როგორ უნდა გააშუქოს მედიამ კონფლიქტები ისე რომ მშვიდობა არ იქცეს ომად?
ექსპერტების შეფასებით, ჟურნალისტებს კონფლიქტებზე მუშაობისას დიდი პასუხისმგებლობა, სიფრთხილე და ტერმინების სწორი გამოყენება მართებთ.
აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა და წამყვანმა სპეციალისტებმა კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტური ეკონომიკის საკითხების გაშუქების სწავლებაზე იმსჯელეს. დისკუსიის ბოლოს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისის სახელმძღვანელოს პირველი საჯარო განხილვა შედგა.
სინქრონები: კესტუტის იანკაუსკას – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ელჩი საქართველოში; ბექა ბაჯელიძე – IWPR რეგიონული დირექტორი; ნათია კუპრაშვილი – რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
დისკუსია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ელჩმა კესტუტის იანკაუსკასმა გახსნა. მედიის წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ მოწვეულმა ექსპერტებმა და პრაქტიკოსმა ჟურნალისტებმა ისაუბრეს.
ომისა და მშვიდობის ინსტიტუტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კონფლიქტით და კრიზისით დაზარალებულ რეგიონებში მედიის განვითარებისა და თავისუფალი სიტყვის ხელშეწყობისთვის მუშაობს.