტო: IWPR საქართველო)

შეხვედრის მონაწილეებმა ძალისმიერ შეტაკებებში გადაზრდილი დემონსტრაციების და სხვა კონფლიქტური სიტუაციების გაშუქებისას ჟურნალისტების უსაფრხოდ მუშაობის თემაზე იმსჯელეს.

ტრენერი დავით ჩხიკვიშვილი

ტრენერი დავით ჩხიკვიშვილი ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ სამოქალაქო არეულობების გაშუქების დროს (ფოტო: IWPR საქართველო)

პროექტის მონაწილე ბლოგერები პროფესიონალ ჟურნალისტებთან ერთად ჩართულები იყვნენ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების გაშუქებაში ბლოგის http://geoelection.ge/ მეშვეობით. ამჟამად ბლოგი დახურულია და იგეგმება ტრენინგების სერია მასზე მომუშავე ბლოგერებისთვის და ჟურნალისტებისთვის. თუმცა ახლო მომავალში საარჩევნო ბლოგი განაახლებს მუშაობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის მიზნით.

ტრენინგი ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ სამოქალაქო არეულობების გაშუქების დროს

ბლოგერები Piccolina/ნინო ფანიაშვილი და Landish/ლადო ლომიძე (ფოტო: IWPR საქართველო)

ტრენინგი ჩატარდა პროექტის “ურთიერთობების აგება/უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში” (Building Bridges/Building Capacity in the South Caucasus) ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.