წეროვნის დევნილთა დასახლებაში უკვე ერთი თვეა, რაც ხალხური რეწვის სახელოსნო „იკორთა“ გაიხსნა. სახელოსნოში ლიახვის ხეობიდან და ახალგორიდან დევნილი ათამდე ქალბატონი მუშაობს.
ყოველდღიური რუტინით დაღლილი დევნილი ქალბატონები სახელოსნოში სულიერ საზრდოსა და დასაქმების რეალურ შანსს პოილობენ. ისინი დილიდან შუადღემდე ძაფებს აბამენ, ქარგავენ, ხატავენ, ფერებს უხამებენ და იშვიათ ნამუშევრებს ქმნიან.
აღნიშნული პროექტი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ვრცლად მოისმინეთ ნანა კახნიაშვილის რეპორტაჟი: