• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ჟენევაში საკვანძო შეთანხმება შედგა

0 კომენტარი
 2016 წლის 24 მარტი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი გერნოტ ერლერი, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე ზემოქმედების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრების განახლებას მიესალმება.

64th IPRM Ergneti

2016 წლის 15 მარტი, ერგნეთი, IPRM–ის ფარგლებში 64–ე შეხვედრა (ფოტო: EUMM)

შეთანხმება მხარეებს შორის, 2016 წლის 23 მარტს, ბერლინში შედგა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 35–ე რაუნდის მიმდინარეობისას.

,,მივესალმები პოლიტიკურ ნებას, რომელიც მოლაპარაკებებში ჩართულმა ყველა მონაწილემ გამოხატა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციული სულისკვეთების შესანარჩუნებლად.  დღევანდელი ერთსულოვანი გადაწყვეტილება, აღდგეს IPRM ფორმატის შეხვედრები გალში, წინ გადადგმული ნაბიჯია ნდობის, მოვლენების განვითარების პროგნოზირებისა და გამჭვირვალობის გაზრდის თვალსაზრისით. IPRM–ი დაეხმარება მხარეებს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში და გააადვილებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. მე მოვუწოდებ მხარეებს, მოიწვიონ შეხვედრა პირველივე შესაძლებლობისას,’’ – განაცხადა გერნოტ ერლერმა.

IPRM ფორმატის შეხვედრების ორგანიზებაზე მხარეები პირველად, 2009 წელს შეთანხმდნენ (ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში). მას შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ზემოქმედების მექანიზმის ფორმატში შეხვედრები, რეგულარულად იმართება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. IPRM–ის აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, აფხაზურ მხარესთან ამ კონტექსტში შეხვედრა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შედგება.

იმავდროულად, მხარეები შეთანხმდნენ უფრო ინტენსიური გახადონ  ერგნეთის IPRM–ის მუშაობა. ასევე დისკუსიის მონაწილეებმა გამოხატეს კმაყოფილება მოლაპარაკებების რამდენიმე პოზიტიურ და წამახალისებელ შედეგზე. კერძოდ, 10 მარტს პატიმართა გათავისუფლება–გაცვლის ფაქტზე და ხუთი თებერვლიდან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ, სამმხრივი მექანიზმის მუშაობის განახლებაზე, 2008 წლის კონფლიქტის დროს უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ძიების მიმართულებით.

დისკუსიის მონაწილეებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით  ვითარება შეაფასეს, როგორც მშვიდი და სტაბილური. მათ განიხილეს გადაადგილების თავისუფლებისა და მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხები. პრიორიტეტულ თემებს შორის იყო – ჰუმანიტარული ვითარება, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ძიების, განათლების, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოსდაცვის საკითხები.

წყარო: ეუთოს პრესკომუნიკე გალში IPRM-ის აღდგენის თაობაზე  და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 35–ე რაუნდის შესახებ.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


კონფლიქტების გაშუქება და მედიის როლი
მაისი 25, 2017

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017 გახსნილად გამოცხადდა
მაისი 3, 2017

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.