ევროკომისია ეძებს 16 აქტიურ ახალგაზრდას (21–26 წლამდე) მკვეთრად გამოხატული ლიდერული თვისებებით და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით. ახალგაზრდებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის განვითარებაში უკვე აქვთ შეტანილი წვლილი, სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების ფარგლებში.
კონკურსში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის განვითარების დღეების 2017 წლის პროგრამაში.
შერჩეული კანდიდატები გაემგზავრებიან ბრიუსელში (ბელგია), ყველა შესაბამისი ხარჯი დაიფარება ევროკომისიის მიერ. ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა მოინახულონ ევროპული ინსტიტუციები, შეხვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებსა და ახალგაზრდა ლიდერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ინგლისური, ან ფრანგული ან ესპანური ენების ცოდნა აუცილებელია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 9 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: Young leaders programme