ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის საქართველოს ოფისი (IWPR) მოხარულია გაცნობოთ სატრენინგო კურსის დაწყების შესახებ პროექტის “ჟურნალისტური პასუხისმგებლობის სკოლა: რეგიონულ ჟურნალისტთა უნარების გაძლიერება” ფარგლებში.
ორდღიანი ტრენინგი ჩატარდება თბილისში 2-3 ივნისს.
პროექტი ხორციელდება ლიტვის დასავლეთ ევროპის კვლევების ცენტრთან (EESC) პარტნიორობით ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ჟურნალისტური პასუხისმგებლობის სკოლა იწვევს, ახალგაზრდა რეგიონულ ჟურნალისტებს საქართველოდან, მოკლევადიან სასწავლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგის თემებია გლობალური მედიის გამოწვევები, პროპაგანდა, კომუნიკაცია მედიასა და სამოქალაქო სექტორს შორის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის საფუძვლები, ბიზნეს ჟურნალისტიკის პრინციპები. სესიებს გაუძღვებიან ცნობილი ლიტველი მედია ექსპერტები და IWPR-ის ტრენერები.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ჟურნალისტების უნარებისა და რეგიონული კავშრების გაუმჯობესებას საქართველოსა და მოლდოვეთში.
პროექტი ორი ეტაპისგან შედგება:
** პირველ ეტაპზე, შედეგება ორდღიანი ტრენინგი შერჩეული 15 რეგიონული ჟურნალისტისთვის თბილისში. ტრენინგის მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ თემატურ სავარჯიშოებზე და მიიღებენ შესაბამის დავალებებს.
** პროექტის მეორე ეტაპზე, ლიტვური საზოგადოებრივი მაუწყებელი (LRT ლიტვური რადიო და ტელევიზია) და სხვა წამყვანი დამოუკიდებელი მედია საშუალებები ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში უმასპინძლებენ სამ შერჩეულ ჟურნალისტს საქართველოდან.
მოთხოვნები:
** პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პრაქტიკოს ჟურნალისტებსა და სტუდენტებს მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან.
** უნდა იყოს პროაქტიური და კარგი კომუნიკაციის შესაძლებლობების მქონე;
** შეეძლოს კოსტრუქციულ დებატებში მონაწილეობა და გახსნილი იყოს დიალოგისთვის.
** უპირატესობა მიენიჭებათ რუსული და ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს;
წარსადგენი საბუთები:
** CV
** სამოტივაციო წერილი. სამოტივაციო წერილში მიუთითეთ რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა და რა შედეგის მიღებას ელოდებით. აღწერეთ თქვენ რეგიონში მედიის მდგომარეობა და გამოწვევები (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 24 მაისი, 18:00 საათი.
გასაუბრებაზე მოწვევის შესახებ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ.
გასაუბრება ჩატარდება 25-26 მაისს.
განცხადებები მიიღება მისამართზე caucasusprogramme@iwpr.net
პროექტის ორივე ეტაპზე ჟურნალისტების მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებს უზრუნველყოფს IWPR და EESC.