• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთი: საპენსიო რეფორმა მეცნიერებს სამუშაოდან წასვლას აიძულებს

Comments
 2014 წლის 19 დეკემბერი   ავტორი: ლილიტ არაკელიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სანამ მთავრობა ორჭოფობს, უნივერსიტეტის პედაგოგები თანამდებობებს ტოვებენ.

26 ნოემბერს IWPR ერევნის ოფისში საპენსიო რეფორმის თემაზე დისკუსია გაიმართა

26 ნოემბერს IWPR ერევნის ოფისში საპენსიო რეფორმის თემაზე დისკუსია გაიმართა (ფოტო: IWPR).

ახალგაზრდა ლექტორ-მასწავლებლები მასობრივად ტოვებენ უნივერსიტეტებს, რადგან ეშინიათ, რომ ახალი კანონით სავალდებულო მაღალი საპენსიო შენატანები მძიმედ აისახება მათ ისედაც დაბალ შემოსავალზე.

განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ უკვე დაწერა 120 თანამშრომელმა, რაც ამ სექტორში დასაქმებული 1974 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანების მეოთხედს შეადგენს.

სომხეთის უნივერსიტეტებში ლექტორ-მასწავლებლების საშუალო ხელფასი თვეში 120 000 დრამია (290 აშშ დოლარს), არასრულ განაკვეთზე მუმუშავეები, შესაბამისად ამ თანხის ნახევარს ღებულობენ.

ახალი კანონმდებლობით, რომელიც ივლისში შევიდა ძალაში, 1974 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ყველა მოქალაქე, რომლის ყოველთვიური ხელფასი არ აღემატება 500 000 დრამს (1200 დოლარს), ვალდებულია საპენსიო ფონდში გადარიცხოს თავისი ხელფასის 5%. უფრო მაღალი ხელფასის შემთხვევაში ყოველთვიური სავალდებულო შენატანი შემოსავლის 10 %-ით განისაზღვრება. არჩევანი ნებაყოფლობითია კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, თუ ისინი თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ 25 დეკემბრამდე მოახდენენ დეკლარირებას. საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის კი საპენსიო შენატანები სავალდებულოა.

საპენსიო რეფორმა თავდაპირველად მიზნად ისახავდა მოეცვა, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორები, რასაც ამა წლის დასაწყისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

იანვარში კანონის მოწინააღმდეგეებმა ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რის შემდეგაც მთავრობამ შესწორებული ვარიანტი დაამტკიცა და მხოლოდ საჯარო სექტორით შემოიფარგლა. თუმცა, 2017 წლის იანვრიდან საპენსიო შენატანების განხორცილება სავალდებულო გახდება ყველასათვის.

ახალი კანონის მიღებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებული ახალგაზრდა ლექტორები.

გრიგორი პეტროსიანი, მისი ათი კოლეგის მსგავსად, სამი თვის წინ წამოვიდა საინფორმაციო ტექნოლოგიების და ავტომატიზაციის ინსტიტუტიდან.

„სომხეთში აღარ ღირს განათლებაში ან მეცნიერებაში კარიერის გაკეთება, რადგან დღესდღეობით ხელფასები ძალიან დაბალია“, – ამბობს პეტროსიანი, რომელსაც წამოსვლამდე ერთი თვით ადრე 33 000 დრამი (80 დოლარი) დაერიცხა ხელფასის სახით. „ისინი, ვინც დარჩნენ, უბრალოდ ძალიან ერთგული პროფესიონალები არიან და სრულ ენთუზიაზმზე მუშაობენ“.

„ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ თუნდაც ერთი ლექტორის წასლვა დიდი დანაკარგია სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემისთვის“, – ამბობს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი არსენ თავადიანი. „სწორედ რომ ახალგაზრდა ლექტორების ენთუზიაზმის წყალობით ხდება ჩვენს ქვეყანაში მეცნიერების შენარჩუნება“.

შემოსავლის გაზრდის მიზნით, ლექტორ-მასწავლებელთა უმეტესობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ინსიტუტებში არასრულ განაკვეთზე მუშაობს და დამატებით შემოსავალს კერძო სექტორში დასაქმებით შოულობს. 40 წლამდე ასაკის დასაქმებულთა შემთხვევაში სავალდებულო შენატანის გამოთვლა მოხდება არა მხოლოდ, საჯარო სამსახურის დაბალი ხელფასის, არამედ ორივე სამუშაოდან მიღებული შემოსავლის დაანგარიშებით.

როგორც თავადიანი განმარტავს, ამის გამო საშუალო საპენსიო შენატანის მოცულობა, სავარაუდოდ, იმაზე გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ორ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულის ხელფასი.

„უნივერსიტეტის ლექტორებს, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებში კითხულობენ ლექციებს, შესამაბისად უფრო მეტის გადახდა მოუწევთ“, – ამბობს ის.

ამ მოსაზრებას იზიარებს პეტროსიანიც და ამბობს, რომ „იმ სიმბოლური თანხის გამო, რომელსაც ჩვენ, მეცნიერებს ჩვენი საქმის ერთგულებისთვის გვიხდიან, უფრო მეტი თანხა გვეჭრება. სამეცნიერო საქმიანობა არასდროს ყოფილა მომგებიანი, ახლა კი საერთოდ ურთულეს მდგომარეობაში ვართ“.

სექტემბერში მეცნიერთა და ლექტორთა ნაწილმა სომხეთის პრემიერ მინისტრს ოვიკ აბრაჰამიანს წერილობით მიმართა თავისი წუხილის შესახებ. საპასუხოდ, მან ფინანსთა მინისტრს დაავალა სისტემაში ცვლილებების შეტანა, რაც შესაძლებლობას მისცემდა ახალგაზრდა ლექტორებს შეეთავსებინათ კერძო და საჯარო სამსახურებში საქმიანობა ზედმეტი გადასახადების გარეშე.

თხოვნის მიუხედავად, მთავრობას არაფერი გაუკეთებია. 12 ნოემბერს, ახალგაზრდა მეცნიერებმა საპროტესტო აქცია გამართეს ფინანსთა სამინისტროს წინ.

„ეს დაპირება იყო მხოლოდ დროის მოგების მიზნით მოწყობილი ხრიკი“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას რუსულ-სომხური სლავური უნივერსიტეტის ლექტორმა სურენ ეირამჯიანმა. „ორი თვე გავიდა პრემიერ მინისტრის დაპირებიდან, თუმცა არაფერი გაკეთებულა. თითქმის ყველა ჩემმა თანამშრომელმა დაწერა განცხადება და წავიდა უნივერსიტეტიდან“.

ფინანსთა მინისტრი გაგიკ ხაჩატურიანი ირწმუნება, რომ მისი სამინისტრო ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს.

„გარწმუნებთ, რომ მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, – განაცხადა ხაჩატურიანმა. „ვფიქრობ, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში შესაძლებელი იქნება“.

განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს პედაგოგებს მოუწოდა არ ეჩქარათ და დალოდებოდნენ გადაწყვეტილების მიღებას, მისი თქმით, „არც ერთი ლექტორი არ დაზარალდება“.

თავადიანმა ჯერჯერობით სამსახურში დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლებას უნდა განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკის შენარჩუნება, ამისთვის სათანადო ნაბიჯები უნდა გადადგას.

„სანამ საკითხი მოგვარდება, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომავალ წელს მოხდეს არის ის, რომ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებმაც ახლახან დაიცვეს თავიანთი სადისერტაციო ნაშრომები უარს იტყვიან საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებაზე“.

ლილიტ არაკელიანი Araratnews.am რეპორტიორია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
  • Click to share on Google+ (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი ლილიტ არაკელიანი


მსგავსი სტატიები:


ევროკომისიის კონკურსი ახალგაზრდა ლიდერებისთვის
მარტი 8, 2017

მრავალი ენა ერთი მსოფლიო – კონკურსი და ესეი
მარტი 1, 2016

საქართველო: ეთნიკური უმცირესობებისთვის ენობრივი ბარიერი განათლების მიღების მთავარ პრობლემად რჩება
სექტემბერი 19, 2015

  • უკანასკნელი სტატიები

    • ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი
      დეკემბერი 28, 2018
    • სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?
      დეკემბერი 7, 2018
    • მონაცემთა დაცვა და ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები
      სექტემბერი 2, 2018
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
  • ძებნა

  • ტვიტერი სამეზობლოს შესახებ ქართულად

    Tweets from https://twitter.com/ReportersNet/lists/list


  • Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
    To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy
    ***
    პირადი მონაცემების დაცვა და ქუქი ჩანაწერების გამოყენების წესი: ეს ვებგვერდი იყენებს ქუქი ჩანაწერებს. თუ განაგრძობთ ამ საიტის გამოყენებას, ამით თქვენ თანხმობას აცხადებთ მათ გამოყენებაზე.
    გაიგეთ უფრო მეტი ქუქი ჩანაწერების გამოყენების წესები
  • footer_b
  • footer_b
  • footer_b

Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2018

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.