სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გისოსებს მიღმა რჩება

0 კომენტარი
 2014 წლის 21 დეკემბერი   ავტორი: Regional Reporters' Network

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ჟურნალისტის დაჭერა არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული კამპანია.

ხადიჯა ისმაილოვა

ხადიჯა ისმაილოვა (ფოტო: ხადიჯა ისმაილოვა).

ცნობილმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ იცოდა, რომ მას დაიჭერდნენ. მისი თქმით, ის ამის შესახებ ოქტომბერში, სტრასბურგში გამგზავრებამდე გააფრთხილეს, სადაც ევროსაბჭოს ორგანიზებულ შეხვედრას უნდა დასწრებოდა. მიუხედავად ამისა, ხადიჯა ბაქოში მაინც დაბრუნდა.

ისმაილოვა 5 დეკემბერს დააპატიმრეს, ზუსტად ორი დღის შემდეგ, რაც ის პრეზიდენტის მარჯვენა ხელმა, რამიზ მეჰდიევმა ღიად შერაცხა დამნაშავედ.

წლევანდელი წელი აზერბაიჯანში უამრავი უფლებადამცველის, ჟურნალისტის თუ ოპოზიციონერის დაკავებით იყო გამორჩეული, ხადიჯას დაპატიმრებაც მათ რიცხვს დაემატა.

ისმაილოვა ორთვიანი წინასწარი პატიმრობით ციხეში რჩება, მანამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, რომელიც „ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს.

პროკურორების მტკიცებით, ისმაილოვამ ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა და ჟურნალისტი თურალ მუსტაფაევი, რომელიც რადიო თავისუფლებაში და მეიდან ტვ-ში მუშაობდა, სამსახურიდან დაითხოვა. უსამსახუროდ დარჩენილმა მუსტაფაევმა კი თვითმკვლელობა სცადა.

ისმაილოვას ადვოკატის ელტონ გულიევის განცხადებით, ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.

„ამ ბრალდებებს არ გააჩნია არავითარი საკანონმდებლო საფუძველი“, – თქვა მან. „ხადიჯა ისმაილოვა დარწმუნებულია, რომ მისი დაპატიმრება დაკავშირებულია მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან, მის გამოძიებებთან“.

ისმაილოვას მხარდასაჭერად მისმა კოლეგებმა და უფლებადამცველმა აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს, როგორც აზერბაიჯანში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მათი აზრით, ხელისუფლებამ ის მოიცილა მისი საგამომძიებლო საქმიანობის გამო, რომლითაც ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს კორუფციასა და ფინანსურ მაქინაციებში ამხელდა.

„ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჟურნალისტებს არასოდეს იჭერენ მათი პროფესიული საქმიანობის გამო“, – ამბობს დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო თურანის ხელმძღვანელი მეჰმან ალიევი. „მაშინ რატომ ემართება ყველაფერი იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ? ყველაფერი მიუთითებს იმ პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანში აზრის თავისუფლად გამოხატვის მოსასპობად“.

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა 5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ისმაილოვას დაპატიმრება არის დაშინების იმ კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია თავისუფალი და კრიტიკული ხმის ჩასახშობათ… კიდევ ერთელ მოვუწოდებ აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს პრაქტიკა, რომელიც დამღუპველია მედიის თავისუფლებისთვის“.

აზერბაიჯანი ეუთოს და ასევე ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა, ორგანიზაციის, რომელიც თავის თავს „კონტინენტის წამყვან უფლებადამცველ ორგანიზაციას“ უწოდებს. ნოემბერში აზერბაიჯანმა დაასრულა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელობა, რომელსაც ექვსი თვის განმავლობაში თავმჯდომარეობდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს პერიოდი გამოირჩეოდა ყველაზე მეტი უფლებადამცველის და აქტივისტის დაჭერით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ენ ბრასერი ისმაილოვას ოქტომბერში ასამბლეის მიერ გამართულ ღონისძიებაზე შეხვდა, რომელზეც აზერბაიჯანში მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრეს.

„ხადიჯა ისმაილოვა ევროსაბჭოს დიდი ხნის პარტნიორია. მას ასამბლეის ბოლო სესიაზე შევხვდი და შოკირებული დავრჩი იმ ინფორმაციით, რომელიც მან მომაწოდა მის მიმართ და სხვა აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და დაშინებების შესახებ“, – განაცხადა ბრასერმა. “იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს უამრავი ცნობილი უფლებადამცველი დააკავეს – რომელთა უმეტესობაც ევროსაბჭოს პარტნიორი იყო – გამოვხატავ ჩემს ღრმა შეშფოთებას მისი დაჭერის გამო“.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მარი ჰარფის განცხადებით, „ძალიან ვართ შეწუხებული იმ შეზღუდვების გამო, რასაც განიცდიან აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მათ შორის ჟურნალისტები, შეშფოთებულები ვართ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს აღებულ საერთაშორისო ვალდებულებს და შეთანხმებებს“.

თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სრულებით არ აღელვებს არც საერთაშორისო ვალდებულებები და არც დასავლეთის გაღიზიანება.

პრეზიდენტ ალიევის ადმინისტრაციის პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალი ჰასანოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AzerTAc-ს განუცხადა, რომ ისმაილოვა არის დანაშაულში ეჭვმიტანილი და სხვა არაფერი.

„გენერალური პროკურატურა მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს“, – განაცხადა ჰუსეინოვმა ზედმეტი განმარტებების გარეშე.

მისი თქმით, არსებული საქმის მიმართ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არსებული კრიკტიკული განწყობა არის „მიკერძოებული და უსაფუძვლო“. „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ერთი ცენტრიდან მართული პროცესი“, – დასძინა მან.

ჰასანოვს არ დაუკონკრეტებია ის, თუ სად მდებარეობდა ეს „ცენტრი“, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯანის მიმართ საერთაშორისო შეთქმულების თემა წელს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.

ისმაილოვას დაჭერამდე ორი დღით ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამიზ მეჰდიევმა თავის ვრცელ სტატიაში საკმაოდ მკაფიოდ და ღიად ისაუბრა ამის შესახებ. მეჰდიევმა ოფიციალური გამოძიების დაწყებამდე ისმაილოვას და რადიო თავისუფლებას „ღალატში” დასდო ბრალი. სტატიის მიხედვით, აზერბაიჯანში დასავლეთის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციები იქცევიან როგორც „მეხუთე კოლონა“, იმ დროს როცა ხელისუფლება სახელმწიფოს სტაბილურობის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

მთავრობისთვის, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ენერგო-უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მოახერხა, ასეთი მტრული დამოკიდებულება აშკარად ნეგატიური ცვლილებაა და ძალიან ჰგავს კრემლის შელახული თავმოყვარეობის და აგრესიული რიტორიკის ნაზავს.

ისმაილოვა ხელისუფლების ფოკუსში დიდ ხანია მოხვედრილი. 2012 წელს ჟურნალისტის დაშანტაჟების მიზნით ინტერნეტით გავრცელდა მის სახლში ფარულად გადაღებული ინტიმური ხასიათის ვიდეო ჩანაწერი. თუმცა ისმაილოვას შეშინება ვერ მოხერხდა, უფრო მეტიც, სამართალდამცავი ორგანოები იძულებულნი გახდნენ დაეწყოთ გამოძიება, თუმცა ორწელიწად-ნახევრის შემდეგ ის უშედეგოდ დასრულდა.

2014 წლის თებერვალში ხადიჯა პროკუტარურაში დაიბარეს და დაკითხეს. საქმე ეხებოდა აშშ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ორი წევრისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების თაობაზე მიმდინარე გამოძიებას.

იხილეთ: ცნობილ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ჯაშუშობას აბრალებენ

სექტემბერში ყოფილი ოპოზიციური პარტიის წევრმა ელმან ჰასანოვმა (ასევე ცნობილია როგორც ელმან თურქოღლუ) ისმაილოვას წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისი განცხადებით, ჟურნალისტმა ის აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის ინფორმატორად გამოაცხადა, რასაც თავად ისმაილოვა კატეგორიულად უარყოფს. საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

ახლა, თავდასხმის ობიექტი გახდა ისმაილოვას ერთ-ერთი ადვოკატი ხალიდ ბაგიროვი. აზერბაიჯანის ადვოკატთა კოლეგიამ მას 10 დეკემბერს უფლებამოსილება შეუჩერა იმის გამო, რომ მან სასამართლო სხდომაზე მისი ერთ-ერთი კლიენტის, ილგარ მამადოვის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს უსამართლო უწოდა და საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანში სამართალი არ არის.

„კოლეგიამ ჩათვალა, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადება იყო“, – განაცხადა ბაგიროვმა.

მამადოვს, რომელიც მოძრაობა რეალის ხელმძღვანელია შვიდიწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ამბოხის მოწყობის მცდელობისთვის, რომელშიც ის არც კი მონაწილეობდა.

იხილეთ: აზერბაიჯანში ოპოზიციის ორი ლიდერი დააკავეს

ისმაილოვას გარდა ბაგიროვი სხვა დაკავებული აქტივისტების უფლებებსაც იცავს, მათ შორის არიან უფლებადამცველი ლეილა იუნუსი, რედაქტორი ჰილალ მამადოვი, ბლოგერი და ახალგაზრდულ მოძრაობა ნიდას აქტივისტი აბდულ აბილოვი.

English | Русский

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი Regional Reporters' Network


მსგავსი სტატიები:


ოკუპაციის შედეგები საქართველოში
აპრილი 15, 2022

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

აზერბაიჯანი: თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა
ივლისი 1, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT