სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ცვლილებები კავკასიის ენერგოპოლიტიკაში

0 კომენტარი
 2016 წლის 19 თებერვალი   ავტორი: არშალუის მგდესიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გაზის ბაზარზე თეირანის დაბრუნება სტატუს-კვოს ცვლის.

„გაზპრომის“ ოფისის შენობა ერევანში

„გაზპრომის“ ოფისის შენობა ერევანში (ფოტო: სააგენტო Photolure).

ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მოხსნამ რეგიონის ენერგოპოლიტიკაში ცვლილებები შემოიტანა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაზის იმპორტ-ექსპორტის და ტრანსპორტირების თაობაზე ირანის, რუსეთის და კავკასიის სამივე რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს შორის არაერთი მოლაპარაკება გაიმართა.

ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილის და ირანის გაზის ნაციონალური კომპანიის დირექტორის ჰამიდ რეზა არაქის მიხედვით, ირანს გააჩნია აუცილებელი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ რუსული გაზი მსოფლიო ბაზარს სვოპური პრინციპით მიაწოდოს.

„თეირანი მზადაა რუსეთისგან მიიღოს 300 მილიონი კუბური მეტრი გაზი და ამავდროულად, ეკვივალენტური მოცულობის ბუნებრივი აირი საბოლოო მომხმარებლამდე ირანის სამხრეთში მდებარე ტერმინალებიდან გააგზავნოს,“ – განუცხადა არაქიმ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს (ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო).

გასული წლის დეკემბერში ერევანში გამართულ შეხვედრაზე ერთმანეთს სომხეთის, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები შეხვდნენ. არეგ გალსტიანმა, რომელიც იმ დროს სომხეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, მხოლოდ ის განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე განიხილეს სვოპის პრინციპით გაზის დიდი მოცულობებით მიწოდების საკითხი.

სამხრეთ კავკასიის გავლით, რუსეთსა და ირანს შორის ასეთი მიწოდების განხორციელებამ, იმის პარალელურად, რომ საქართველოს სურს გაზის შეძენა რუსეთისგანაც და ირანისგანაც, შესაძლოა შეცვალოს რეგიონის ლანდშაფტი, როგორც ენერგეტიკული, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

ნათელია, რომ ირანს კავკასიის გაზის ბაზარზე გააქტიურება უნდა, ხოლო სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს ისლამურ რესპუბლიკასთან ამ სფეროში თანამშრომლობის გაფართოვება სურთ. ამასთან ერთად, რუსეთი და ირანი, მათი გეოპოლიტიკური მეტოქეობის მიუხედავად, ერთობლივი ენერგოპროექტების განხორცილებაზე საუბრობენ.

თუმცა, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენად დიდ წილს დაიკავებს ირანი სამხრეთ კავკასიის ბაზარზე ან კიდევ, რამდენად შეძლებს რუსეთი, რომელიც აქამდე რეგიონული ბაზრის დომინანტად ითვლებოდა, ნამდვილად ღია თანამშრომლობის გაწევას.

მთავარი პოტენციური პარტნიორები

2007 წლიდან ირანი, სვოპ-შეთანხმების ფარგლებში, ელექტროენერგიის იმპორტის სანაცვლოდ, სომხეთში ბუნებრივი აირის მცირე მოცულობის ექსპორტს ახორციელებს. სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისიის მიხედვით, ირანი სომხეთს წელიწადში 390 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდის.

გაზის მიწოდების ანალოგიური შეთანხმება ირანმა 2005 წელს აზერბაიჯანთანაც გააფორმა.

სომხეთი-ირანის გაზსადენის მაქსიმალური წლიური გამტარიანობა 2 მილიარდ კუბურ მეტრს შედგენს.

სანქციების მოხსნამდე ორი დღით ადრე, 14 იანვარს, საქართველომ და ირანმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ირანული გაზის საქართველოში სომხეთის გავლით ექსპორტირების თაობაზე. გაზის ექსპორტის ირანის ნაციონალური კომპანიის დირექტორის ალირეზა ქამელის მიხედვით, მიწოდების დაგეგმილი მოცულობა არ აღემატება 500 მილიონ კუბურ მეტრს, აღნიშნულია ირანის ნავთობის სამინისტროს ვებგვერდზე. დეტალები ფასისა და კონტრაქტის პირობების შესახებ ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

სომხეთისთვის, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ აზერბაიჯანის და თურქეთის მხრიდან ეკონომიკურ ბლოკადაში იმყოფება, გაზის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევა ეკონომიკური იზოლაციის გარღვევას ნიშნავს.

საქართველოსა და ირანს შორის გაზის თაობაზე მიღწეული ნებისმიერი შეთანხმების ჩაშლა, საბოლოო ჯამში, შეუძლია რუსეთს. სომხეთი-ირანის გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს გაზის სვოპ-მიწოდებები, „გაზპრომ არმენიას“ საკუთრებაა, ის არის რუსული გაზის გიგანტის – „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია და 2014-15 წლებში სომხეთში გადასახადების ყველაზე მსხვილი გადამხდელი.

თუმცა, რუსეთიც და ირანიც საკუთარი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მუშაობენ. ენერეგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ დადებული კონტრაქტი, რომელსაც გასული წლის ნოემბერში, თეირანში ვიზიტის დროს, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი, შესაძლოა გაზის სფეროში მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საწინდარი გახდეს.

მაგალითად, რუსული კომპანია „სტროიტრანსგაზი“ გეგმავს ორი მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგების დადებას ირანში ორი გაზსადენი მილის მშენებლობის თაობაზე. პროექტს „ვნეშეკონომბანკი“ დააფინანსებს, განუცხადა ჟურნალისტებს ბანკის ხელმძღვანელმა ვლადიმირ დმიტირიევმა, რომელიც პუტინთან ერთად იმყოფებოდა თეირანში.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის მიხედვით, რუსეთი და ირანი განიხილავენ გაზის მიწოდების საკუთარი სვოპ-ოპერაციის შესაძლებლობას.

„გაზპრომი“ სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს მოამარაგებს ბუნებრივი აირით, სანაცვლოდ კი გაზს სამხრეთ ირანის საბადოებიდან მიიღებს.

„სვოპი განვიხილეთ წინადადების დონეზე. დეტალებს დამუშავება სჭირდება,“ – აღნიშნა მან.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუ რა მარშრუტით მოხდება გაზის გაცვლა ირანსა და რუსეთს შორის ან ირანული გაზის მიწოდება საქართველოსთვის. გაზის ტრანზიტი შესაძლოა სომხეთის ან აზერბაიჯანის გავლით განხორციელდეს, რაც ქვეყანას საგრძნობ ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს და გაამყარებს მის პოლიტიკურ პოზიციებს რეგიონში.

სომხეთის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ირანისტი სევაკ სარუხანიანი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ენერგობაზარზე ძირეული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

„ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა ირანსა და რუსეთს შორის ვერ მიაღწევს ისეთ დონეს, რომ ამან დიდი გავლენა მოახდინოს რეგიონში ენერგეტიკის ბაზარზე ან გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე,“ – აღნიშნა მან. „ყველა პოლიტიკური განცხადების მიუხედავად, ორივე მხარე სანქციებამდე არსებულ თანამშრომლობის დონეს დაუბრუნდა,“ – დასძინა სარუხანიანმა.

„ამ მიზეზით, გავლენის სფეროები შეზღუდულია იმის გამო, რომ ლიმიტირებულია რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. რაც შეეხება გაზის მიწოდებას, მისი მოცულობა მნიშვნელოვნად ვერ გაიზრდება, რადგან რუსეთ-სომხეთის გაზსადენს, რომელიც საქართველოზე გადის, ამის შესაძლებლობა არ გააჩნია,“- განაცხადა მან.

არსებული ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოძველებულია და წელიწადში მაქსიმუმ სამი მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარება შეუძლია. 2014 წელს სომხეთის გაზგამანაწილებელმა კომპანია „გაზპრომ არმენიამ“, რომელიც რუსული „გაზპრომის“ ფილიალია, რუსეთიდან მხოლოდ ორი მილიარდი კუბური მეტრის ტრანსპორტირება მოახდინა.

სარუხანიანის აზრით, ეს ნიშნავს, რომ „რუსეთიდან სომხეთში გაზის მიწოდების ამჟამინდელი მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმუმ ერთი მილიარდი კუბური მეტრით, რაც ბევრს ვერაფერს შეცვლის ვერც რეგიონისთვის და ვერც ირანისთვის.“

მისივე სიტყვებით, ირანიც და რუსეთიც რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში მეტოქეობდნენ.

„ისინი მუდამ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად,“ – ამბობს სარუხანიანი. „ამ თვალსაზრისით, რთული წარმოსადგენია ენერგეტიკის სფეროში ამ ორი ძალის კოორდინირებული თანამშრომლობა რეგიონში.“

პოლიტიკურად საკამათო ვარიანტები

ამჟამად, საქართველოს მთავარი გაზის მომწოდებელი არის აზერბაიჯანი. სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ საქართველოს ბაზარის მონოპოლისტია და ენერგომომარაგების 86%-ზე მეტს ახორციელებს.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში გაზის მიწოდების დივერსიფიცირებას და შესაბამისად, ბაქოზე დამოკიდებულების შემცირებას.

პოტენციური ენერგომომწოდებლის სახით საქართველოს ხელისუფლება რუსეთს განიხილავს, რასაც ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში საკამათო ვარიანტად მიიჩნევენ.

ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მკაცრად ეწინააღმდეგება რუსეთთან გაზის თაობაზე შეთანხმების გაფორმებას.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, რუსეთიდან გაზის მიღებაზე დათანხმება იქნება შეცდომა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართვლოს ტერიტორიის ოცი პროცენტი,“ – განაცხადა მან.

„ამას გარდა, რუსეთიდან გაზის მიღება საქართველოსთვის იქნება პოლიტიკური ზეწოლის და კორუფციის რისკის მატარებელი. ბოლოს და ბოლოს, გაზი რუსეთისთვის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფაქტორია. ამ თვალსაზრისით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკება ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე,“ – განაცახადა სიხარულიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კვლავაც ინარჩუნებს ძლიერ გავლენას მთავრობის გადაწვეტილებებზე, შარშან ნოემბერში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარს უჭერდა დივერსიფიკაციას.

„მთელი ევროპა რუსული გაზით მარაგდება და საქართველომაც რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველო ისედაც დიდი ხნის მანძლზე იღებდა რუსული გაზის ათ პროცენტს, როგორც სომხეთში ტრანზიტის საფასურს.

„ის, რომ შეიძლება ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული და ჩვენს ბიზნესმენებს მივცეთ უფლება იმის, რომ გაზი იყოდონ სადაც მოესურვებათ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ,“ – თქვა ივანიშვილმა.

საქართველოს ენერგობაზარზე კონკურენტის გამოჩენას ნაკლები ენთუზიამით შეხვდა აზერბაიჯანი.

„ჩვენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნია, შესაბამისად, ისინიც თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში: უნდათ რუსული გაზის ყიდვა? მაშინ, იყიდონ,“ – განაცხადა სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ქართველ ჟურნალისტებს შარშან ნოემბერში, ილაჰამ ალიევის თბილისში ვიზიტისას. „მაგრამ იქნება თუ არა რუსული გაზი კონკურენტუნარიანი საქართველოში – ეს უკვე სხვა საკითხია.“

მან აქვე დასძინა, რომ „ჩვენ საქართველოში დაახლოებით ასამდე ბენზინგასამართი და ოცზე მეტი გაზგასამართი სადგური გვაქვს… გაზის გაყიდვა ნებისმიერ ფასად შეგვიძლია… საქართველოში ვერც ერთი ნავთობისა და გაზის პროექტი ვერ იქნება ეკონომიკურად მომგებიანი აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე.“

რაც შეეხება „სოკარზე“ გავლენას, აბდულაევმა დასძინა: „ბატონმა პრეზიდენტმა ოსტატურად და დიპლომატიურად მიუთითა საქართველოს მთავრობას, რომ „სოკარი“ არის გადასახადების ყველაზე მსხვილი გადამხდელი საქართველოში და ასეთი პარტნიორის დაკარგვა არ იქნება საქართველოსთვის ხელსაყრელი.“

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საკითხზე მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის ამჟამად შეჩერებულია.

„გაზრპომს“ უნდა გაზის ათპროცენტიანი წილის მონეტიზება, რომელსაც საქართველო სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასურის სახით იღებს.

ენერგეტიკის მინისტრის კალაძის განცხადებით, თბილისი ეწინააღმდეგება მონეტიზაციას, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ ქვეყანა ამ თანხით შეძლებს იმავე მოცულობის გაზის ყიდვას ან რომ „გაზპრომი“ გაზის მიყიდვის სანაცვლოდ არ მოსთხოვს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლას.

„’გაზპრომმა’ ულტიმატუმის სახით მოითხოვა თანხით გადახდაზე გადასვლა,“ – განუცხადა კალაძემ 19 იანვარს. „ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, თუმცა მათ პირდაპირ მიგვანიშნეს, რომ გაზის იმპორტს სომხეთში პირდაპირ ირანიდან განახორცილებდნენ. ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს და მისი შედეგები ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება.“

არშალუის მგდესიანი დამოუკიდებელი ჟურნალისტი სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი არშალუის მგდესიანი
არშალუის მგდესიანი დამოუკიდებელი ჟურნალისტია სომხეთში. ის IWPR-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული მედია ქსელის აქტიური წევრია და აშუქებს ენერგოპოლიტიკის, რეგიონული ინტეგრაციისა და ირან-სომხეთის ურთიერთობების საკითხებს.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT