სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ჩიხში მოქცეული სამართალი

0 კომენტარი
 2017 წლის 20 მარტი   ავტორი: ნინო თოლორაია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


დე ფაქტო საზღვრის გამშვებ პუნქტზე მკვლელობიდან თითქმის ერთი წლის თავზე საერთაშორისო სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ნინო თოლორაია

გიგა ოთხოზორიას მკვლელობას ქართული მხარის მხრიდან საპროტესტო აქციების მთელი ტალღა მოყვა. ინციდენტს მშვიდობიანი მსვლელობებით აპროტესტებდნენ სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. (ფოტო: ნინო თოლორაია)

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას გახმაურებულმა მკვლელობამ დე ფაქტო საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) განახლება დააჩქარა, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები საკვანძო საკითხებზე მაინც ვერ თანხმდებიან.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს პირველი მძიმე ინციდენტია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა დე ფაქტო საზღვართან მდებარე მაღაზიის სათვალთვალო კამერით ჩაწერილი კადრების წყალობით.

რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, დე ფაქტო საზღვარს, დანარჩენი საქართველოს მთლიან პერიმეტრზე, სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ერთად ახლა უკვე რუსეთის სასაზღვრო შენაერთები აკონტროლებენ.

კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს ხელმოწერილი სამშვიდობო გეგმის მეექვსე პუნქტის თანახმად ხორციელდება ორი ფორმატის ფარგლებში – ჟენევის საერთაშორის დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM). ეს უკანასკნელი, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ფუნქციონირებს.

სამხრეთ ოსეთის  მიმართულებით შეხვედრები IPRM ფორმატის ფარგლებში ერგნეთში შეუფერხებლად ფუნქციონირებს, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით, გალში, შეხვედრები ომიდან ოთხი წლის თავზე შეწყდა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შეხვედრებზე უარი 2012 წლის აპრილში განაცხადა. ოფიციალურ მიზეზად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი დასახელდა, რომელიც აფხაზურმა მხარემ მიკერძოებულობასა და არაობიექტურობაში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ ტიშკევიჩმა ეს პოსტი მალევე დატოვა შეხვედრების განახლება 2016 წლამდე ვერ მოხერხდა.

საქართველო–აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი, ქართული დელეგაცია IPRM ფორმატის შეხვედრაზე. (ფოტო: ნინო თოლორაია)

IPRM ფორმატის აღდგენა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა, აფხაზეთის მიმართულებით მხოლოდ გასული წლის მარტში გადაწყდა.

ამ დრომდე გამართულ რვავე შეხვედრაზე განხილვის ერთ–ერთი ძირითადი საკითხი, დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრის მიერ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა იყო.

2016 წლის 19 მაისს, გალის რაიონიდან დევნილი, 30 წლის გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში, დე ფაქტო საზღვრის გამშვებ პუნქტზე, დღის სამ საათზე, რამდენიმე გასროლით მოკლეს. ინციდენტი ერთ–ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ სრულად დააფიქსირა.

ქართული დელეგაცია საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვდა, თუმცა აფხაზური მხარე სხვადასხვა ფორმალური დეტალის მომიზეზებით მიიჩნევდა, რომ საქმეს მტკიცებულებები აკლდა.

„მსგავსი რამ რომ არ განმეორდეს საჭიროა ჩვენი ქვეყნების სამართალდამცველ ორგანოებს შორის თანამშრომლობა,“ –ამბობს აფხაზური და აბაზური ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის მრჩეველი ბესლან კობახია.

„ამისთვის აუცილებელია მთავრობებს შორის შეთანხმების მიღწევა. საამისოდ კი საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა აუცილებელი“, – დასძენს იგი.

„ომის შემდგომ პერიოდში საზღვართან აფხაზეთის თითქმის იმდენივე მოქალაქე დაიღუპა ქართველი სპეცსამსახურების ხელით, რამდენიც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს,“ ამბობს ბესლან კობახია. ,,თუმცა, ვერ ვიხსენებ თბილისის მიერ გამოძიებულ ერთ ფაქტსაც კი.“

გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ერთადერთი ინციდენტია, რაც კონფლიქტის შემდეგ მომხდარა დე ფაქტო საზღვარზე, რომელიც ვიდეო კამერით არის დაფიქსირებული და რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მკვლელობის ადგილზე მყოფ ადამიანთა ინდენტიფიცირება.

2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიგა ოთხოზორიას ოჯახი გამოძიების შედეგით უკმაყოფილოა.

„სასამართლო სხდომებზე არ დადგინდა მიზეზი, თუ რის გამო მომიკლეს შვილი. პროცესზე არ დასმულა საკმარისი კითხვები გარემოებების დასადგენად,“ – ამბობს დედა, ჯულიეტა ჭანტურია.

მოგვიანებით ბრალდების მხარემ უფრო მძიმე სასჯელის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. 2017 წლის 10 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის სასჯელი დაუმძიმა და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გასულ პარასკევს, რაშიდ კანჯი-ოღლი საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის – ინტერპოლის მიერ გამოცხადდა ძებნაში. 

მანამდე, 2016 წლის 23 ივნისს, აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ რაშიდ კანჯი-ოღლის ოფიციალურად წაუყენა ბრალი. სოხუმის სამხედრო სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა.

ბოლო დროს, ამ მკვლელობისადმი საზოგადოების ინტერესი გააღვივა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრის ლევან თორიას  მიერ 7 მარტს გავრცელებულმა  ვიდეომასალამ, სადაც ჩანს, თუ როგორ ცეკვავს აფხაზურ ქორწილში მიმალვაში მყოფი დამნაშავე.

,,ის ცინიზმი, რაც დღეს აფხაზურ მხარეს აქვს უნდა შეწყდეს. მკვლელმა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს“, – განაცხადა თორიამ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც მან ჟურნალისტებს ქორწილის კადრები გადასცა.

ლევან თორია საკუთარ წყაროს ანონიმურად ტოვებს. მის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით შეუძლებელია გადაღების თარიღის დადგენა, თუმცა როგორც თვითონ ამტკიცებს, ვიდეომასალა ერთი კვირის წინ არის ჩაწერილი. ასევე, ჯერჯერობით არცერთ ოფიციალურ უწყებას არ დაუდასტურებია, რომ ვიდეო ჩანაწერში მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფიგურირებს.

დამნაშავის ქართული მხარისთვის გადმოცემა რუსეთის მიზეზით ჭიანურდება, მიიჩნევს კონფლიქტების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელი იაგო ფასანძე.

„რუსეთს რომ სდომოდა კანჯი-ოღლის დაკავება, მისთვის ეს შესაძლებელი იყო აქამდეც. თუმცა, დღემდე არსებული ვითარება მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანის პასუხისმგებლობაში მიცემას არ აპირებენ. კანჯი-ოღლი მშვიდად იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც არის კონტროლირებადი არა აფხაზეთის, არამედ რუსეთის მიერ“, – აღნიშნა მან.

ზუგდიდის რაიონის სოფელი ხურჩა. ადგილი სადაც გიგა ოთხოზორია მოკლეს. (ფოტო: ნინო თოლორაია)

დე ფაქტო ადმინისტრაციული საზღვარი მდინარე ენგურის გასწვრივ 1992–93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაჩნდა. კონფლიქტის საომარი ფაზის დასრულების შემდეგ, აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება ადგილობრივი ქართველებისთვის შეიზღუდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აფხაზურმა მხარემ 2008 წლიდან დღემდე 1729 პირი დააკავა. როგორც ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას მოკლულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას უწყება არ ფლობს.

მხოლოდ რაშიდ კანჯი-ოღლის დასჯა არაფერს შეცვლის, სახელმწიფოს მხრიდან საზღვარზე მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის სხვა ღონისძიებებია გასატარებელი, მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

,,სახელმწიფო მეტად უნდა აკონტროლებდეს საზღვარს, დასავლელმა პარტნიორებმა კი ზეპირი განცხადებების გარდა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – დასძინა მან.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაბრკოლების გარეშე გადმოლახონ ადმინისტრაციული საზღვარი და სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ადამიანი მოკლან, ამბობს ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელი იაგო ფასანძე.

,,გამშვები პუნქტების მოპირდაპირედ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, დამატებითი საგუშაგოები უნდა განთავსდეს, რათა თითოეული სამხედროს უკანონოდ გადაადგილებაზე მყისიერი რეაგირება მოხდეს,’’ – აცხადებს იგი.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ნინო თოლორაია
ნინო თოლორაია ინტერნეტ გამოცემა livepress.ge ჟურნალისტია. მისი ინტერესის ძირითადი სფეროა კონფლიქტების გაშუქება, წერს პოლიტიკურ და სოციალურ თემებზეც.


მსგავსი სტატიები:


ევროკავშირი 2020 წლის საუკეთესო ჟურნალისტებს ასახელებს
მარტი 23, 2021

კონფლიქტების გაშუქება და მედიის როლი
მაისი 25, 2017

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017 გახსნილად გამოცხადდა
მაისი 3, 2017


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT