• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ

0 კომენტარი
 2017 წლის 27 თებერვალი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ორი გამშვები პუნქტის – ნაბაკევი-ხურჩის და მეორე ოტობაია-ორსანტიის დახურვა, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს, ზიანის მომტანია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის. ეს სავარაუდოდ გაზრდის ინციდენტების, განსაკუთრებით დაკავებების, რისკს.

ასეთი ცალმხრივი გადაწყვეტილება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებისა და გაძლიერებული უსაფრთხოებისთვის მუშაობის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.  გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სიტუაციის ნორმალიზების ძალისხმევას ისეთი ატმოსფეროს შექმნით, რომელიც ხელს არ უწყობს კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებას და რეგიონში ყოვლისმომცველ სტაბილურობას.

ევროკავშირი, შესაბამისად, მოუწოდებს გადაკვეთის პუნქტების გახსნილად შენარჩუნებისკენ, რათა გადაადგილების თავისუფლება, მათ შორის ჰუმანიტარული გადაკვეთები უზრუნველყოს. გარდა ამისა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეები უსაფრთხოების გაძლიერებასა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხებში კონსტრუქციულად უნდა ჩაერთონ.

ევროკავშირი აგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებულ სიტუაციაზე ზედმიწევნით დაკვირვებას, მათ შორის მისი სადამკვირვებლო მისიის (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის) გაძლიერებული წარმომადგენლობის საშუალებით. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

წყარო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში

    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


ევროკავშირი 2020 წლის საუკეთესო ჟურნალისტებს ასახელებს
მარტი 23, 2021

კონფლიქტების გაშუქება და მედიის როლი
მაისი 25, 2017

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017 გახსნილად გამოცხადდა
მაისი 3, 2017


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.